ილონ მასკის კომპანია Neuralink რობოტის მკლავის გამოცდას იწყებს, რომლის გაკონტროლებაც პარალიზებულ ადამიანებს მხოლოდ ფიქრით შეეძლებათ.

კვლევები პირველ ფაზაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი მალე ჯერ კიდევ არ იქნება. მას შემდეგ რაც ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახდება, ადამიანებს ტვინის იმპლანტით მკლავის გაკონტროლება შეეძლებათ.

"ეს პარალიზებულ ადამიანებს ფიზიკურად უფრო ფუნქციურს გახდის. დღეს ტვინის იმპლანტით შეგიძლიათ დაიმორჩილოთ კომპიუტერის კურსორი, ხვალ მსგავსი მკლავით შეგეძლებათ გადააადგილოთ ნივთები", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, Neuralink-ს ამ მომენტისთვის უკვე ორი პაციენტი ჰყავს. მათ ტვინის იმპლანტით კომპიუტერული თამაშების თამაში და სხვა დავალებების შესრულება შეუძლიათ.

ასევე: Neuralink-ის მეორე პაციენტი Counter-Strike-ს "ტელეპათიურად" თამაშობს

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.