მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
ფოტო: თეგეტა
მოგზაურობის სეზონზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში შორ მანძილზე გადაადგილება ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის ცვეთას აჩქარებს. შემოდგომა კი ის პერიოდია, როდესაც გზებზე მოძრაობა სულ უფრო ინტენსიური ხდება — სკოლა, სამსახური, გაძლიერებული მიმოსვლა და ქალაქში ხშირი გადაადგილება, რა დროსაც ავტომობილის საიმედოობა და გამართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სეზონის ცვლილებას მომზადებული შეხვდე — დეტალების შემოწმება და საჭირო შემთხვევაში შეცვლა აუცილებელია. თეგეტა მოტორსმა მძღოლებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, კამპანიის "მზად იყავი ცვლილებებისთვის — გაიარე მეტის" ფარგლებში, სექტემბერში სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.
კონსტანტინე ფაცაცია, თეგეტა მოტორსის პროდუქტების უფროსი ოფიცერი: "ზაფხული, როგორც წესი, მაღალი მობილობით გამოირჩევა – ავტომობილით უფრო ხშირად და შორ მანძილზე გადავადგილდებით, რაც მისი კომპონენტების ცვეთას ზრდის. ამიტომ ზაფხულის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და იმ კომპონენტების შემოწმება, რომლებმაც შესაძლოა ინტენსიური გამოყენების შედეგად რესურსი ამოწუროს. განსაკუთრებით საყურადღებოა სავალი ნაწილი, ძრავა და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები, რადგან სექტემბრიდან ყოველდღიურ რიტმში ვბრუნდებით და ამ ცვლილებას ავტომობილი მომზადებული უნდა შეხვდეს".
"მზად იყავი ცვლილებებისთვის — გაიარე მეტი" კამპანიის ფარგლებში, თეგეტა მოტორსმა სექტემბერში მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. მათ შორისაა ფასდაკლება საბურავებზე — კომპონენტებზე, რომელთა მდგომარეობა ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებაზე პირდაპირ აისახება. ვინაიდან საქართველოში სექტემბერი და ხშირად ოქტომბერიც ჯერ კიდევ თბილი პერიოდია, შემოდგომის დასაწყისში შესაძლოა ზაფხულის საბურავის შენარჩუნება, თუ ის კარგ მდგომარეობაშია. თუ ზაფხულის საბურავები სათანადო კონდიციაში აღარ არის, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს სეზონის ბოლო სპეციალურ ფასებს სთავაზობს.
30 სექტემბრის ჩათვლით ზაფხულის ჩინური საბურავები — 69 ლარიდან, ხოლო ბრიჯსტოუნის საბურავები — 149 ლარიდან.
ფოტო: თეგეტა
"თუ ზაფხულის საბურავები გაცვეთილი ან დაზიანებულია, მათი შეცვლა ახლა მომხმარებლისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. ამასთანავე, თუ მომხმარებელი შემოდგომაზე ზაფხულის საბურავებს შეცვლის და მოგვიანებით, ნოემბერში, ზამთრის საბურავებზე გადასვლას გადაწყვეტს, შენახვის საკითხიც მარტივად შეიძლება მოგვარდეს. „თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს საბურავების შენახვის მომსახურებასაც სთავაზობს. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ისინი კომპანიაში დატოვოს და შესაბამისი სეზონის დადგომისას ავტომობილზე კვლავ დააყენოს", — აღნიშნავს კონსტანტინე ფაცაცია.
სეზონის ცვლილებისას ყურადღება აკუმულატორის მდგომარეობასაც უნდა მიექცეს. ეს ის კომპონენტია, რომლის გაუმართაობამ შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვასთან დაკავშირებით პრობლემა მოულოდნელად შექმნას. ზაფხულის ცხელ პირობებში ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ აკუმულატორის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა აუცილებელია.
სექტემბერში თეგეტა მოტორსმა მომხმარებლებს სპეციალური ფასები აკუმულატორების შემთხვევაშიც მოუმზადა. მათ კომპანიის პარტნიორი პრემიუმ ბრენდების — VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ამასთანავე, სპეციალური ფასით აკუმულატორების შეძენა 109 ლარიდან არის შესაძლებელი.
მომხმარებლები ძველი აკუმულატორის ჩაბარებით დამატებითი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი აკუმულატორის ამპერაჟი ჩაბარებული აკუმულატორის ამპერაჟის ტოლი ან მეტი იყოს. ნებისმიერი აკუმულატორის შეძენისას მომხმარებელი განახლებულ საგარანტიო პირობებს მიიღებს.
ფოტო: თეგეტა
ავტომობილის რეგულარული მოვლისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰაერისა და სალონის ფილტრების მდგომარეობის შემოწმება. მაგალითად, ჰაერის ფილტრის მდგომარეობა საწვავის მოხმარებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. დაბინძურებულმა ან გაჭედილმა ფილტრმა შესაძლოა ჰაერის სათანადო ნაკადი შეზღუდოს, საწვავის მოხმარება გაზარდოს და ძრავის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიწვიოს. თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ჰაერისა და სალონის ფილტრის უფასოდ შეცვლის სერვისსაც სთავაზობს.
სექტემბერი კარგი პერიოდია ძრავის ზეთის მდგომარეობისა და მისი შეცვლის საჭიროების გადასამოწმებლადაც. ზაფხულის განმავლობაში ავტომობილის ინტენსიურმა გამოყენებამ და ხანგრძლივმა მგზავრობამ შესაძლოა, ძრავის ზეთისა და შესაბამისი ფილტრების მდგომარეობაზეც მოახდინოს გავლენა. მისი შემოწმება კი მძღოლს საშუალებას აძლევს, ავტომობილის მოვლა მწარმოებლის რეკომენდაციებისა და კონკრეტული მანქანის ექსპლუატაციის პირობების შესაბამისად დაგეგმოს.
"გაიარე მეტი" კამპანიის ფარგლებში, 30 სექტემბრამდე მომხმარებლებს რუხის, თელავისა და ახალციხის ფილიალებში სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ: SHELL-ის ძრავის ზეთებზე – 15%-იანი, ხოლო PETRONAS-ის ძრავის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ავტომობილის დროული შემოწმება საშუალებას გვაძლევს, მის ტექნიკურ მდგომარეობაში არსებული ცვლილებები ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ, საჭირო კომპონენტები პრობლემის წარმოშობამდე შევცვალოთ და გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეგეტა მოტორსის კამპანია "მზად იყავი ცვლილებებისთვის — გაიარე მეტი" — მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ავტომობილი საჭირო პროდუქტებითა და სერვისებით მოამზადოს და გამართულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მეტი გზა გაიაროს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
კომენტარები