უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფოტო: pravda.com.ua
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის და კანადის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე.
"კანადა რჩება ერთგულ პარტნიორად ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში", — აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კანადა გააგრძელებს "უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას და ოპერაცია UNIFIER-ის [უკრაინის მხარდამჭერი საწვრთნელო მისია] მხარდაჭერას, რომელიც 2029 წლამდე გაგრძელდა".
კანადა ასევე გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა "საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაუდებელ საჭიროებას, უზრუნველყოფს სწავლებას, სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალასა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას".
"ორივე ქვეყანა გააღრმავებს თანამშრომლობას დაზვერვის, კიბერდაცვის, დრონების საწინააღმდეგო და ელექტრონული ჩახშობის სისტემების სფეროებში, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაში. კანადა გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების სისტემის შესაქმნელად, რათა რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მომავალი აგრესია თავიდან იქნეს აცილებული", — ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნები გააფართოებენ ვაჭრობასა და ინვესტიციებს მოდერნიზებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებას და უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო კაპიტალისა და რისკების შემცირებაზე იზრუნებენ.
ცალკე შეთანხმდნენ კანადა და უკრაინა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კრიტიკული სასარგებლო წიაღისეულის, მრეწველობისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის სფეროებში, ასევე განამტკიცებენ კავშირებს ინოვატორებსა და მკვლევრებს შორის ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, კოსმოსის, ბიოტექნოლოგიისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით.
ქვეყნები ასევე ითანამშრომლებენ შავ ზღვაში საიმედო და უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად, ასევე რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" საქმიანობის შეფერხებისა და შეკავების მიზნით.
გარდა ამისა, კანადამ აიღო ვალდებულება, შეინარჩუნოს და გაძლიეროს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები