2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
ფოტო: Kreston.ge
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის ივლისის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
ცვლილებები საქართველოს კანონში
- ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანით
2024 წლის 12 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომში, “სსკ“), რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 მაისიდან. ცვლილების განხორციელება განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რის შედეგადაც შეიცვალა სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა და საპენსიო სააგენტოს დასახელება შეიცვალა სახელწოდებით „საპენსიო ფონდი“.
ცვლილების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ რედაქციასთან, კერძოდ კი, სსკ-ში საპენსიო სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა საპენსიო ფონდის სახელით და ამასთან დაკავშირებით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 39-ე, 154-ე და 238-ე მუხლები.
ანალოგიურად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2024 წლის 12 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 მაისიდან. ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2298-ე და 239-ე მუხლები და საპენსიო სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა სახელწოდებით „საპენსიო ფონდი“.
გარდა ამისა, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სანქციები დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ კი, ცვლილებამდე არსებული რედაქციით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის პირველ შემთხვევაზე გათვალისწინებული იყო გაფრთხილება, ხოლო იგივე ქმედებაზე, ჩადენილი განმეორებით _ 500 ლარით დაჯარიმება. ახალი რედაქციით კი აღნიშნული შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა ვალდებულებების დარღვევა, გამოიწვევს ზოგად წესით დაჯარიმებას, რაც გულისხმობს:
- დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
- იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 1’000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაქმებული, რომლის ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას, ხელფასის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაბეგრი ხელფასის 4%-ის ოდენობით, ხოლო ამ დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გადახდისას მას აუნაზღაუროს საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6225535?publication=0
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6225890?publication=0
- უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობის დაბეგვრა
2024 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნული ცვლილება, გამოწვეული იყო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით და ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობას.
განისაზღვრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი, კერძოდ:
- საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლს დაემატა 71 ნაწილი, ხოლო 81-ე მუხლს 32 ნაწილი, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
ასეთი ფორმით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით.
ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგება და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.
- საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლს დაემატა 93 ნაწილი, ხოლო 98-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომელთა მიხედვითაც პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
დასაბეგრი მოგება აღნიშნული საქმიანობის ნაწილში იბეგრება 5%-ით.
ზემოაღნიშნული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6206774?publication=0
ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
- ცვლილება აქციზის დეკლარაციაში
2024 წლის 4 ივლისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. კერძოდ კი, ინსტრუქციის დანართი №IV-01-ის, აქციზის დეკლარაციის, განაყოფი V და განაყოფი VI ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
ცვლილების შედეგად, მითითებულ განაყოფებში სეს ესნ-ის კოდი „3824 90 980 01“ შეიცვალა სეს ესნ-ის ახალი კოდებით „2404 12 000 00 და 2404 19 900 00“. ცვლილება გამოწვეულია, 2024 წელს დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) ახალი რედაქციით, შინაარსობრივად კი დეკლარაციის აღნიშნულ განაყოფებში მითითებული ძველიც და ახალი კოდებიც ეხება ნიკოტინის და თამბაქოს შემცვლელების პროდუქტებს.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6213596?publication=0
ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში
- საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის განსაზღვრა
2024 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანებაში „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე. ცვლილების შედეგად მეთოდურ მითითებას დაემატა ახალი 9¹ მუხლი და მის საფუძველზე განიმარტა, სსკ-ის 309-ე გარდამავალი დებულებების მუხლის 37-ე ნაწილით განსაზღვრული, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესი.
როგორც მოგეხსნებათ, 2024 წლის 5 ივნისიდან სსკ-ის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადის თანხა და ჯარიმა) და მასზე დარიცხული საურავი. სწორედ ამ ჩანაწერის შესაბამისად შემუშავდა დავალიანების ჩამოწერის წესი.
ასევე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება შესაძლებელია ჩამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 681 მუხლის შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:
ა) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე;
ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) გადასახადის გადამხდელის მომართვის გარეშე (პროგრამულად ან/და ინდივიდუალური შესწავლის გზით).
მეთოდური მითითების ახალი მუხლით დეტალურად განისაზღვრა ის წესები და პირობები, რის მიხედვითაც ჩამოეწერება ფიზიკურ პირს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. მათ შორის, აღნიშნული ბრძანების ახალი 9¹ მუხლით განისაზღვრა შემდეგი:
- 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას დაექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავით.
- გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები, გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა, არ დაექვემდებარება ჩამოწერას.
- იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის 1 იანვრამდე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება კვლავ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად.
დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება.
მეთოდურ მითითებაში ასევე დამატებულია მაგალითები, რაც დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე.
ცვლილება ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6209236?publication=0
-
კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს
გადახედვა
-
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
-
On.ge-ის ქვიზები და კროსვორდები მათთვის, ვინც ქართული გამოთქმები ხუთი თითივით იცის On.ge-ის ქვიზები და კროსვორდები მათთვის, ვინც ქართული გამოთქმები ხუთი თითივით იცის
გადახედვა
-
საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე
გადახედვა
-
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს
გადახედვა
-
SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება
გადახედვა
-
25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი? 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?
გადახედვა
-
მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში
გადახედვა
-
სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
გადახედვა
-
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
გადახედვა
-
Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს" Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს"
გადახედვა
-
ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს" რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს" ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს"
გადახედვა
-
ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს
-
ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს
გადახედვა
კომენტარები