ინფოგრაფიკა: 7 რისკი, რომლებსაც ბავშვის აუცრელობა ქმნის
ბავშვების აცრა ყველა მშობლისათვის მნიშვნელოვანი საკითხია, იმის მიუხედავად, თუ როგორ არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ. ადამიანები, რომელთაც შვილის აცრა არ სურთ, ამას ხშირად ვაქცინებისადმი უნდობლობით და იმით ასაბუთებენ, რომ "აცრის გარეშეც კარგად იქნებიან".
თავისთავად, შეიძლება ასეც მოხდეს, თუმცა ისტორია და სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყველა აუცრელ ადამიანს ნამდვილად არ უმართლებს — აცრების ეფექტიანობა სიხშირეების განსხვავებაში მდგომარეობს. მაგალითად, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით აუცრელი ადამიანები იმაზე 10-ჯერ ხშირად იხოცებოდნენ, ვიდრე აცრილები. თავისთავად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აცრილები არ იხოცებოდნენ ან აუცრელები არ რჩებოდნენ ცოცხლები.
The Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში გლობალურმა ვაქცინაციამ დაახლოებით 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეს იგივეა, რომ ყოველ წუთში 6 ადამიანი გადაარჩინოთ. ამ რიცხვიდან გადარჩენილთა უმეტესობა, 101 მილიონი ადამიანი, ჩვილი იყო.
ვაქცინაციის წყალობით არაერთი დაავადების პრევენცია შევძელით და ზოგიერთი მათგანი სულაც წარსულს ჩავაბარეთ. მეორე მხრივ, თუკი ბავშვების ვაქცინაციას არ განვაგრძობთ, საზოგადოებასა და თავად არაერთი რისკი შეექმნება. არსებობს იმის რისკიც, რომ არაერთი მივიწყებული დაავადება დაბრუნდეს.
მოდით, UNICEF-ზე დაყრდნობით ამ რისკებს უფრო დეტალურად გავეცნოთ:
კომენტარები