გომელაური: მე ჩემი სამშობლოს გულიზე ვაკეთებ ყველაფერს — [სანქცირებული] ხარაზიშვილი? ის ჩვეულებრივ იღებს ხელფასს
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული უწყების თანამშრომლები — ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური ჩვეულებრივ იღებენ ხელფასს.
ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, როგორ იღებენ ხელფასს, როცა მათ ფინანსური სანქციები აქვთ დაწესებული.
"ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს [რომელი ბანკი ემსახურება]? არ ვიცი, მე არ ვარ ვალდებული, ყველა თანამშრომელზე ვიცოდე, რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური, თუ მინდა, ავიღებ ერთ ბანკში, თუ მინდა — მეორეში, თუ მინდა — მესამეში. არ ვიცი რომელ ბანკში იღებენ", — თქვა გომელაურმა.
ჟურნალისტმა მინისტრს ისიც ჰკითხა, ელოდა თუ არა თავად სანქცირებას შეერთებული შტატების მიერ. გომელაურმა უპასუხა, რომ ის ყველაფერს საქართველოსთვის აკეთებს და ამის გამო თუ დაასანქცირებენ, მას პრობლემა არ აქვს.
"მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, მე ჩემი სამშობლოს გულიზე ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის. იმედი მაქვს, შეცდომაა, გაირკვევა და მოიხსნება ეს ყველაფერი". — თქვა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური 2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო". მათთან ერთად სანქციების სიაში მოხვდნენ ულტრამემარჯვენე, პრორუსული პარტიის ალტ ინფოს ლიდერები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების გამოცხადებიდან მალევე გაავრცელა განცხადება, რომ ისინი იმავე პრინციპით იხელმძღვანელებდნენ სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც ეს აგრეთვე შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში გააკეთეს. ეს "შემთხვევა" კი "საგამონაკლისო ბრძანების" გავრცელებას გულისხმობს:
ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
ინფორმაციისთვის, საბანკო სამართლის სპეციალისტები "საგამონაკლისო წესის" ამოქმედებაში უდიდეს საფრთხეს ხედავენ, რადგან მსგავსი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ფინანსური სექტორის ერთგულებას საერთაშორისო სანქციათა რეჟიმის მიმართ, რაც აღნიშნულ სექტორს თავად უქმნის სანქცირების რისკს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები