30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება — 2.7314 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.52 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება — 3.0280 ლარი გახდა.

1.64 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი — 3.6380 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა — 7.99 თეთრი შეადგინა.