იმედგაცრუება, სტრესთან გამკლავება და გამხნევების მნიშვნელობა — ინტერვიუ ფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძესთან
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების აშკარა და უხეში გაყალბების შემდეგ იმ გადაღლილ ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას იმედოვნებდნენ, იმედგაცრუებისა და ტკივილის ძლიერი გრძნობები დაეუფლათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაბნეულობის დროს ამ ემოციების წარმოშობა ბუნებრივი რეაქციაა, მათ ჩვენს ფსიქიკაზე მძიმე დაღის დამჩნევა შეუძლიათ.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძესთან ინტერვიუში ვსაუბრობთ პოლიტიკურ ნიჰილიზმზე, აქტივიზმის სტრესზე, სასოწარკვეთასა და მისი დაძლევის გზებზე:
როგორ მოქმედებს პოლიტიკური იმედგაცრუება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც ცვლილებების იმედი ჰქონდათ?
— არსებობს ასეთი ტერმინი, "დასწავლილი უსუსურობა". როცა რამდენიმეჯერ იღებ იმ მძიმე გამოცდილებას, რომ შენს ქმედებას შედეგი არ მოჰყვება, იმედი თავისით გეწურება და ცვლილების გამოწვევის ნებისმიერ მცდელობას წყვეტ. ამ დროს კარგავ ანალიზის უნარს, ვერ ხვდები, რისი გაკეთება ღირს, რა იქნება შედეგიანი და რა — არა.
ამ ფენომენის შესწავლისას ექსპერიმენტი ძაღლებზე ჩატარდა. ძაღლების სამი ჯგუფი, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში იზრდებოდნენ, სივრცეში მოათავსეს, რომლის მეორე მხარეს აღმოსაჩენად მათ ბარიერი უნდა გადაელახათ. პირველ ჯგუფს არანაირი ზეწოლა არ ჰქონდა და ეს დაბრკოლება ყველა ძაღლმა მალევე გადალახა. მეორე ჯგუფის წევრებს კონკრეტულ ადგილებზე მოხვედრისას ელექტროშოკს ურტყამდნენ, ამიტომ მათ დაისწავლეს, რომ ბარიერი სხვა გზით უნდა გადაელახათ. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ამ ძაღლებს ელექტროშოკით ბევრ სხვადასხვა წერტილში სჯიდნენ, რამაც მათ მოტივაცია სრულად გაუნადგურა. შედეგად, ეს ძაღლები ბარიერის გადალახვას აღარც კი ცდილობდნენ, უბრალოდ ბედს ეგუებოდნენ და აღარ აინტერესებდათ, მეორე მხარეს რა ხდებოდა. ამ ექსპერიმენტში ყველაზე სევდიანი ისაა, რომ მესამე ჯგუფის ძაღლებმა რეალურად უარეს პირობებში დარჩენა ამჯობინეს შეუცნობელი მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმას...
დაახლოებით იგივე ხდება საზოგადოებაშიც. თუ "დასწავლილი უსუსურობის" პირობებში აღმოვჩნდებით, ცვლილებზე ფიქრის სურვილიც კი გვეკარგება. ცოტა ხნის განმავლობაში ეს ბუნებრივიცაა — სანამ ძალას მოვიკრებთ, უკონტროლობის, იმედგაცრუების, ძალაუფლების დაკარგვის განცდები გვეუფლება. ბარიერზე გადახტომის სურვილს ვკარგავთ და ერთ ადგილას ვიყუჟებით.
"ყველა ემოციას, რომელსაც განვიცდით, არსებობის უფლება უნდა მივცეთ ჩვენც და ჩვენს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმაც."
როგორ პასუხობს ჩვენი ფსიქიკა იმ განცდას, რომ ჩვენი აზრი და ხმა უმნიშვნელოა?
— პოლიტიკური არამდგრადობის დროს მუდმივად განვიცდით საფრთხის შეგრძნებას, თანაც ისეთი საფრთხისას, რომელიც გამოგონილი კი არა, სრულიად რეალურია. ამ დროს თავის ტვინში არსებული შფოთვის, შიშისა და ბრაზის ცენტრები მუდამ გააქტიურებულია, რადგან მათი ფუნქცია გადარჩენაში დახმარებაა. ამ ცენტრების აქტივაცია ძალიან მარტივად ხდება — ეს სხეულებრივი განცდები მცირე საფრთხის აღქმის დროსაც კი იჩენს თავს.
შფოთვა, რომელიც ასეთ დროს წარმოიშობა, მხოლოდ ზედმეტი ფიქრით არ გამოიხატება — ამ დროს გვიჩქარდება გულისცემა, არ გვყოფნის ჰაერი, ვერ ვიძინებთ ან პირიქით, ძალიან ბევრი გვძინავს, გვეკარგება მადა... შესაბამისად, ასეთ დროს მხოლოდ ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურად ვისტრესებით. ორგანიზმის მთელი ენერგია იმაზე იხარჯება, რომ გადავრჩეთ. ადამიანის ორგანიზმს გადარჩენის რეჟიმში ყოფნა მუდმივად, ერთი, ორი ან სამი წლის განმავლობაში არ შეუძლია. მითუმეტეს, თუ ადამიანი ბუნებით მიდრეკილია შფოთვისკენ, აგრესიისკენ ან შიშისკენ, მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობაა, მას ყველა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმდება.
"პოლიტიკური არამდგრადობის დროს მუდმივად განვიცდით საფრთხის შეგრძნებას, თანაც ისეთი საფრთხისას, რომელიც გამოგონილი კი არა, სრულიად რეალურია."
როგორ უნდა დავძლიოთ უიმედობა და ნიჰილიზმი, რომელიც ამ დროს გვეუფლება?
— ყველა ემოციას, რომელსაც განვიცდით, არსებობის უფლება უნდა მივცეთ ჩვენც და ჩვენს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმაც. ასეთ დროს განსაკუთრებით გვეხმარება მსგავსი ემოციური ფონის მქონე ადამიანებთან საუბარი და დარდის გაზიარება, რადგან ეს გრძნობები ფსიქიკიდან რომ გამოვუშვათ, ჯერ უნდა გავაანალიზოთ.
დიადი ფსიქოლოგის, ვიქტორ ფრანკლის წიგნია ადამიანი საზრისის ძიებაში, რომლის დაწერაც მან საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას განიზრახა. ფრანკლმა შეამჩნია, რომ ზოგი ადამიანი ბანაკებში მაშინვე იღუპებოდა, ზოგი კი გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოდა. მან ასეთ მძიმე პირობებში გადარჩენის თეორია, ერთგვარი "გადარჩენის რეცეპტი" შეიმუშავა. მისი დაკვირვებით, მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს სამი ფაქტორი:
1. უნდა ვაღიაროთ, რომ ტკივილი ცხოვრების ნაწილია. მას აქვს რაღაც დანიშნულება, რომელიც ჩვენზე, ინდივიდებზე, გაცილებით დიდია. შესაძლოა, ამ დანიშნულების მისახვედრად დიდი დრო დაგვჭირდეს. მნიშვნელობა, რომელიც ფრანკლმა თავის ტკივილში იპოვა, თავის გამოცდილებებზე წიგნის დაწერა იყო.
2. ვეძიოთ შვება შემოქმედებაში. ფრანკლის აზრით, კრიტიკულ პირობებში გამოსავალი რაიმეს შექმნაშია. მის შემთხვევაში ეს საკონცენტრაციო ბანაკებში ჩატარებული პოეზიის საღამოები იყო. ახლის შექმნა, იქნება ეს ნახატი თუ პროექტი, თვითდახმარების ჯგუფის ჩამოყალიბება თუ ფიქრების დაწერა, გვაძლევს საშუალებას შექმნათ ის, რისი რესურსიც გვაქვს. ეს თავდაჯერებულობის მოპოვებასა და გადარჩენაში გვეხმარება.
3. გვახსოვდეს, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრს ახლობლები აძლევენ. შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს, დაუჭირეთ მხარი ერთმანეთს და იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომელთათვისაც ღირს ბრძოლის გაგრძელება — ფრანკლი საკონცენტრაციო ბანაკში სწორედ ამ აზრმა გადაარჩინა.
როგორ უნდა შევინარჩუნოთ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოტივაცია ასეთ დროს?
— პირველ რიგში, კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რისი რესურსი გვაქვს, რისი გაკეთების ძალა შეგვწევს, გამოვკვეთოთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან თერაპევტთან ერთად. რა შეგვიძლია შევმატოთ საზოგადოებას? იმაზე მეტს ხომ არ ვცდილობთ, ვიდრე რისი რესურსიც მაქვს? — დაუსვით ეს კითხვები თქვენს თავებს. ყველა ადამიანს განსხვავებული ფსიქოლოგიური გამძლეობა აქვს, ამიტომ, თუ ვხვდებით, რომ მეტის უნარი არ გვაქვს და გადაწვის რისკი გვემუქრება, უნდა შევისვენოთ და პაუზა ავიღოთ.
"ბევრი ფიქრით შფოთვას ვერ დავძლევთ, ამიტომ ჯერ ფიზიკურად უნდა გაძლიერდეთ და სხეულს საბაზისო კომფორტი შევუქმნათ."
ებრძოლეთ რადიკალურ ფიქრებს. "წავალ და არასდროს ჩამოვალ", "აქაურობას აღარაფერი ეშველება" და მსგავსი აბსოლუტური აზრები ჩვენი ფსიქიკისთვის დამაზარალებელია. იფიქრეთ იმაზე, რომ ეს დრო შეგიძლიათ თაროზე შემოდებული, დავიწყებული გეგმების განსახორციელებლად გამოიყენოთ, განვითარდეთ — ეს ჩვენს ქვეყანას დაეხმარება. მიეცით თქვენს თავს დრო, რომ დაისვენოს, იზრუნეთ მასზე. საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ამის ძალა ყველას არ შესწევს და მათ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.
აქტივიზმი საქართველოში ძალიან სტრესულია, რაიმე ტექნიკას ხომ ვერ გვირჩევდით ამ სტრესთან გასამკლავებლად?
— თუ მიიღე ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელში ჩართვის გადაწყვეტილება, და იცი, რისი გაკეთება შეგიძლია, თვითზრუნვას დრო აუცილებლად უნდა დაუთმო. პირველ რიგში სხეულზე ზრუნვა დაიწყეთ. ბევრი ფიქრით შფოთვას ვერ დავძლევთ, ამიტომ ჯერ ფიზიკურად უნდა გაძლიერდეთ და სხეულს საბაზისო კომფორტი შევუქმნათ — გაიშალეთ მხრებში, მიიღეთ ხანგრძლივი შხაპი ან აბაზანა, ჭამეთ მაშინაც კი, როცა ეს წარმოუდგენლად გეჩვენებათ. დასხედით მზეზე და ისუნთქეთ. ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს ან თქვენს ცხოველებს. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ მართოთ ძილის რეჟიმი — ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ჩვევები გლობალურ პრობლემებს ვერ გადაგვიწყვეტს, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედიანად და ენერგიულად დაწყებაში დაგვეხმარება. მიეცით თქვენს სხეულს მოდუნების საშუალება — ამ დროს თავის ტვინში შფოთვისა და შიშის ჰორმონები აღარ გამოიყოფა და თვითგადარჩენაზე მზრუნველი თავის ტვინის უბნებიც ისვენებს.
როგორც უკვე ვახსენე, სტრესთან გამკლავებაში დიდ როლს ხელოვნების თერაპია ასრულებს. ძერწვის, ხატვის, წერის პროცესი განმკურნებელია. მესმის, რომ აქტივისტებისთვის რთულია ამისთვის დროის გამოყოფა, თუმცა ეს აქტივობები მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საჭიროებაა და უნდა დავაპრიოტეტოთ.
როგორ შეუძლიათ ინდივიდებს ერთმანეთის ემოციური გამხნევება და არის თუ არა ჯგუფური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი?
— ჯგუფური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრებთან შეკრება სტრესში მყოფი ადამიანებისთვის შესაძლებელია გადამრჩენელი ფაქტორიც კი გახდეს. რაც არ უნდა ინტროვერტები ვიყოთ, ერთი-ორი ადამიანი ყველას გვეგულება, რომლებიც გვაძლიერებენ და ასევე ვიცნობთ ისეთ ხალხს, ვისაც პირიქით — ჩვენგან ენერგია მიაქვს. ასეთ ხალხს მოერიდეთ, სანამ ენერგია ზღვრული რაოდენობით გაქვთ. არა უშავს, ეწყინოთ! როცა მხნეობას მოიკრებთ, მათთან ურთიერთობას შემდეგ აღადგენთ.
"მიეცით თქვენს სხეულს მოდუნების საშუალება — ამ დროს თავის ტვინში შფოთვისა და შიშის ჰორმონები აღარ გამოიყოფა და თვითგადარჩენაზე მზრუნველი თავის ტვინის უბნებიც ისვენებს."
შეგვიძლია თუ არა იმედგაცრუების კონსტრუქციულ ენერგიად გარდაქმნა?
— პირიქით, იმედგაცრუება ენერგიისგან გვცლის. ამ დროს რაც შეგვიძლია ვქნათ ისაა, რომ ჩვენივე იმედგაცრუებას არსებობის უფლება მივცეთ და გამოსავლის ძიება დავიწყოთ. თუ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა მოგვინდება, ესე იგი, იმედგაცრუება უკვე დაძლეულია. იმ შემთხვევაში, თუ სასოწარკვეთას დასასრული არ უჩანს, აუცილებლად უნდა მოითხოვოთ დახმარება მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტისგან.
რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ცვლილებების გამოწვევის პასუხისმგებლობას გრძნობენ?
— მაქსიმალურად კონკრეტულად მოიფიქრონ, რისი გაკეთება შეუძლიათ, დიადი გეგმების გარეშე, უახლოეს მომავალში. იმუშაონ იმ პატარა ცვლილებებზე, რომელთა ჯამიც უკეთეს საზოგადოებად გვაქცევს. იაზროვნონ "აქ და ახლა" პრინციპით.
მიუხედავად იმისა, რომ წინ მიმავალი გზა ბინდითაა მოცული, ქართველი ახალგაზრდების ძალა არასდროს ჩაქრება. იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ლიკა ბარაბაძე გვახსენებს, რომ გამძლეობა პრობლემებისთვის პირისპირ შეხედვისას გამომუშავდება და არა მათგან გაქცევისას. დროის, მხარდაჭერისა და თავდადების შედეგად, იარები იკურნება და ცვლილებებიც ხდება.
-
გადახედვაIvy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ
-
გადახედვაპაატა ლომაძე: ერთპარტიული მმართველობა, სასამართლოში პრობლემებია, ქუჩაში დემონსტრაციები ბრუტალური წესით ირბევა, ბანდფორმირებები დარბიან ქუჩაში, ყველაფერი არაევროპულია პაატა ლომაძე: ერთპარტიული მმართველობა, სასამართლოში პრობლემებია, ქუჩაში დემონსტრაციები ბრუტალური წესით ირბევა, ბანდფორმირებები დარბიან ქუჩაში, ყველაფერი არაევროპულია
-
გადახედვადონალდ ტრამპი: აშშ დარჩება ნატო-ში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან დონალდ ტრამპი: აშშ დარჩება ნატო-ში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან
-
გადახედვადონალდ ტრამპი უკრაინაზე: ამერიკა მათ დაეხმარა 350 მილიარდით, ხოლო ევროპა 100 მილიარდით, რატომ არ ვეხმარებით თანაბრად? დონალდ ტრამპი უკრაინაზე: ამერიკა მათ დაეხმარა 350 მილიარდით, ხოლო ევროპა 100 მილიარდით, რატომ არ ვეხმარებით თანაბრად?
-
გადახედვამიტროპოლიტი გრიგოლი: თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი ახალ-ახალი გამოვლინება, გვაბრუნებს ბნელ წარსულში მიტროპოლიტი გრიგოლი: თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი ახალ-ახალი გამოვლინება, გვაბრუნებს ბნელ წარსულში
-
გადახედვაპარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიისთვის საწინამძღვრო ჯვარი ქართველმა არტისტმა დაამზადა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიისთვის საწინამძღვრო ჯვარი ქართველმა არტისტმა დაამზადა
-
გადახედვასაია: ე.წ. ტიტუშკები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით, მათი თანხმობით მოქმედებენ საია: ე.წ. ტიტუშკები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით, მათი თანხმობით მოქმედებენ
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: "ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის კონცერტზე კიდევ ერთი ქართველი, ხატია ბუნიათიშვილი" სალომე ზურაბიშვილი: "ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის კონცერტზე კიდევ ერთი ქართველი, ხატია ბუნიათიშვილი"
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: მოვუწოდებ ბიზნესმენებს, კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ ამოუღიათ ხმა, აქ და ახლა წყდება ქვეყნის ბედი მამუკა ხაზარაძე: მოვუწოდებ ბიზნესმენებს, კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ ამოუღიათ ხმა, აქ და ახლა წყდება ქვეყნის ბედი
-
გადახედვააჭარა თაიმსი: ბათუმში, აქციაზე ერთი პირი დააკავეს აჭარა თაიმსი: ბათუმში, აქციაზე ერთი პირი დააკავეს
-
გადახედვათემურ ცინდელიანი: ბოლო დღეებში, მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს თემურ ცინდელიანი: ბოლო დღეებში, მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს
-
გადახედვაილია ღლონტი: დაიწყეს დარეკვები ისევ! იგივე რუსული სცენარია, რაც რუსული კანონის დროს –— რეკავენ და გემუქრებიან ილია ღლონტი: დაიწყეს დარეკვები ისევ! იგივე რუსული სცენარია, რაც რუსული კანონის დროს –— რეკავენ და გემუქრებიან
-
გადახედვავანო გომურაშვილი: დამირეკეს, მაგინეს, დამემუქრნენ, მითხრეს რომ მომაგნებდნენ და მაგრად მცემდნენ ვანო გომურაშვილი: დამირეკეს, მაგინეს, დამემუქრნენ, მითხრეს რომ მომაგნებდნენ და მაგრად მცემდნენ
-
გადახედვათბილისის მერია მომიტინგეებს: ნაძვის ხის მონტაჟი არ არის ბოლომდე დასრულებული — უსაფრთხოების მიზნით მასზე არ ახვიდეთ თბილისის მერია მომიტინგეებს: ნაძვის ხის მონტაჟი არ არის ბოლომდე დასრულებული — უსაფრთხოების მიზნით მასზე არ ახვიდეთ
-
გადახედვარუსული მედიები: ბაშარ ალ-ასადი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა რუსული მედიები: ბაშარ ალ-ასადი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა
-
გადახედვააჩი არველაძე: აქ დავდიოდი აპრილის დღეებში, და ყველაზე მეტი რაზეც ვბრაზდები, არ მეშინოდა არაფრის, მაგრამ ახლა მეშინია აჩი არველაძე: აქ დავდიოდი აპრილის დღეებში, და ყველაზე მეტი რაზეც ვბრაზდები, არ მეშინოდა არაფრის, მაგრამ ახლა მეშინია
-
გადახედვათათა თავდიშვილი: გამოიცანით, რა უნდა მექნა ისეთი,რომ ჩემს შესაჩერებლად ახლო დამიზნებით რეზინის ტყვია გამოეყენებინათ თათა თავდიშვილი: გამოიცანით, რა უნდა მექნა ისეთი,რომ ჩემს შესაჩერებლად ახლო დამიზნებით რეზინის ტყვია გამოეყენებინათ
-
გადახედვაალექსანდრე დარახველიძე: (მინდია გაბაძის ცემის ფაქტზე) პოლიციელს ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს ალექსანდრე დარახველიძე: (მინდია გაბაძის ცემის ფაქტზე) პოლიციელს ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული — გავრცელებული ცნობით, მას გამოკითხვაზე იბარებენ გიორგი ვაშაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული — გავრცელებული ცნობით, მას გამოკითხვაზე იბარებენ
-
გადახედვაბექა ყორშია 2 200-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს ბექა ყორშია 2 200-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს
-
გადახედვაემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს ელისეის სასახლეში უმასპინძლა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს ელისეის სასახლეში უმასპინძლა
კომენტარები