ისტორიაში პირველად, ექიმებმა ფილტვის კიბოს ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს
ვაქცინის კლინიკური კვლევა ერთდროულად შვიდ ქვეყანაში ტარდება.
ექიმებმა მსოფლიოში პირველი mRNA ფილტვის კიბოს ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. ამ ვაქცინას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მას უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური დაავადება და მისი მიზეზებით წელიწადში დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი კვდება.
და, აი, ახლა მკვლევრები ახალ ვაქცინას ცდიან, რომელიც ორგანიზმს კიბოს უჯრედების დაფიქსირებასა და მის განადგურებაში ეხმარება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ პროცედურის შემდეგ დაავადების დაბრუნების პრევენციაც ხდება.
ვაქცინა, სახელად BNT116, BioNTech-ის მიერ არის შემუშავებული და ის ფილტვის კიბოებს შორის ყველაზე გავრცელებულ, არაწვრილუჯრედოვან კიბოს (NSCLC) ანადგურებს.
პირველი ფაზის კლინიკური კვლევა 34 კვლევით ლოკაციაზე ტარდება. ეს ადგილები შვიდ ქვეყანაშია გადანაწილებული. ესენია აშშ, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი და თურქეთი.
პირველმა პაციენტმა ვაქცინა სამშაბათს დიდ ბრიტანეთში უკვე მიიღო. მთლიანობაში, ვაქცინას 130 პაციენტი მიიღებს.
ვაქცინა იყენებს მესენჯერ რნმ-ს (mRNA), Covid-19-ის ვაქცინების მსგავსს და მუშაობს იმუნური სისტემის გაძლიერების პრინციპით.
"ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ, რომელშიც პაციენტებს mRNA-ზე დაფუძნებულ ვაქცინებით გადავარჩენთ. ეს ფილტვის კიბოს დამარცხებაში უნდა დაგვეხმაროს და ახლა ჩვენ ამისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ", — თქვა პროფესორმა სიო მინგ ლიმ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარმა.
კომენტარები