ევროკომისიამ უკრაინას €4.1 მილიარდის ოდენობის მეათე და საბოლოო ტრანში გამოუყო
ევროკომისიამ, 13 ნოემბერს, უკრაინას, საგანგებო მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან, 4.1 მილიარდი ევროს ოდენობის მეათე და საბოლოო ტრანში გამოუყო, რომელიც G7-ის მიერ მხარდაჭერილი ექსტრაორდინარული შემოსავლების აჩქარების (ERA) ინიციატივის ნაწილია. ამასთან ერთად, უკრაინა "უკრაინის ფონდიდან" მეხუთე რეგულარული გადახდა — 1.8 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
საერთო ჯამში, დღევანდელი დაფინანსება 5.9 მილიარდ ევროს შეადგენს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი უკრაინის ყველაზე ძლიერი და საიმედო პარტნიორია.
4.1 მილიარდი ევროს ამ ტრანშით ევროკომისიის წლევანდელი საგანგებო დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკრაინას მთლიანობაში 18.1 მილიარდი ევროს სესხი მიეწოდა, დასრულდა. G7-ის სხვა ქვეყნებმა უკვე გამოყვეს დამატებით 12.8 მილიარდი ევრო, რის შედეგადაც ERA-ს საერთო ოდენობა 30.9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. როგორც G7-ის ქვეყნებიდან, ისე ევროკავშირიდან გამოყოფილი სესხები მომავალში დაფინანსდება ევროკავშირში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით — უკრაინის სესხების კოოპერაციის მექანიზმის საშუალებით.
ამასთან, "უკრაინის ფონდიდან" გამოყოფილი 1.8 მილიარდ ევროზე მეტი მხარდაჭერის მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამტკიცება, საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და იმ საკვანძო რეფორმების წინ წაწევაა, რომლებიც უკრაინის გეგმითაა განსაზღვრული. ეს ტრანში მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინამ წარმატებით შეასრულა ცხრა რეფორმული ნაბიჯი მიმდინარე ეტაპისთვის და ერთი დარჩენილი პირობა წინა ეტაპიდან — რაც ევროკომისიამ შეაფასა და საბჭომ 4 ნოემბერს დაამტკიცა.
ბოლო გადარიცხვებით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან, ევროკავშირის მხარდაჭერამ უკვე 187 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ცნობისთვის, ტრანში საერთაშორისო საობლიგაციო სესხის სერია და ნაწილი, რომელიც გამოშვებულია ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებისათვის ან სხვადასხვა ქვეყნის სასესხო ბაზრებზე სესხის განთავსებისათვის.
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
კომენტარები