ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
გულზე ხელი დავიდოთ და ვიკითხოთ: წლების წინ ამას დავიჯერებდით? ალბათ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სხვისთვის დაუჯერებელი რამ ცხადად წარმოედგინა, ხვიჩა კვარაცხელია იყო. ბიჭი, რომელმაც ნაპოლიში სენსაცია მოახდინა და ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ქომაგს ნანატრი სკუდეტო მოაპოვებინა, ახლა უკვე უფრო ფართო, გლობალურ ასპარეზზე გავიდა — მის კოლექციაში ზედიზედ მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის ორი მედალი ინახება.
ხვიჩას ირგვლივ განვითარებული მასობრივი აჟიოტაჟი სრულიად გასაგებია: კვარაცხელიას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. იგი განსაკუთრებით შეუჩერებელი და ლეტალური ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ფაზაში გახდა, რაც ფეხბურთში ყველაზე მეტად ფასობს. ბრწყინვალე მატჩებმა ჩელსის, ლივერპულის, ბაიერნისა და არსენალის წინააღმდეგ და ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში 17 საგოლე მოქმედებამ (10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა) მას უდიდესი აღიარება მოუტანა: ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მსოფლიო აღიარებისკენ მიმავალი თავბრუდამხვევი სიჩქარის მიუხედავად, ხვიჩა თავმდაბლობას მუდამ ინარჩუნებს. ჟურნალისტების დაუსრულებელ კითხვებზე იმის თაობაზე, თუ რამდენად უხარია მას ინდივიდუალური წარმატება ან განიხილავს თუ არა საკუთარ თავს ოქროს ბურთის მთავარ პრეტენდენტად, ხვიჩა მოკლედ პასუხობს: მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებაა და ბედნიერია იმით, რომ საჩემპიონო გზაზე თანაგუნდელებს ეხმარება.
დღეს ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ყურადღების ეპიცენტრშია. ყველა ავტორიტეტული სპორტული გამოცემა თუ პოდკასტი, საფეხბურთო ექსპერტი თუ გულშემატკივარი მის დომინანტურ სეზონზე საუბრობს და სვამს კითხვას: უნდა გადაეცეს თუ არა ოქტომბრის ბოლოს ოქროს ბურთი? ამ ფონზე, მის ქომაგებში ერთგვარი სინანული შეინიშნება: 2026 წლის მუნდიალზე საქართველო არ მონაწილეობს, მსოფლიო ჩემპიონატი კი წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში უდიდესი წონისა და გავლენის სეგმენტია. როგორც მინიმუმ, Bleacher Report-ის თანახმად, ხვიჩას საუკეთესო სამეულში მაინც ვიხილავთ, თუმცა ყველაფერი მის მთავარ კონკურენტებზეა დამოკიდებული — იმაზე, თუ რამდენად შთამბეჭდავად იასპარეზებენ ჰარი კეინი, დეკლან რაისი, მაიკლ ოლისე, ვიტინია, კილიან მბაპე და უსმან დემბელე მსოფლიო პირველობაზე.
ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, ავტორიტეტულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა მისი ფასი ტრამპლინისებურად გაზარდა: ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება დღეს 140 მილიონ ევროს შეადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმაზე ერთბაშად 50-მილიონიან ზრდას იშვიათად თუ ნახავთ. კარიერაში პირველად, ხვიჩა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-7 ადგილს იკავებს და მხოლოდ შემდეგ მოთამაშეებს ჩამორჩება:
1. ლამინ იამალი — €200 მლნ.
2. ერლინგ ჰოლანდი — €200 მლნ.
3. კილიან მბაპე — €200 მლნ.
4. პედრი — €150 მლნ.
5. მაიკლ ოლისე — 150 მლნ.
6. ვინისიუს ჟუნიორი - 150 მლნ.
ერთი მხრივ, როგორი სიმბოლურია ხვიჩასთვის 7 ნომერი, თუმცა მან მთელი მსოფლიო დააფიქრა იმაზე, რომ ის არა მე-7, არა 77-ე, არამედ პლანეტის საუკეთესო, №1 ფეხბურთელია. ამ წარმოუდგენლად რთულ გამოწვევას — გამხდარიყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხვიჩამ უსასრულო შრომით, მიზანმიმართულობით, საკუთარი ძალის რწმენითა და თავმდაბლობით მიაღწია. მას ხომ მხოლოდ ტექნიკური არსენალი არ გამოარჩევს, სწორედ პიროვნული თვისებები აქცევს საფეხბურთო ფენომენად. ამის ნათელი მაგალითია პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს დაუსრულებელი და ამაო დარიგებები კილიან მბაპესადმი, როცა იგი ფრანგ შემტევს დაცვითი ფუნქციების შესრულებას სთხოვდა. მბაპემ პარიზი დატოვა და მადრიდში გადაინაცვლა, მისი ადგილი კი ხვიჩამ დაიკავა, მწვრთნელის თითოეული მითითება ზედმიწევნით შეასრულა და ყველა საფეხბურთო ანალიტიკოსს ათქმევინა, რომ მბაპეს ნაცვლად პსჟ-ში ქართველის გამოჩენამ ლუის ენრიკეს საკუთარი ტაქტიკური ხედვა სისრულეში მოაყვანინა.
დღეს ხვიჩას მიმართ ნათქვამი თითოეული საქებარი სიტყვა ობიექტურია. ის არც საფეხბურთო სიმულატორში შექმნილი პერსონაჟია და არც Netflix-ის სერიალის გმირი. ის არის ბიჭი, რომელმაც დაუჯერებელი ირწმუნა და შეასრულა, ჩვენ კი გვაფიქრებინა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს. თანაც, ინდივიდუალიზმის მიღმა მისი გუნდურობაც ხომ ვახსენეთ? სადაც ხვიჩაა, იქ წარმატებაა და, საფეხბურთო თვალსაზრისით, უდიდესი ბედნიერებაა, რომ ამ ყოველივეს მომსწრენი ვართ — იმ დღის, როდესაც დიდი ქართული ფეხბურთისადმი ჩვენი აღქმა მხოლოდ არქივებში ძიებითა და ნოსტალგიური მოგონებებით აღარ შემოიფარგლება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ხვიჩას, დიდებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები