"უშვილო, კატების მოყვარული ქალი ვარ" — ანა კენდრიკი ხსნის, რატომ არ იყოლია შვილები
ფოტო: Shutterstock
ანა კენდრიკი კიდევ ერთხელ საუბრობს ღიად, რატომ გადაწყვიტა, შვილები არ ჰყოლოდა. ოსკარის ნომინანტ ამერიკელ მსახიობს საკუთარი არჩევანის მოტივი აქამდეც აუხსნია; დედობა საჩემო არ არისო, წერდა კენდრიკი 2016 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში Scrappy Little Nobody.
ამჯერად, მსახიობი საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ამერიკულ ვებგამოცემა Flow Space-თან ინტერვიუში. კენდრიკმა ხაზი გაუსვა, როგორი განსხვავებულია შვილების ყოლისადმი ქალებისა და კაცების პერსპექტივა.
"ამასწინათ ვფიქრობდი ფრაზაზე, რომელიც ხშირად გამიგია კაცებისგან, როცა ისინი მომავალში შვილების ყოლის სურვილზე საუბრობენ ხოლმე", — ჰყვება კენდრიკი, — "ჩემთვის გავიფიქრე, ქალისგან მსგავსი ნათქვამი არასდროს მსმენია-მეთქი. და აი, რას ამბობენ ხოლმე: ჰო, ერთ დღესაც... სახლში ბავშვები ირბენენო. არასდროს გამიგია, ეს ქალს ეთქვას. რადგან სულ სხვაგვარი სურათია, არა?".
მსახიობი თავადვე განმარტავს, რას გულისხმობს "სხვაგვარ სურათში".
"აი, შინ რომ ბრუნდები სამუშაო დღის ბოლოს, პორტფელს დადებ და კოქტეილს გაიკეთებ, ლორა ეშლის კაბაში გამოწყობილი ქალი კი ეზოში დგას და იქვე თეთრით შემოსილი ბავშვები დარბიან", — ჰყვება კენდრიკი და რიტორიკული შეკითხვით აგრძელებს, — "და თქვენ სად ხართ ამ სურათში, ბატონო?".
მსახიობი ამბობს, ეს ფრაზა ყოველთვის უსიამოვნოდ მხვდება ხოლმე ყურშიო. მისი აზრით, ეს ოჯახში მოვალეობების არათანაბრად განაწილების პრაქტიკასაც უსვამს ხაზს.
"დაახლოებით ის ამბავია, ქმრები რომ ამბობენ ხოლმე, ბავშვების გაზრდაში დახმარება გვსურსო. მაშინ, როცა ორივე მშობელი მუშაობს".
ინტერვიუში კენდრიკმა ასევე აღნიშნა, რომ ხშირად სურს, თავისი მოსაზრებები იმ მეგობრებს გაუზიაროს, რომლებიც დედები არიან, მაგრამ საუბარში ჩართვამდე ყოყმანობს.
"ყოველთვის მინდა, რაღაც ვთქვა, მაგრამ მერე ჩემთვის ვიტყვი ხოლმე, უშვილო, კატების მოყვარული ქალი ვარ-მეთქი და გავჩერდები".
მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ კატა მართლაც აიყვანა, რამაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ბავშვს ვინ მანდობს-მეთქი, ვფიქრობ ხოლმეო, ამბობს კენდრიკი.
- ყველას არ სურს დედობა — 12 გულწრფელი კომიქსი, თუ რატომაა ეს ნორმალური
- 10 ცნობილი ქალი განმარტავს, რატომ თქვა უარი შვილების გაჩენაზე
"უშვილო, კატების მოყვარული ქალი"
ფოტო: Sky TV
"უშვილო, კატების მოყვარულ ქალზე" ხაზგასმით ანა კენდრიკი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, ჯეიდი ვენსის, რამდენიმე წლის წინ გაკეთებულ სექსისტურ კომენტარს, ამერიკას უშვილო, კატების მოყვარული ქალები მართავენ, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ და ახლა სურთ, ქვეყანამაც იგივე ბედი გაიზიაროსო. ამ განცხადების საპასუხოდ, როცა პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს გამოუცხადა მხარდაჭერა, განცხადებას ხელი სწორედ "უშვილო, კატების მოყვარული ქალის" სახელით მოაწერა.
"უშვილო, კატების მოყვარული ქალების" სურათის დახატვა კი პატრიარქალური კულტურისთვის არახალია. შუა საუკუნეებში, მძვინვარე ქალთმოძულეობის ეპოქაში, კატები, ქალების მსგავსად, ბნელს ძალებს დაუკავშირეს: თითქოს, "კუდიანებად" შერაცხილ ქალებს კატებად გადაქცევა შეეძლოთ. ამ ცრურწმენის განმტკიცებას კათოლიკე ეკლესიამაც შეუწყო ხელი და როცა პაპმა გრიგოლ IX-მ შავი კატები ეშმაკთან კავშირში დაადანაშაულა, ევროპაში მასშტაბურად დაიწყეს ამ ცხოველების ხოცვა. აღსანიშნავია, რომ "კუდიანობაში" დადანაშაულებულ ადამიანებში ასევე ჭარბობდნენ ის ქალები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების სტილით დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგალითად, არ ჰყავდათ შვილი. ამდენად, ჯეიდი ვენსის თუ ილონ მასკის სექსისტური მსოფლმხედველობა სწორედ უძველესი მიზოგინიური წარმოდგენებით და პატრიარქალური კულტურითაა ნასაზრდოები.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები