"განათლება, სპორტი, ჩვენი უფლებები" — ავღანელი ქალი სპრინტერის გზავნილი ოლიმპიადიდან
ფოტო: Alina Smutko / Reuters
ავღანელ ქალ სპრინტერს, კიმია იუსოფის, წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში გამარჯვებამდე 2 წამი დააკლდა. თუმცა, იუსოფიმ, რომელიც ავღანეთის ოლიმპიური ნაკრების ექვსი წევრიდან ერთ-ერთია, ეს მომენტი თავისი სათქმელის გახმოვანებისთვის გამოიყენა.
"განათლება, სპორტი, ჩვენი უფლებები", — იუსოფიმ ფინიშის ხაზთან ფურცელი გაშალა ავღანეთის დროშის ფერებში დაწერილი ამ სიტყვებით.
"ავღანელი გოგოებისთვის სათქმელი მაქვს", — განაცხადა 28 წლის სპრინტერმა, — "არ დანებდეთ. უფლება არ მისცეთ სხვებს, თქვენ მაგივრად გადაწყვიტონ. უბრალოდ, ეძებეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობა".
ფოტო: Tom Jenkins / The Guardian
თალიბანის წინა მმართველობის დროს ირანში გადახვეწილი მშობლების ოჯახში დაბადებული კიმია იუსოფი სამშობლოს 2016 წელს დაუბრუნდა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარსადგენად. სპრინტერი ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისი ქვეყნის ნაკრების მედროშეც იყო. თუმცა, 2021 წელს, როცა თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა, იუსოფიმ ავღანეთი დატოვა და ირანში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის ოლიმპიური კომიტეტიც ქვეყნის გარეთ მუშაობს, თალიბანის წარმომადგენლებს კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ჩასვლა აუკრძალა.
"მინდა, ავღანელი ხალხი წარმოვადგინო ამ დროშით, ჩვენი კულტურით. ავღანეთში გოგოებს, ჩვენს ქალებს უნდათ საბაზისო უფლებები, განათლება და სპორტი", — აღნიშნა იუსოფიმ, — "მე ვიბრძვი ქვეყნისთვის, რომელიც ტერორისტების ხელში აღმოჩნდა. ისინი რომ თქვენთან შემოიჭრან, ეტყვით, გაეთრიე, ეს ჩემი სახლიაო. ახლა წარმოიდგინეთ, მე როგორ ვგრძნობ თავს. მათ ჩემი სახლი წამართვეს. ავღანეთში მათ მთავრობად არავინ თვლის. არავინ. მათ ლაპარაკის უფლება არ აქვთ. მე მაქვს".
თალიბანმა, ნაციონალისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობამ, რომელსაც არაერთი ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, 2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან დღემდე არაერთი დისკრიმინაციული ზომა მიიღო, დიდწილად, ქალების წინააღმდეგ. 2022 წელს მათ ავღანელ ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა აუკრძალეს, მოგვიანებით შეუზღუდეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლებაც. ამასთან, ავღანელ ქალებს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში აქვთ საჯარო სკვერების მონახულების შესაძლებლობა, ხოლო გრძელ გზაზე "მეურვე კაცის" გარეშე გადაადგილება საერთოდ ეკრძალებათ. გასულ წელს თალიბანის ბრძანებით ქვეყანაში სილამაზის სალონებიც დაიხურა.
გაეროს წინა თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თალიბანის ეგრეთ წოდებული მორალის პოლიცია მიზანში იღებს ქალებსა და გოგოებს, რითაც ქვეყანაში "შიშისა და მუქარის კლიმატს" ქმნის.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები