ანა დოლიძე

ანა დოლიძე

19 Sep. 2024, 22:12

"გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა

გამიკვირდა გიორგი გახარიას პოსტი. მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი წარმართა მთლიანი კოალიციის სახელით, იმ მთავარი ამოცანის გათვალისწინებით, რაც არის ევროპული კურსის დაბრუნება და სახელმწიფოს განქოცება. ამ მიზნისთვის მან მნიშვნელოვანი პიროვნული ნაბიჯებიც გადადგა კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ და ეს ხაზგასასმელია. ამით მან ასევე საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პირობებში გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია.
ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს.

არქიფოს მართვის პრინციპებს სწორედ მრავალხმიანობის იდეით ვამარცხებთ.
ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ახლა ჩვენი კოალიციის დაზიანება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია და ამისთვის ჯაფას არ დაიზარებენ უსაფრთხოების სამსახურები.

რაც შეეხება გახარიას, მოხარული ვარ, რომ უკვე მომზადებულია საფუძველი მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული

საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარეჯთან და სხვა თემებთან დაკავშირებული კამპანიები,…