გაიცანით ჰიდრა, უკვდავი არსება, რომელშიც კიბო თაობიდან თაობას გადაეცემა
მიიჩნეოდა, რომ მედუზას მსგავს არსებას, სახელწოდებით ჰიდრას, ზედმეტი კვებისგან კლონირებულ შთამომავლობაზე გადამდები კიბო უვითარდებოდა.
მკვლევრებმა ეს ფენომენი კომპლექსურად შეისწავლეს და შედეგად გადამდებ კიბოზე მეტი შეიტყვეს.
სიმსივნე მრავალუჯრედიან სიცოცხლისთვის დამახასიათებელია, მაგრამ საბედნიეროდ მისი გადაცემის შემთხვევები ძალიან იშვიათია. ყველაზე ცნობილი ასეთი შემთხვევა ტასმანიურ ეშმაკებშია დაფიქსირებული.
კიბოს მსგავსად გადაცემის შესწავლა ევოლუციურმა ეკოლოგმა, სოფი ტისოტმა გადაწყვიტა. კვლევამ დაადასტურა, რომ მტკნარ წყალში მცხოვრებ ამ არსებას კიბო ჭარბი საკვების მიღების შედეგად უვითარდება.
ეს არსება გარკვეულწილად უკვდავად არის მიჩნეული, რადგან მრავლდება ასექსუალურად, საკუთარი თავის კლონირებით. შედეგად ჩნდება განცალკევებული ინდივიდები, მაგრამ გენეტიკურად იდენტურები.
ტისოტმა და მისმა კოლეგებმა კიბოს ლაბორატორიულ პირობებში გადაცემა კომპლექსურად შეისწავლეს.
"ჰიდრას გამოყენებით, რომელსაც კიბოს სპონტანური განვითარება ახასიათებს, ეს კვლევა გადამდები კიბოს ევოლუციის პირველ ექსპერიმენტულ დაკვირვებას წარმოადგენს", – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 50 ჰიდრა შეაგროვეს და ისინი ლაბორატორიულ პირობებში შეისწავლეს. სიმსივნის სწრაფად განსავითარებლად, მკვლევრები არსებებს საკვებს ჭარბად აწვდიდნენ.
მკვლევრები ჰიდრებს ხუთი თაობის განმავლობაში დააკვირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჰიდრა გენეტიკურად იდენტური იყო, კიბო იმას უვითარდებოდა, რომლის მშობელსაც თავად ჰქონდა ეს დაავადება.
ამ ყველაფრის საშუალებით მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ჰიდრებში კიბო მართლაც გადამდები იყო და გადაცემის სიჩქარე დროთა განმავლობაში უფრო იზრდებოდა.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები