ბაქოელ აქტივისტს, რომელიც ჰეიდარ ალიევის ქანდაკებაზე "სტალინის" დაწერისთვის დააკავეს, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აზერბაიჯანის პოლიციამ აქტივისტს, რომელიც აგვისტოში ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას დააწერა სიტყვა "სტალინი", 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით.
ბაქოს სისხლის სამართლის სასამართლომ 23 წლის ელბაი კარიმლის, ოპოზიციური პარტიის, სახალხო ფრონტის წევრს, პატიმრობა შაბათს, 6 აპრილს მიუსაჯა.
მისმა ადვოკატმა, ნემატ კარიმლიმ (რომელიც არ არის ელბაი კარიმლის ნათესავი), განუცხადა OC Media-ს, რომ მისი კლიენტი დააკავეს 2023 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის სახელი დააწერა გარდაცვლილი ეროვნული ლიდერის და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის, ჰეიდარ ალიევის, ქანდაკებას.
"მან სცადა ქანდაკების კვარცხლბეკის უკანა მხარეს დაეწერა "სტალინი", შემდეგ კი ქალაქის დასუფთავების სამსახურის წევრებმა ეს დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ის დააკავა და ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა", — თქვა მან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ელბაი კარიმლის ოჯახმა და მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეიტყვეს. მისი ინფორმაციით, კარიმლი ბებიასთან ცხოვრობდა.
"ის ასაკოვანია და არავის იცნობდა შვილიშვილის მეგობრებიდან. მისი დაკავების შესახებ არც მისმა მეგობრებმა იცოდნენ. მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაურეკა მისმა ციხეში მყოფმა ერთ-ერთმა მეგობარმა მის მეგობრებს”, — თქვა ადვოკატმა.
როდესაც გაიგო, რომ მისი შვილიშვილი ნარკომანიის ბრალდებით დააკავეს, კარიმლის ბებიამ პოლიციას წერილი გაუგზავნა მისი გათავისუფლების მოთხოვნით და განაცხადა, რომ მას არასოდეს მოუხმარია ნარკოტიკი.
6 ნოემბერს დაწერილ წერილში, რომელიც OC Media-მ მოიპოვა, ელბაი კარიმლიმ მოუწოდა პოლიციის გამომძიებელ სუბჰან ზეინალოვს, დაეწყო ახალი გამოძიება მის საქმეზე.
წერილში კარიმლი ამბობდა, რომ ის დააკავეს იმის გამო, რომ ცდილობდა სტალინის სახელი დაეწერა ჰეიდარ ალიევის ქანდაკების კვარცხლბეკზე, ბაქოში, ცენტრალური ბანკის წინ. ის ამტკიცებდა, რომ მას არჩევანის უფლება მისცეს ორ ბრალდებას შორის: ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა, ან ნარკოტიკების მოხმარების ბრალდება.
"თუ ამ ორიდან ერთს არ ავირჩევდი, მათ მითხრეს, რომ გადმოწერდნენ სტრატეგიული სამხედრო ადგილების სურათებს და იტყოდნენ, რომ ამ ინფორმაციის გაზიარებას ვგეგმავდი ირანთან, ან სომხეთთან“, — ნათქვამია წერილში.
მას შემდეგ, რაც კარიმლიმ ნარკოდანაშაულის ბრალდება აირჩია, პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო ჯიბეში.
"მადლობა ალაჰს, რომ გიას იბრაჰიმოვის სახლში ერთი კილოგრამი ნარკოტიკი ვიპოვეთ”, უთხრა პოლიციამ კარიმლის, იგულისხმა ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების, გიას იბრაჰიმოვისა და ბაირამ მამედოვის დაკავება მას შემდეგ, რაც 2016 წელს ჰეიდარ ალიევის ქანდაკებაზე ორი გრაფიტი დახატეს.
სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ, ალი კარიმლიმ (ის, ასევე არ არის ელბაის კარიმლის ნათესავი), გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო განაჩენი და განაცხადა, რომ ახალგაზრდა აქტივისტი პოლიციელებმა აწამეს.
"ელბაი დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს და ექვსი წლით დააპატიმრეს. ჩვენ, როგორც პარტიას, არ მოგვწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები სკულპტურებზე წერენ და შემდეგ წლებს ციხეში ატარებენ. ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია არა ქანდაკებების წინააღმდეგ, არამედ ერთიანი ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლა", - თქვა კარიმლიმ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გრიგოლ გეგელია: თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე გრიგოლ გეგელია: თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე
გადახედვა
-
კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
ომბუდსმენი: მომხრე ვარ ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე ომბუდსმენი: მომხრე ვარ ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე
გადახედვა
-
Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვას სთავაზობს Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვას სთავაზობს
გადახედვა
-
შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
როგორ ხვდება საფრთხის შემცველი საბავშვო სათამაშოები მაღაზიის დახლზე როგორ ხვდება საფრთხის შემცველი საბავშვო სათამაშოები მაღაზიის დახლზე
-
გიგა ბოკერია: ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით განამტკიცებს თუ არა ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს გიგა ბოკერია: ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით განამტკიცებს თუ არა ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს
გადახედვა
-
სვეტიცხოველში შიო III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს სვეტიცხოველში შიო III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს
გადახედვა
-
გახარია საქართველოსთვის: გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი გახარია საქართველოსთვის: გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი
გადახედვა
-
"ინიციატივა ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელი ვახტანგ კაპანაძე ბუქარესტში შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმზე მიიწვიეს "ინიციატივა ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელი ვახტანგ კაპანაძე ბუქარესტში შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმზე მიიწვიეს
გადახედვა
-
მამუკა ხაზარაძე: ვულოცავ შიო III-ს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას მამუკა ხაზარაძე: ვულოცავ შიო III-ს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას
გადახედვა
-
"სტრატეგია აღმაშენებელი" სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს "სტრატეგია აღმაშენებელი" სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
მეუფე ნიკოლოზი: ადამიანურად მიმაჩნია და გაუგებარია, რატომ არ უნდა [დაფინანსდეს დიუშენის დისტროფისს წამალი] მეუფე ნიკოლოზი: ადამიანურად მიმაჩნია და გაუგებარია, რატომ არ უნდა [დაფინანსდეს დიუშენის დისტროფისს წამალი]
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი პატრიარქის არჩევაზე: ღირსეულთა შორის ღირსეული იქნა გამორჩეული ლევან იოსელიანი პატრიარქის არჩევაზე: ღირსეულთა შორის ღირსეული იქნა გამორჩეული
გადახედვა
-
რუსეთის პატრიარქი კირილი შიო III-ეს პატრიარქად არჩევას ულოცავს რუსეთის პატრიარქი კირილი შიო III-ეს პატრიარქად არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება" მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება"
გადახედვა
-
ხვალ ევროვიზიაა — რა შედეგს გვიწინასწარმეტყველებენ ფანები და ბუქმეიკერები ხვალ ევროვიზიაა — რა შედეგს გვიწინასწარმეტყველებენ ფანები და ბუქმეიკერები
გადახედვა
-
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
-
"გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა" — ბიძინა ივანიშვილი შიო III-ს "გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა" — ბიძინა ივანიშვილი შიო III-ს
გადახედვა
კომენტარები