საოცარია, მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის
"მელკერსონებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ სალტკროკაზე მათმა პირველმა ზაფხულმა გაირბინა და შინ დაბრუნების დრო დადგა..."
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
აგვისტოს ერთ მშვენიერ საღამოს, როცა ღია ფანჯარას გახედავ, აღმოაჩენ რომ დღე შემოკლებულა. თანაც, ნელ-ნელა კი არა, ასე, ერთბაშად — თითქოს, გუშინ ამ დროს ჯერ კიდევ მზე ჩახჩახებდა, ახლა კი, კარგა ხანია, ჰორიზონტს მიღმა ჩამალულა. ეს ან სხვა მსგავსი უცაბედი აღმოჩენა გაუწყებს, რომ ზაფხული იწურება. შეიძლება ჭრიჭინობელებს ისევ მიჰქონდეთ ყურთასმენა, შეიძლება ღამეებიც კვლავინდებურად ცხელი იყოს, მაგრამ მონაბერი ნიავის სურნელიც კი გაგრძნობინებს, რომ შემოდგომა უკვე ახლოსაა. აი, მერე კი იწყებ ფიქრს, რა მალე გაირბინა სამმა თვემ...
ზაფხული, ვიტორიო ჯარდინო (1946)
ზაფხულის დასასრული ყოველთვის სევდიანია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. თან, იმის მიუხედავად, რომ ეს ჩემი საყვარელი სეზონი არცაა. მეტიც, ხშირად ვამბობდი, რომ ზაფხული მთელი გულით მძულდა.
წლის ყველაზე საშინელი სეზონია-მეთქი, ორი წლის წინ ზუსტად ამ სიტყვებით დავიწყე წერა სტატიისა, სადაც რჩევებს გთავაზობდი, როგორ გადაურჩე ზაფხულს. იმ სტატიიდანაც მიხვდებოდი, რომ ზაფხულის ასეთი სიძულვილის მიზეზი უმთავრესად ქალაქის აუტანელი სიცხე იყო. ბოლო ორ წელში კი ეს გარემოება დიდად არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზაფხულისადმი. ეს იმ უცნობი ადამიანის დამსახურებაა, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი და რომლის სახელიც კი აღარ მახსოვს. ქუჩაში გამვლელს ეკითხებოდნენ, რომელი სეზონი გიყვართო. უპასუხა, სიყვარულით შემოდგომა მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, ყველა სეზონის კარგი მხარე დავინახო, მასზე ვკონცენტრირდე და საყვარელი სეზონის ლოდინის ნაცვლად აწმყოთი დავტკბე ხოლმეო. ამან დამაფიქრა, რა მიმაჩნდა ზაფხულის "კარგ მხარედ" და გონებაში სიის ჩამოწერა რომ დავიწყე, ჩამონათვალი საეჭვოდ გამიგრძელდა. გამახსენდა ზაფხულები ბავშვობაში, სოფელში, მთელი დღე დაუღალავად თამაში, ქოხების აგება, შებინდებულებზე ციცინათელების დევნა და მუჭში ფაქიზად მომწყვდევა, საღამო ხანს კოცონზე სიმინდების (ჟანრის კანონით, მოპარულის) შეწვა, უთავბოლო ლაპარაკსა და ისტორიების მოყოლაში გაყვანილი ცხელი ღამეები... მომაგონდა, რომ ბავშვობაში ზაფხული ყოველთვის ძალიან მეცოტავებოდა ხოლმე და ამან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნიდან ამონარიდიც გამახსენა; "საოცარია, მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის", — ამ სიტყვებს საკუთარ დღიურში წერს მალინ მელკერსონი, პერსონაჟი ასტრიდ ლინდგრენის რომანიდან ჩვენც სალკტროკელები ვართ.
ჩემთვის ზაფხულს სწორედ ამ წიგნის განწყობა აქვს: ნელი, აუჩქარებელი, უზრუნველი. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ზაფხული სწორედ ასეთი უნდა იყოს: მალე კი გადის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დრო შევანელოთ. საქმეები როგორმე მოიცდის სექტემბრამდე — რომელიც არც ისე შორსაა, ივნისში რომ გვგონია. ივნისი, ივლისი და აგვისტო კი სწორედაც რომ შორეულ ფიორდებში თავდავიწყებით დაკარგვის დროა, თუნდაც ეს მხოლოდ წიგნის ფურცლებზე ხდებოდეს.
ფოტო: miyu
კიდევ რისი დროა ზაფხული? მგონი, ცივილიზაციას მოშორების. ზემოთ ციცინათელები ვახსენე და შენ თუ გახსოვს, ბოლოს როდის დაინახე ეს საოცარი მწერი? ციცინათელების პოპულაციის ასე სწრაფად შემცირების მიზეზი კვლავაც და კვლავაც ადამიანის ნამოქმედარია: მათი ბუნებრივი საცხოვრისის განადგურება და ხელოვნური სინათლის წყაროების მომრავლება. ჰო, სწორედ შუქით დაბინძურების ბრალია, რომ ვეღარც ციცინათელებს ვხედავთ და ხშირად — ვეღარც ვარსკვლავებს ცაზე.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება. კიდევ ერთი საზაფხულო თავშესაქცევი, რომელსაც ასევე ცივილიზაციამ ჩამოგვაშორა. კარლ სეიგანი მკრთალ ლურჯ წერტილში წერს, უხსოვარ დროში, როცა ჩვენი წინაპრები ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ, ვარსკვლავებიანი ცა მათთვის იგივე იყო, რაც დღეს ჩვენთვის საყვარელი სატელევიზიო გადაცემებიაო. "სანამ ცივილიზაციას გამოვიგონებდით, ჩვენი წინაპრები დიდწილად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. ხელოვნური სინათლის, ატმოსფერული დაბინძურებისა და თანამედროვე ღამეული გასართობის გამოჩენამდე ვარსკვლავებს ვუყურებდით ხოლმე", — წერს სეიგანი.
ამიტომაც, ზაფხული კიდევ ბუნებასთან, ჩვენს გარემომცველ სამყაროსთან შეკავშირების დრო უნდა იყოს ალბათ; ამისთვის კი, აუცილებელი არაა, მაინცდამაინც შორეულ ადგილას ლაშქრობაში წახვიდე. დედამიწის მშვენიერებით აღფრთოვანებამდე ხშირად სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს ხოლმე, უბრალოდ, საქმეებში გართულს, გვავიწყდება, სვლა შევანელოთ და აწმყო შევიგრძნოთ, ან, როგორც იტყვიან, "წამი დავიჭიროთ".
მეთ ჰეიგის შუაღამის ბიბლიოთეკის მთავარი გმირი ნორა ერთ მომენტში სწორედ ამას იაზრებს: როგორ აძლევს სიცოცხლის ხალისს ბუნების ნაწილად ყოფნის შეგრძნება. როცა ერთ ადგილას დიდხანს რჩები, სამყაროს უსაზღვროება გავიწყდება, კარგავ მისი გრძედებისა და განედების აღქმას, მაგრამ როგორც კი ამ უსასრულობას შეიგრძნობ, იმედის ნაპერწკალი ისევ ჩნდებაო, ამბობს ჰეიგი.
იმედის ნაპერწკლის გაღვივება კი ზაფხულში ყველას გვჭირდება. ფიზიკური და ემოციური გადაქანცვის, ან ეგრეთ წოდებული გადაწვის დროს, სასოწარკვეთილების შეგრძნება ბუნებრივად იბადება. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი სწორედ შენელება და აწმყოში დაბრუნებაა. სხვა დანარჩენთან ერთად ხომ, ზაფხული სულის მოთქმისთვისაც არის. აკი გითხარი, საქმეები როგორმე მოიცდის შემოდგომამდე-მეთქი.
თუმცა, ყველაზე მეტად, ვფიქრობ, ზაფხული მოგონებების შექმნის დროა. ისეთი მოგონებებისა, წლების შემდეგ რომ ფირივით დატრიალდება შენს გონებაში და მინდვრის ყვავილების, ახალმოთიბული ბალახის, ნაწვიმარი მიწის ან მარილიანი ზღვის სურნელს ცხვირში მოგიღიტინებს. ასეთმა მოგონებებმა დამაბრუნა მე ჩემი ბავშვობის ზაფხულებში და შემახსენა, რომ ეს დრო სიცხეზე წუწუნში არ უნდა გავიყვანო.
ზაფხულზე დაწერილი ალბათ საუკეთესო წიგნი, რეი ბრედბერის ბაბუაწვერას ღვინო, სწორედ ამას გვეუბნება: უბრალო, ყოველდღიურ მომენტებში მშვენიერება დავინახოთ და დავაფასოთ. რომანის მთავარი გმირი, შთაბეჭდილებების რვეულში შემგროვებელი 12 წლის დაგლასი ფიქრობს, მინდა, ყველაფერი შევიგრძნო, მათ შორის, დაღლილობაცო. "არ უნდა დამავიწყდეს, რომ ცოცხალი ვარ. ეს უნდა მახსოვდეს ამ საღამოსაც, ხვალაც და ზეგაც".
ზეგ კი შეიძლება ზაფხულიც დასრულდეს. ზაფხული რომ საოცრად მალე გადის, ამას დაგლასი და მისი მეგობრებიც ხვდებიან — მაშინ, როცა მაღაზიის ვიტრინაში სასკოლო ნივთების გამოჩენას შეამჩნევენ...
ჰო, მალინ, ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის, მაგრამ იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ მისმა ამ ხანმოკლეობამ წარმავალი მომენტების დაფასება გვასწავლოს? ამ მხრივ, ზაფხულმა შეიძლება დაისი მოგვაგონოს. მზის ჩასვლა იმიტომაც გვხიბლავს, რომ წუთიერიაო, ამბობს ბაბუაწვერას ღვინის ერთ-ერთი პერსონაჟი.
— კი მაგრამ, ეგ ხომ ძალიან სევდიანი ამბავია.
— არა, ნამდვილი სევდა მაშინ გენახა, მზის ჩასვლა რომ დიდხანს გრძელდებოდეს და თავს გვაბეზრებდეს.
2020 წლის ზაფხულის ბოლო დაისი
ფოტო: გიორგი მუზაშვილი
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა

კომენტარები