ბსუ-ს პროფესორის თქმით, ადმინისტრაციამ სალექციო კურსი განსხვავებული პოზიციის გამო გაუუქმა
სხვადასხვა სასწავლო კურსი გაუქმებულ იქნა პროგრამიდან და მათ შორის, ჩემი ორი სასწავლო კურსი ევროკავშირის შესახებ — სანაცვლოდ შექმნეს და დატოვეს ახალი კურსები ევროკავშირის შესახებ, რომელთა სწავლებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომლებიც მათთვის უფრო მისაღები იქნებიან — ამის შესახებ NEWS.On.ge-სთან პროფესორი, მალხაზ ნაკაშიძე საუბრობს.
პროფესორი მისი სასწავლო კურსების გაუქმებას რუსულ კანონთან და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მმართველი პარტიისგან განსხვავებულ პოზიციებს უკავშირებს.
"2020 წელს "ჟან მონეს" პროგრამაში, რომელიც პროფესორებისთვის ტარდება, გავიმარჯვე და მოვიპოვე ევროკავშირის დაფინანსება, პროექტი 3 წლიანია და ითვალისწინებს ახალი კურსების შექმნას, საზაფხულო სკოლების გახსნას და უამრავ სხვადასხვა ღონისძიებას. აი ამ პროგრამის ფარგლებში გავაკეთე სამი ახალი კურსი, ერთი — ბაკალავრიატის ნაწილში და ორი მაგისტრატურისთვის. გაუქმებულიდან ერთი არის "ევროკავშირში ადამიანის უფლებების დაცვა" და მეორე "ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი".
გასულ წელს არ ვიყავი საქართველოში, ისევ ევროკავშირის დაფინანსებით ერთი წლის განმავლობაში ვიყავი იტალიაში და როცა დავბრუნდი ბუნებრივია, მოვითხოვე საგნების დაბრუნება. ერთ-ერთ საგანზე რომელზეც თავიდანვე მითხრეს უარი, მიზეზით, რომ ეს საგანი იყო არჩევით და ჯერ სტუდენტებს არ ჰქონდა არჩეული. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არჩეული ჰქონდათ და ლექციებს სხვა ლექტორი კითხულობდა.
მეორე საგანი დამიბრუნეს, ვკითხულობდი დაახლოებით სამი კვირა და აღმოვაჩინე, რომ შემდეგ აღარ იყო პროგრამაში. ძალიან ბუნდოვნად მოხდა ამ საგნის გაუქმება, ადმინისტრაციაში მპასუხობდნენ, რომ მიზეზი არ იცოდნენ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იცოდნენ და აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კურსის გაუქმების შესახებ.
სანაცვლოდ შექმნეს და დატოვეს ახალი კურსები ევროკავშირის შესახებ, რომელთა სწავლებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომლებიც მათთვის უფრო მისაღები იქნებიან.". — თქვა ნაკაშიძემ, NEWS.On.ge-სთან საუბრისას.
ნაკაშიძის თქმით უნივერსიტეტის მხრიდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც უნივერსიტეტი მას ხელს უშლიდა.
"თავიდანვე იყო ამის შესახებ პრობლემები ადმინისტრაციის მხრიდან, არ უნდათ პროგრამაში შეტანა და სხვადასხვა მიზეზს იგონებდნენ. ერთ-ერთი ხელის შეშლა იყო უნივერსიტეტის პრესსამსახური უნივერსიტეტის კუთვნილ სოციალურ ქსელებში აქტივობების გავრცელებას მიზღუდავდა." — თქვა ნაკაშიძემ.
NEWS.On.ge საკითხის გასარკვევად უნივერსიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, მან დამატებით კომენტარზე უარი გვითხრა და გვთხოვა, Facebook-ზე გავრცელებული განცხადებით გვეხელმძღვანელა.
"არ შეესაბამება სინამდვილეს მალხაზ ნაკაშიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო პროგრამა თითქოს არ ითვალისწინებს (თითქოს გაუქმებულია) ევროკავშირის შესახებ სასწავლო კურსები. ბსუ-ს ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული, დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოსული, 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია შემდეგი სასწავლო კურსები: 1. ევროკავშირის პოლიტიკა და მართვა; 2. ევროკავშირი და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
და ბოლოს, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,"ევროკავშირის სამართლის" და
"ევროინტეგრაციის ისტორიის" სწავლებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ 2002 წელს, ბსუ-ს ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის ლექტორების მიერ იკითხებოდა როგორც ევროკავშირის სამართალი, ისე ევროპის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია. ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები "ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" და "ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი" ამჟამად გათვალისწინებულია ბსუ-ს "საერთაშორისო ურთიერთობების“, "ევროპისმცოდნეობის" და "სამართალმცოდნეობის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში, ძირითად და არჩევით სასწავლო კურსებად. ამჯერად, არაფერს ვამბობთ ბსუ-ში ყოველწლიურად მიმდინარე სხვა ათობით პროგრამაზე და პროექტზე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება და არც იმაზე, რომ საერთაშორისო პროგრამების მიხედვით ბსუ ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, რაც უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.
ამდენად, პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის მცდელობა დააკნინოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა როლი ევროპული ღირებულებების სწავლებაში, არსებითად უსაფუძვლო და უადგილოა." — ნათქვამია განცხადებაში.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა

კომენტარები