DataFest Tbilisi 2025-ის პროგრამა ცნობილია — რა გველის წელს მონაცემთა ფესტივალზე?
DataFest Tbilisi 2025-ის პროგრამა უკვე ცნობილია — დამსწრეებს წინ 50-ზე მეტი სპიკერის 100-ზე მეტი ინსპირაციული გამოსვლა, სიღრმისეული ვორკშოპი და ინტერაქციული სესია ელით.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა და ტექნოლოგიური ფესტივალია. ფესტივალი უკვე მეცხრედ, 27-29 ნოემბერს ტარდება. ორგანიზატორებმა ღონისძიების სრული პროგრამა გამოაქვეყნეს და გამოშვება მთლიანად ხელოვნურ ინტელექტსა და ამ მიმართულებით ინოვაციებზეა ფოკუსირებული. პროგრამა ფარავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა:
- ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეალური მაგალითები;
- ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინსვლის მიმართულებით
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალი; - ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში ხელოვნური ინტელექტის
ინტეგრირება; - პასუხისმგებლობიანი მიდგომა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური რეგულირება.
ყველა თემასა და სესიას უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
სპიკერებს შორის არიან ისეთი ცნობილი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: მაიკროსოფტი, მოზილა, გიტჰაბი, ვიპრო, გუგლი, ეუთო და ა.შ.
ფესტივალის შინაარსი დაგეგმილია ისე, რომ საინტერესო და სასარგებლო სესიები აღმოაჩინონ თითქმის ყველას პროფესიის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში კი: მონაცემთა ანალიტიკოსებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, დეველოპერებმა, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებმა, სტარტაპერებმა, ბიზნესმენებმა, დიზაინერებმა და ჟურნალისტებმა.
გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ. დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატის სესიები, იმისთვის, რომ ფესტივალის სამი დღე რაც შეიძლება დინამიკური და მრავლისმომცველი იყოს:
- ინსპირაციული, მოკლე გამოსვლები მთავარ სცენაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერები გააზიარებენ ცოდნას, დაკვირვებებს, პროგნოზებსა და რჩევებს;
- სიღრმისეული ვორკშოპები, სადაც მონაწილეებს გამოცდილი სპიკერები და ტრენერები დაეხმარებიან ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ათვისებასა და გაუმჯობესებაში;
- სტარტაპ ექსპოებს, სადაც სტუმრებს რეგიონის მზარდი AI სტარტაპებისა და მათი AI პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ;
- Open Mic, სადაც ფესტივალის დამსწრეებსაც შეეძლებათ, ფართო აუდიტორიას მიმართონ საკუთარი იდეით, გამოცდილებითა თუ სადისკუსიო თემებით;
- Ask Me Anything, სადაც არაფორმალურ გარემოში, სფეროს ლიდერები გაგვცემენ პასუხებს არასტანდარტულ კითხვებზე კარიერის, გამოწვევების, შეცდომებისა და ნასწავლი გაკვეთილების ირგვლივ;
- Side Events, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, დაესწრონ თბილისის ოკუპაციის ტურს, ღვინის დეგუსტაციის ტურს, ყოველდღიურ წვეულებებსა და ფესტივალის შემაჯამებელ წვეულებას.
ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია ბილეთით, რომლის შეძენაც შეგიძლიათ აქ.
სპიკერებს შორის არიან ისეთი ცნობილი კომპანიებისა და ორგანიზაციების
წარმომადგენლები, როგორებიცაა: მაიკროსოფტი, მოზილა, გიტჰაბი, ვიპრო,
გუგლი, ეუთო და ა.შ.
DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ფორსეტი (ForSet).
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს ბანკი და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.
ხოლო პარტნიორები არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), EPAM, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, IBCCS TAX საქართველო, Autodraft, Alliance of Democracies, Social Lab.
სპონსორები: Startup Bootcamp, სელფი.
მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო, MoveWise, Deepkapha, D Block, Optio, Techweiz, RealAI, Tumo, Robocode.
ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA - ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel, სმარტ აკადემია, ფრილანსერი, თბილისის კომუნიკაციის სკოლა.
მედიაპარტნიორები: ბიზნეს მედია საქართველო, Next.on.ge, მარკეტერი, ინტერპრესნიუსი, ბიზნესპრესნიუსი, ფორმულა, მედია აპრილი, OC Media, Itel.am.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.
კომენტარები