იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ მხარი არ დაუჭირეს. საკითხის განხილვას პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სესიის ფორმატში გააგრძელებს.
კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის პოზიციას არგუმენტაცია აკლდა და არ ეთანხმებიან პრეზიდენტს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გააუარესებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში წარმოდგენილი არ არის პრინციპული საკითხები, ყველა საკითხი არის ტექნიკური ხასიათის:
"პრინციპული რაც იყო ის ჩვენ ოპოზიციის სასარგებლოდ დავთმეთ, ეს არის ძალიან დიდი ბონუსი, რომელიც ეძლევა ოპოზიციას, როდესაც მათი მერობის კანდიდატები იქნებიან პროპორციულ სიაშიც".
კომიტეტების დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ შესაძლო, ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს მოჰყვება:
"ვეტოს არგუმენტებზე შინაარსობრივი მსჯელობის მაგივრად, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას".
20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა შვიდ თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ვეტო დადო. საქართველოს პარლამენტმა შვიდი თვითმმართველი ქალაქის - გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების დადგენილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. დადგენილების პროექტს პარლამენტის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგი იყო. იმავე დღეს, პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც ვეტო დაადო. ცვლილებებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
კომენტარები