ფილმები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ან ჯობნიან იმ წიგნებს, რომლის მიხედვითაც გადაიღეს
როგორც უკვე იცით, კინოადაპტაცია ეს არის წერილობით ნაშრომის გარდასახვა კინოდ - მთლიანად ან ნაწილობრივ.
კინოადაპტაციის გავრცელებული ფორმაა მხატვრული ფილმის ბაზისად რომანის გამოყენება. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა სახის ნაშრომის გარდაქმნაც, მაგალითად დოკუმენტური მასალის, ჟურნალისტური ნამუშევრის, ავტობიოგრაფიულ ნაწარმოების, პიესების, ისტორიულ წყაროების და სხვა.
კინემატოგრაფიის დასაბამიდან ასეთი მრავალფეროვანი რესურსებისაგან კინოადაპტაციის შექმნა მიღებული პრაქტიკა იყო.
რომანები ხშირად ადაპტირდება ფილმად. უმეტესწილად, ეს ადაპტაციები კომერციულ მიმართულებას იძენს (ბესტსელერების ადაპტაცია) ან ნაკლებად ცნობილ ავტორს უწევს პოპულარიზაციას.
ფილმის სიუჟეტს ხშირად საჭიროების მიხედვით ცვლიან. რადგან კინემატოგრაფს აქვს საშუალებები იმანიპულიროს მოთხრობის სტრუქტურით. ცვლილებებს მიმართავენ მაშინაც, როცა სურთ უფრო ნათლად წარმოაჩინონ თემა, გამოკვეთონ პერსონაჟში ან გადაწყვიტონ ისეთ პრობლემები, რომლებიც ორიგინალ ნაწარმოებში არ არის.
ზოგიერთ შემთხვევაში ცვლილება შეაქვთ იმის გამოც, რომ ისტორია გახადონ უფრო საინტერესო ან მისაღები ფართო აუდიტორიისათვის. მით უმეტეს დღევანდელ, თანამედროვე კინოში, როდესაც ფილმების უმეტესობა შემოსავალზეა გათვლილი.
ხშირად არის დავა ჯობია თუ არა ფილმი ან სერიალი იმ წიგნს, რომლის მიხედვითაც გადაიღეს. ხშირ შემთხვევაში ამბობენ, რომ არა, თუმცა კინოს ისტორიაში მოიძებნება ისეთი კინოსურათებიც, რომლებიც, ჩემი აზრით, ნამდვილად სჯობს წიგნს.
ნათლია
შეიძლება ითქვას, რომ მარიო პიუზოს წიგნის ეკრანიზაცია, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაიღო, ნამდვილი შედევრია. ეს გასაკვირი შესაძლოა არ ყოფილიყო, რომ არა ერთი ფაქტი, კოპოლას სცენარის დაწერაში თავად პიუზო ეხმარებოდა. საინტერესოა, როგორ მოახერხა მწერალმა ისეთი სცენარის შექმნა, რომელიც მკითხველს მის წიგნს დაავიწყებდა და ბევრად უფრო პოპულარული გახდებოდა. ხშირად აღნიშნავენ, რომ ის გარემო და სიუჟეტი, რომელიც წიგნშია, გაცილებით კარგად არის გადმოცემული ფილმში და თუ დაუკვირდებით ეს მართლაც ასეა.
ეშმაკს აცვია პრადა
მაღალი მოდის სამყარო ეშმაკივით მაცდურია. ადამიანს ოცნებების ახდენას სთავაზობს, სანაცვლოდ კი გრძნობებზე, სიყვარულზე და შესაძლოა საკუთარ თავზე მოგიწიოს უარის თქმა.
ამერიკელმა მწერალმა ლორენ ვაისბერგერმა 2003 წელს საკუთარ ბიოგრაფიაზე დაყრდნობით დაწერა წიგნი ეშმაკს აცვია პრადა, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მან ამერიკული ვოგის ყოვლისშემძლე და გავლენიანი რედაქტორის, ანა ვინტურის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება ფურცლებზე გადაიტანა და მკითხველი მოდის მაღალი ეშელონების კულუარებში შეახედა.
წიგნის პოპულარობიდან გამომდინარე, 2006 წელს ჰოლივუდში მის ეკრანიზაციას იღებენ სადაც მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობი მერილ სტრიპი და ენ ჰეთევეი ასრულებენ. ფილმში ბევრი ცვლილება შევიდა, თუმცა ვისაც წაკითხული გვაქვს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკრანიზაცია არაფრით ჩამოუვარდება წიგნს, პირიქით, ჯობია კიდეც.
მოხუცებისთვის ადგილი აქ არ არის
კორმაკ მაკკარტის რომანი ნამდვილად დიდებულია, თუმცა ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება კოენების ფილმზეც, რომელშიც ანტონ ჩიგურის როლს ხავიერ ბარდემი შეუდარებლად ასრულებს.
ფორესტ გამპი
"ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს, არასდროს იცი რა შეგხვდება", ფორესტ გამპის ცხოვრებაც ასეთია, ცოტას თუ შეუძლია საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, თანაც რამდენჯერმე. ყველაფერს ნიჭი და გამბედაობა სჭირდება, ნასაში მუშაობას, კიბორჩხალების ბიზნესით ფულის შოვნას. მით უფრო, თუ მანამდე ვიეტნამის ომში ბრძოლაც მოასწარი.
უინსტონ გრუმის რომანი, რომელიც 1994 წელს რობერტ ზემეკისმა ფილმად აქცია, ნამდვილად იქცა პატიოსნების, გულწრფელობის, თანაგრძნობისა და ჭეშმარიტი მეგობრობის სიმბოლოდ და იმის მაგალითად, თუ როგორ შეგვიძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა და ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალი ფურცლის გადაშლა.
მებრძოლთა კლუბი
არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც მებრძოლთა კლუბში. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახარ, სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული.
ჩაკ პალანიკის 1996 წელს გამოსული რომანი იმ ადამიანების შესახებ გვიყვება, ვინც საკუთარი თავის რეალიზაცია ვერ მოახერხა და აგრესია ან სხვებზე გადაიტანა, ან საკუთარი თავისკენ მიმართა. სამი წლის შემდეგ, 1999 წელს კი ლეგენდარული რეჟისორი დეიდ ფინჩერი საკულტო ფილმს იღებს, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენა ბონემ კარტერი ასრულებენ.
ფილმში წიგნის სიუჟეტი ოდნავ შეცვლილია, თუმცა ძირითად მესიჯებსა და ფილოსოფიას კარგად გადმოსცემს და გვიჩვენებს კლუბში შეკრებილი ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც არა ერთმანეთს, არამედ ყველა იმ პრობლემას ურტყამენ, რაც ცხოვრებაში ნერვებს უშლით - ქიმწმენდაში გაფუჭებული ტანსაცმლიდან დაწყებული და ბანკის ვალებით დამთავრებული.
შინდლერის სია
მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტმა 6 მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.
ფილმი სწორედ ამ საშინელი მოვლენის და მისი გმირების შესახებ მოგვითხრობს.
შინდლერის გმირობის ამბავი წიგნის ფურცლებზე მოხვდა. 1982 წელს გამოქვეყნდა ავსტრალიერლი ნოველისტის თომას კენელის რომანი შინდლერის კიდობანი, რომელმაც ლოს-ანჯელეს თაიმსის ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. რეალურ ისტორიულ ნოველას, ნამდვილი ადამიანების და ადგილების აღწერით, ავტორი გამოგონილი დიალოგებითა და სცენებით გვიყვება.
რეჟისორი სტივენ სპილბერგი ამ ისტორიით დაინტერესებული იყო და მას როგორც დოკუმენტურ კინოს ისე მიუდგა. ფილმის პრემიერა 1993 წელს შედგა და მაშინვე მოხვდა საუკეთესო ფილმების სიაში. 2007 წელს კი ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა შინდლერის სიას ყველა დროის საუკეთესო 100 ამერიკული ფილმის სიაში მერვე ადგილი მიანიჭა.
კრავთა დუმილი
კრავთა დუმილი ტომ ჰარისის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით არის გადაღებული. ფილმში მთავარ როლებს ენტონი ჰოპკინსი და ჯოდი ფოსტერი ასრულებენ, ბრწყინვალედ განსახიერებული როლებისთვის კი ოსკარსაც გამოჰკრეს ხელი.
რექვიემი ოცნებაზე
დარენ არანოვსკის ფილმი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფილმმა ადამიანებს ინტერესი გაუღვივოს და წიგნთან დააბრუნოს. ჰილბერდ სელბის რომანი (რომლის მიხედვითაც არანოვსკიმ ფილმი გადაიღო) 1978 წელს გამოვიდა, ფილმი კი - 2000 წელს. ფილმმა ჯარედ ლეტოს, ელენ ბერსტინისა და ჯენიფერ კონილის მონაწილეობით გამომცემლობებს ახალი ბრძოლა დააწყებინა თუ ვინ გამოსცემდა რომანის ახალ ტირაჟს.
მექანიკური ფორთოხალი
XX საუკუნის 60-იან წლებში დასავლური სამყარო ახალგაზრდულმა პროტესტმა მოიცვა. ისინი იმდროინდელი დასავლური საზოგადოებისათვის ჩვეულ, მომხმარებლურ ცხოვრების წესსა და გაბატონებულ კულტურას უპირისპირდებოდნენ. ისინი პროტესტს უცხადებდნენ საზოგადოების მიერ დაწესებულ ზნეობრივ ნორმებს. ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს. თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. თუმცა ამბოხებულთა დიდი ნაწილი მალევე დაუბრუნდა ცხოვრების მიღებულ წესს და თავად გახდა იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რომლის მიმართაც პროტესტს გამოხატავდნენ.
სწორედ იმ დროს, როდესაც სამყარო ახალი იდეების გარშემო ერთიანდებოდა, ენტონი ბერჯესის მექანიკური ფორთოხალი გამოიცა. წიგნი იმ ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოების მიღმა აღმოჩნდნენ და ქმნიან გარდამავალ საფეხურს ამ სივრცეებს შორის. ეს არის ამბავი მელომან სადისტზე, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, სადისტური ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდა.
სტენლი კუბრიკის 1971 წელს გადაღებულმა ეკრანიზაციამ კიდევ უფრო გაამწვავა და ხელშესახები გახადა, ის პრობლემა რაც ნაწარმოებშია ნაჩვენები. აქ სახელმწიფოსთან ერთად ადამიანზე ძალადობს საზოგადოებაც. ფილმი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებისა და სახელმწიფო სისტემის კონტროლის მექანიზმის საშიშროებებზე.
მწვანე მილი
ციხის ცხოვრება, სიკვდილმისჯილი პატიმრებისა და მათი ზედამხედველის ემოციურ მდგომარეობა. ისტორიას, რომელსაც ფურცლიდან ან ეკრანიდან იგებ, მძაფრი ადამიანური განცდებითაა აღწერილი. პატიმართა უკანასკნელი დღე, მათი სინანული და კიდევ ერთი შანსის დაუოკებელი სურვილი.
სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, მწვანე მილი ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში, ფილმმა ოსკარის 4 ნომინაცია დაიმსახურა და ამერიკის ყველაზე რეიტინგული ფილმების სიაშიც მოხვდა.
კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, მწვანე მილის წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის სტივენ კინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფილმის წარმატებაში გადამწყვეტი როლი რეჟისორმა ფრენკ დარაბონტმა და ტომ ჰენქსის შეუდარებელმა თამაშმა შეასრულა.
რეჟისორს ფილმის გადაღების ორი გზა ჰქონდა - ან შეესწორებინა ნაწარმოების შინაარსი და ფილმი უფრო სანახაობრივი გაეხადა, ან მიჰყოლოდა მას და მაყურებლის წინაშე გადაეფურცლა წიგნის ყოველი გვერდი. მან მეორე გზა აირჩია. რეჟისორმა ოდნავადაც კი არ გადაუხვია შინაარსიდან და საბოლოოდ, შესანიშნავად გადმოგვცა საპატიმროს ცხოვრება, იქ გამეფებული შიშისა და ტკივილის ატმოსფერო, დამნაშავეების მძიმე ცხოვრების გზა.
წიგნის, ისევე როგორც ფილმის, სათაური ციხის მეხუთე ბლოკის მწვანედ შეღებილი ბილიკიდან მოდის. სწორედ იმ ბილიკზე, რომელსაც სიკვდილმისჯილი უკანასკნელად ახებდა ფეხს. საბოლოოდ სწორედ ეს გზა იქცა სიკვდილის მოლოდინში გატარებული სიცოცხლის ბოლო წუთების სიმბოლოდ.
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
ფილმის, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, მთავარ ღირსებას მსახიობების უბადლო თამაშის გარდა, თავისუფლების იდეა წარმოადგენს. ნაწარმოების ეკრანიზაციის ნახვისას, გიჩნდება რეალური განცდა, რომ ფსიქიატრიული კლინიკა ავტორიტარული სახელმწიფოს მინი მოდელს წარმოადგენს, პაციენტები რიგითი მოქალაქეები არიან, მედდა რეტჩედი კი – ცივსისხლიანი მმართველი, მას საკუთარი წესრიგის ფილოსოფიაც აქვს, რომელიც გამორიცხავს ქაოსის ელემენტს, გამორიცხავს პიროვნულობას და თავისუფალი სივრცის არსებობას. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ფილმი კენ კიზის რომანის მსგავსად სრულყოფილია.
საათები
XX საუკუნის ოციანი წლების ბრიტანეთი და მაიკლ კენინგემის მისტიკური თანაავტორი - ვირჯინია ვულფი. სამი ქალაქი, სამი ბედისწერა, სამი ცხოვრება და გამუდმებით ერთ წრეზე სიარული.
კენინგემის რომანი საათები ვირჯინია ვულფის თვითმკვლელობით იწყება. წიგნი 1998 წელს გამოიცა და სამი ქალის ცხოვრების ერთ დღეს აღწერს. წიგნმა მაშინვე მოიპოვა აღიარება და საბოლოოდ ავტორს პულიცერის ლიტერატურული პრემიაც მიანიჭეს.
რამდენიმე წლის შემდეგ, ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავების - მერილ სტრიპის, ჯულიანა მურისა და ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით ფილმს იღებენ, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი კინოკრიტიკოსები ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამერიკულ ფილმად აღიარებენ.
ნიკოლ კიდმანი ფილმში ვირჯინია ვულფის როლში გვევლინება, ჯულიანა მური შესანიშნავად ირგებს ლორა ბრაუნის პერსონაჟს, ხოლო ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ მსახიობად აღიარებული მერილ სტრიპი კლარისა ვოგანის გმირს ჩუქნის ეკრანულ სიცოცხლეს.
ფილმში აღსანიშნავია კომპოზიტორ ფილიპ გლასის მუსიკალური გაფორმება, რომელიც იმ კინოსურათის განუყრელ ნაწილად იქცა, რომელშიც ცხოვრება, ილუზიები და მოგონებები ერთმანეთში ირევა.
ფილმში სამი სიუჟეტური ხაზია გაერთიანებული, სადაც ხან ვირჯინია ვულფი მისის დოლოუეის წერს, ხან 1951 წლის ლოს-ანჟელესში ლარა ბრაუნს საკუთარ ცხოვრებისგან გაქცევას სურს, ხან კი ოცდამეერთე საუკუნის ნიუ-იორკში, კლარისა მეგობრისათვის დღესასწაულის მოწყობას ცდილობს. თითოეულ მათგანს კი დრო შეუბრალებლად ანადგურებს.
ჟესტები, მოძრაობა და ისტორიები დროსა და საათებში ირევა, საკუთარი რიტმით მიედინება და ბოლოს ხვდები, რომ ყოველთვის არსებობს წლები, ყოველთვის არსებობს სიყვარული და ყოველთვის არსებობს საათები, რომლებიც მუდმივად შეგახსენებენ ზღვარს მომავალსა და წარსულს შორის, ზღვარს სადაც ერთმანეთში ირევა საკუთარი თავის ძიებისა და სიყვარულის დიდი წყურვილი.
ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია
2008 წელს გადაღებული ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია ამავე სახელწოდებით გამოცემული სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. ერთადერთი რისი თქმაც მსურს, დიდი მადლობა დევიდ ფინჩერს, ერიკ როთს და რობინ სუიკორდს, რომლებმაც, ჩემდა გასაკვირად, მოახერხეს, არც თუ ისე კარგი ნაწარმოები ასე კარგად გადმოეცათ კინოეკრანზე. ვინც წაიკითხეთ დამეთანხმებით, რომ ამას ქეით ბლანშეტისადმი ჩემი პლატონური სიყვარულის გამო არ ვამბობ. ფილმი კარგია, წიგნი საშინელი.
კინოს საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მიდის მსჯელობა იმაზე, საჭირო არის თუ არა გაყიდვების ლიდერი წიგნის მიხედვით ფილმის შექმნა, ან ნაკლებად პოპულარული, უცნობი ავტორის წიგნზე ისეთი კინოსურათის გადაღება, რომელმაც შესაძლოა წიგნის ბედი გაიზიაროს, მით უმეტეს თუ ხშირ შემთხვევაში განსხვავება ფურცელზე დაწერილსა და ეკრანზე გადმოტანილს შორის დიდია. ამაზე კიდევ დიდხანს იმსჯელებენ, ბევრ ვარაუდს გამოთქვამენ, მაგრამ ერთი ფაქტი მაინც რჩება, ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ადაპტირებული წიგნის გაყიდვები იზრდება და ამბობენ, რომ ფილმები ადამიანებს წიგნთან აბრუნებს, რაც თუ დავუკვირდებით ნამდვილად ასეა.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები