მანკოფი: საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს
ფოტო: AP
ამერიკის ხმის ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან, ჯეფრი მანკოფთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე:
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ცოტა ხნის წინ საქართველოში, ესტონეთსა და მონტენეგროში იმოგზაურა. თქვენი აზრით, რა იყო მისი უმთავრესი გზავნილი საქართველოში?
ჩემი აზრით, ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივან მატისთან ერთად, უმთავრესი პირი ხდება, ვინც ევროპის აღმოსავლეთში მოკავშირეების დამშვიდებას ცდილობს. ხსენებული ვიზიტისას მისი მთავარი ამოცანა იყო, დაერწმუნებინა საქართველო, ესტონეთი და მონტენეგრო, რომ აშშ მათ მხარს უჭერს და მზადაა, ამ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევაში დაეხმაროს. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა წონა აქვს მაიკ პენსის, ან სხვათა ხმას მაშინ, როცა აშშ-ს აღმოსავლეთი ევროპის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს არც მე და ალბათ არც სხვებს. მიუხედვად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები იმედისმოცემია, სანამ პრეზიდენტიც იმავეს არ იტყვის, ბუნებრივია, იარსებებს გარკვეული მღელვარება რეგიონის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის საკითხზე თავად ამ ქვეყნებში.
როგორ იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები სამხრეთ კავკასიაზე?
მიმაჩნია, რომ სანქციების ამოქმედებაზე რუსეთი ამერიკას ორმხრივ ფორმატში უპასუხებს, განსაკუთრებით კი იქიდან გამომდინარე, რომ კრემლში ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მოლოდინი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების, ყველაფერი სხვა, კი რაც ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ესკალაციას წააგავს-ამ ურთიერთობების დალაგებას გაართულებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვი სადმე, მაგალითად სამხრეთ კავკასიაში, მოქმედებისაგან თავს შეიკავებს, თუმცა ამგვარი ქმედება მაინც და მაინც ვაშინგტონის გადაწყვეტილებებით განპირობებული არ იქნება.
მომდევნო სამშაბათს პრეზიდენტი პუტინი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. რაზე მეტყველებს მისი ეს ნაბიჯი? ზოგადად, როგორ აფასებთ რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?
პუტინის ვიზიტი ბოლო წლების რუსული ქმედებების გაგრძელებაა. კრემლს აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნება აინტერესებს. სამხრეთ ოსეთში ეს პროცესი უფრო შორს არის წასული, აფხაზეთში კრემლისთვის შედარებით რთულია წნეხის შენარჩუნება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ყირიმის მსგავსი პირდაპირი ანექსია-ის, რამაც მოსკოვს სანქციები მოუტანა- კრემლს გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთზე პირდაპირი გავლენის და დე-ფაქტო კონტროლის შენარჩუნება სურს.
რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საზღვრების რეგულარული დემარკაცია არის თუ არა, თქვენი აზრით, მცოცავი ოკუპაცია?
ნამდვილად. საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს და მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს კვო საბოლოო არ არის და რომ გრძელვადიან შედეგს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები განსაზღვრავს.
8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომიდან ცხრა წელი სრულდება. თქვენი აზრით, რა უნდა ექნათ შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მაშინ, რათა რუსეთი უკრაინაში აღარ შეჭრილიყო? ან როგორ უნდა დაეხმაროს ის საქართველოს რუსული აგრესიის დასრულებაში?
2008 წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოქმედებები მკაცრად დაგმო, მაგრამ აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ვფიქრობ, აშშ-ს დიდი არჩევანი არც ჰქონდა. რუსეთმა ომი ძალიან სწრაფად, ხუთ დღეში დაამთავრა. ბევრი კრიტიკა ისმოდა ბუშისა და ობამას ადმინისტრაციათა მიმართ, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას შეეცადნენ ისე, რომ საქართველოში განვითარებული მდგომარეობა არ გაითვალისწინეს. მაგრამ მე მათ არ ვამტყუვნებ, რადგან ბევრი არჩევანი არც ჰქონდათ. რუსეთმა კი, ნახა რა, რომ საქართველოსთან ომისთვის სანქციები არ დაუწესდა, უკრაინაში უფრო მასშტაბური ოპერაცია წამოიწყო. საბოლოოდ, სწორედ უკრაინის კონფლიქტმა შეცვალა აშშ-რუსეთისა და ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები ისე, როგორც ეს საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ვერ მოხდა.
რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, რა არგუმენტები გაქვთ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების სასარგებლოდ, ან მის წინააღმდეგ?
არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა მესმის რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველოსთვის იარაღის მიწოდება ზოგადი პოლიტიკისა და გათვლების ნაწილი უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის კონგრესმა განაახლა მსჯელობა უკრაინისთვის მომაკვდინებელი თავდაცვითი იარაღის მიწოდების თემაზე. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კონფლიქტის დაბალ ინტენსივობას, უკრაინის იარაღით აღჭურვა გადამწყვეტ შედეგს ვერ მოგვცემს. თუმცა კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში ეს ვარიანტი უნდა განვიხილოთ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.
როგორ აფასებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს?
ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც ევროპაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს შეეფერება. ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილია. საქართველოს მთავრობა ევროპასთან დასაახლოებლად რეფორმებს განაგრძობს. ამავე დროს, ბრიუსელში ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული ენთუზიაზმი განელებულია. ეს ის რეალობაა, რომლისთვის თვალის გასწორება საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებს კიდევ კარგა ხანს მოუწევთ.
-
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
-
Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები
გადახედვა
-
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
გადახედვა
-
გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა
-
NATO-ს ანგარიში: რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის NATO-ს ანგარიში: რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის
გადახედვა
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წიაღისეულის უკანონო მოპოვების და მიწების მითვისებისთვის 30 პირი დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წიაღისეულის უკანონო მოპოვების და მიწების მითვისებისთვის 30 პირი დააკავა
გადახედვა
-
მგზავრობისას ფანჯარაში ყურების მაგია მგზავრობისას ფანჯარაში ყურების მაგია
-
NATO-ს ანგარიში: NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტები გადაფასდა პრიორიტეტების მიხედვით NATO-ს ანგარიში: NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტები გადაფასდა პრიორიტეტების მიხედვით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
-
ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი მთავარეპისკოპოსი გახდა ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი მთავარეპისკოპოსი გახდა
გადახედვა
-
საგაზაფხულო შეთავაზებები სითი მოლში საგაზაფხულო შეთავაზებები სითი მოლში
-
რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "რუსთავი 2" არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება "ჯორჯიან მანგანეზისაგან" ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით რომან გოცირიძე: "რუსთავი 2" არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება "ჯორჯიან მანგანეზისაგან" ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო
-
პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა
გადახედვა
-
ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა — კახა კალაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა — კახა კალაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
გადახედვა
-
ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები) ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)
გადახედვა
-
თამარ ბაგრატიონი: "ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს" თამარ ბაგრატიონი: "ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს"
გადახედვა
-
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
კომენტარები