შალვა პაპუაშვილი: "პეტერ ფიშერი მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს"
ჟურნალისტმა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა, თუ "როგორ უნდა შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ გუშინ გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე მისვლას". პაპუაშვილის შეფასებით პეტერ ფიშერმა ამ ქმედებით "მასხრად აიგდო ქართულ სახელმწიფო, ქართულ საზოგადოება და რაც კი დაკავშირებულია დიპლომატიასთან". შემდეგ პაპუაშვილმა დასძინა, რომ გერმანიის ელჩმა "ქართული ეკლესიის შეურაცხმყოფელთან" გადაიღო ფოტო და მან ამითაც მიაყენა ქართველ ხალხს შეურაცხყოფა.
"საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, ეს ადამიანი მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მასხრად იგდებს ქართულ საზოგადოებას, მასხრად იგდებს ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია დიპლომატიასთან. და გასაკვირია მართლა, ჩვენ რაც ვნახეთ — ერთი — მას არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ. მეორე — ის პოზირებდა და ადამიანმა, ვინც ფოტო დადო, ისიც შემთხვევით გავიგეთ ერთ-ერთი აქციის მონაწილის ექსტრემისტის ფოტოსგან.
ის ვისთანაც პოზირებს [ფოტოში] ეს ადამიანი ლანძღავდა ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს ეგზარქოსებად მოიხსენიებს, ამ ადამიანთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა. ეს მე მაგონებს მიხაილ როთის ხაზს, ის ჩამოსული იყო აქ და თქვა, რომ რა გინდათო? ბედნიერებას გინდათ მიაღწიოთ ეკლესიასთან ერთადო? აი ეს არის ზუსტად თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, მიხაილ როთის ხაზი, რომელსაც დღეს გერმანიის ელჩი აგრძელებს," — თქვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის გაჟღერებულ მოსაზრებაზე, რომ შეიძლება გერმანიის ელჩმა არ იცოდა მამუკა ცუცქირიძის პოზიციაზე ეკლესიასთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა უპასუხა — "უფრო უარესი თუ არ იცოდა ვინ იყო".
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ელოდება. ოცნების ლიდერის განმარტებით, ოცნებას "იმედი ჰქონდა გერმანიის ელჩი ვენის კონვენციის მუხლებს გადაიკითხავდა" და "თავს შეიკავებდა".
"ახლა მე პირადად ველოდები, რა ნაბიჯებს გადადგამს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან, ეს ადამიანი, ფაქტია, რომ მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, გადაიკითხავდა კიდევ ერთხელ შესაბამის მუხლებს და ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა. არ გასულა რამდენიმე დღე და უკვე მასხრად აგვიგდო მთელი საზოგადოება.
როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბრუნებდა ელჩ ფიშერს, მათ ჰქონდათ წინასწარი კონსულტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მათ განუცხადეს საგარეოს და დაჰპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომლებსაც მანამდე ჰქონდა ადგილი" " — ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შემდეგ ოცნების ლიდერმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა "ჩამოყალიბდეს ქართველ ხალხთან ხიდების გადება უნდათ, თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც მასხრად იგდებს [ქართველ ხალხს] — რთულია წარმოიდგინო რომ ეს ხიდები იქნება გადებული".
გუშინ, მამუკა ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩთან საქართველოში, პეტერ ფიშერთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ფიშერმა სოლიდარობა გამოუცხადა მას და აქციის მონაწილეებს.
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კომენტარები