ქუთაისში, ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის დროს ადგილზე ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.