როგორ ქრება საქართველოს ოცნება ევროკავშირზე — რიკარდ იოზვიაკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ფოტო: რადიო თავისუფლება
"რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა 19 ნოემბერს სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზეა. სტატიის სათაურის კონტექსტი ასეთია — როგორ ქრება საქართველოს ოცნება ევროკავშირზე.
იოზვიაკის სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მესიჯია. მათ შორის ის, რომ მმართველი პარტიის წევრების სანქცირებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არსებობს. ის წერს, რომ არა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან სანქციებს, არამედ ბულგარეთი და იტალიაც. მისი თქმით, "ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც განიხილებოდა, მაგრამ ბევრი, მათ შორის გერმანია, მოსახლეობის სამიზნეში ამოღების მომხრე არ არიან", — წერს იოზვიაკი.
რაც შეეხება არჩევნების გაყალბების ფაქტებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას, იოზვიაკი წერს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა საარჩევნო დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვონ, მაგრამ დათანხმდება ამას საქართველოს მთავრობა?
"ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დიდი ალბათობით შესაძლო საარჩევნო დარღვევების რაიმე ფორმით საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. მაგრამ ამასაც თავისი ხაფანგები გააჩნია. პირველ რიგში, დათანხმდება ამას საქართველოს მთავრობა? და გამოვა თუ არა ევროკავშირის გამოძიება რაიმეთი, რაც რადიკალურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაზეც ეუთო უკვე მუშაობს? და, როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა: არის თუ არა ახლა რეალურად იმის დრო, რომ ზოგადად დავიწყოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიის დასკვნების კითხვის ქვეშ დაყენება? შეთანხმება იყო, რომ ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დიპლომატებისგან შედგენილი ე.წ. "ტექნიკური მისია" გაგზავნილიყო", – წერს იოზვიაკი.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ევროკავშირს უხალისოდ, მაგრამ მოუწევს „ქართული ოცნების” მთავრობასთან ურთიერთობა, რადგან დიდი არჩევანი არ აქვს.
"საბოლოო ჯამში, ევროკავშირს (ალბათ უხალისოდ), მაგრამ მოუწევს „ქართული ოცნების” მთავრობასთან ურთიერთობა. ევროკავშირის ოფიციალური პირების თანახმად, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არსებობს შეგრძნება, რომ ქართული ოცნება არიან "საცეკვაო მოედანზე", ასე რომ ევროკავშირს რეალურად დიდი არჩევანი არ გააჩნია", — წერს იოზვიაკი.
იოზვიაკი იმასაც წერს, რომ არის ნიშნები, რომ საქართველოს საკითხი უკვე უკანა პლანზეა. მისი თქმით, ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამომავლო ხელმძღვანელის, კაია კალასის სამსაათიან მოსმენაზე საქართველო საერთოდ არ იყო ნახსენები. ევროკავშირის სამომავლო გაფართოების კომისარმა, მარტა კოსმა, ასევე არ ახსენა საქართველო თავისი მოსმენის შესავალ სიტყვაში, მაგრამ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის წევრმა დაუსვა კითხვა. კოსმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც შეჩერებულ იქნა, შესაძლოა განახლდეს, თუ მთავრობა ბოლო დროს მიღებულ საკამათო უცხო აგენტების კანონსა და ანტი-LGBT კანონს გააუქმებს.
"საბოლოო ჯამში, ევროკავშირს უხალისოდ, მაგრამ მოუწევს ქართული ოცნების მთავრობასთან ურთიერთობა. ევროკავშირის ოფიციალური პირების თანახმად, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არსებობს შეგრძნება, რომ ისინი [ქართული ოცნება] არიან საცეკვაო მოედანზე, ასე რომ ევროკავშირს რეალურად დიდი არჩევანი არ გააჩნია;
ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ უდავო დამადანაშაულებელი მტკიცებულება არ არსებობს, როდესაც საუბარია მასშტაბურ გაყალბებებზე. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა არჩევნებზე, მაგრამ ეს უჩვეულო პრეტენზია უფროა. (რამე უფრო რეალისტური, ალბათ, 40-სა და 50-ს პროცენტს შორის მხარდაჭერა იქნებოდა)," — წერს იოზვიაკი.
იოზვიაკის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშს შეიძლება სამი თვე დასჭირდეს, ბევრი არაფრის გაკეთება შეიძლება, გარდა ლოდინისა.
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უკვე შეჩერდა, და გაერთიანებასა და თბილისს შორის პოლიტიკური კონტაქტები უკვე დაქვეითდა. სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო და მთავრობისადმი პირდაპირი დახმარების 120 მილიონი ევრო გაყინული რჩება", — წერს იოზვიაკი.
სტატია მომზადდა ინტერპრესნიუსის თარგმანზე დაყრდნობით.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები