იმან ხალიფის სარჩელში ილონ მასკი და ჯოან როულინგი არიან მოხსენიებულნი
ფოტო: Richard Pelham / Getty Images
ალჟირელმა მოკრივემ და უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იმან ხალიფმა, საფრანგეთის სასამართლოში სარჩელი წარადგინა, რომლითაც იგი შესაძლო კიბერბულინგის შემთხვევების გამოძიებას ითხოვს. ხალიფის ადვოკატის, ნაბილ ბუდის თქმით, სარჩელში ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი და ამერიკელი ტექმაგნატი ილონ მასკიც არიან მოხსენიებულნი.
პარიზის პროკურატურის ონლაინსიძულვილთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ ხალიფის წარდგენილი სარჩელის საფუძველზე კიბერშევიწროების შემთხვევების გამოძიება დაიწყო. ცენტრი აზუსტებს, რომ გამოძიება "გენდერული ნიშნით საჯარო შეურაცხყოფის, დისკრიმინაციის გაღვივებისა და წარმომავლობის გამო თავდასხმის" საქმეზე მიმდინარეობს.
იმან ხალიფი პარიზის წლევანდელი ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მონაწილე იყო. მას შემდეგ, რაც ქალების კრივში, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ხალიფთან დაპირისპირებული იტალიელი მეტოქე 46 წამში დანებდა, ინტერნეტი მოიცვა ცრუ ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ალჟირელი მოკრივე ტრანსგენდერი ქალი იყო. ამ ცნობის გავრცელებას სოციალურ ქსელში ხელი შეუწყვეს როულინგმა და მასკმაც, ასევე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ხალიფის სარჩელი X-ის (ყოფილი ტვიტერის) წინააღმდეგ არის წარდგენილი. ადვოკატის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ გამოძიება, სარჩელში დასახელებულ პირებთან ერთად, ყველა დანარჩენ ადამიანსაც შეეხება, მათ შორის, ანონიმური ანგარიშების მფლობელებს. ამასთან, მართალია, სარჩელი საფრანგეთშია წარდგენილი, მაგრამ ის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ პირებსაც უკავშირდება, ამდენად, პარიზის პროკურატურას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა მოითხოვოს.
ბუდი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა კიბერბულინგის საქმეებს ბოლო პერიოდში უფრო სერიოზულად ეკიდება და ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავედ ცნობილ პირს თავისუფლების აღკვეთაც მიესჯება.
ფოტო: John Locher / AP Photo
რაც შეეხება ხალიფს, მართალია, ალჟირელმა მოკრივემ ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო, მაგრამ მისი მწვრთნელი, პედრო დიასი, აღნიშნავს, რომ იმანზე და მის გარშემომყოფებზე "ძალიან იმოქმედა" შექმნილმა სიტუაციამ. მწვრთნელი იხსენებს, რომ სპორტსმენს ურჩია, სოციალურ ქსელებში საერთოდ აღარ შესულიყო, რათა მიზანზე კონცენტრაცია არ დაეკარგა.
"იგი ძალიან ჭკვიანი და მოტივირებულია", — აღნიშნავს დიასი, — "მისი ოქროს მედალი ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა".
იმან ხალიფის საქმე კი წლევანდელი ოლიმპიადის ერთადერთი დრამა როდია, რომელიც სასამართლომდე მივიდა. პროკურატურა ასევე აწარმოებს გამოძიებას პარიზი 2024-ის გახსნის ცერემონიის რეჟისორის, ტომა ჟოლის, და ღონისძიების მონაწილის, ბარბარა ბუჩის, სარჩელებზე. ორივე მათგანმა სასამართლოს კიბერბულინგისა და მუქარების მიღების გამო მიმართა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები