ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
ყველაფერს აქვს საწყისი, განვითარება და დასასრული. ჩვენი ნაკრების კაპიტნის წასვლის დროც დადგა და ყველამ ვიგრძენით, თითქოს ამდენმა წელმა ელვის სისწრაფით ჩაირბინა. დროის მარადიულ სვლას ვერაფერი აჩერებს. ყოველ დასასრულს სენტიმენტები ახლავს თან, თუმცა ასეთ მომენტებში თავად კაპიტნის სიტყვა გიმაგრებს გულს. გურამ კაშიამ ხომ თქვა: გული არაფერზე მწყდება, არ გვინდა სევდაო.
2 ივნისს, 21:00-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს. ამ ამხანაგურ მატჩს ქართველი ქომაგი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება — ეროვნული გუნდის მაისურით გურამ კაშიას ბოლოჯერ ვიხილავთ. ეს მისთვის 129-ე შეხვედრა იქნება, რითაც ის ნაკრების აბსოლუტური რეკორდსმენია.
კაშია ნამდვილი კაპიტანია — მებრძოლი, სამაგალითო, დამმუხტავი, შრომისმოყვარე, დაუღლელი და სამართლიანი. სწორედ მისი თაოსნობით გავიდა საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატზე. გაგახსენებთ: საბერძნეთთან მატჩში კაშიას ურთულესი ამოცანა ჰქონდა — მას ფიზიკურად მონსტრი ფორვარდის, ფოტის იოანიდისის განეიტრალება ევალებოდა, რომელმაც მთელი თამაშის განმავლობაში კარისკენ დარტყმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა.
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2009 წლის 1 აპრილს შედგა — 21 წლის კაშიას მთავარი გუნდის კარი არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა გაუხსნა. საერთო ჯამში, მან ექვსი სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშა: კუპერი თემურ ქეცბაიამ ჩაანაცვლა, შემდეგ იყვნენ კახაბერ ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი, რამაზ სვანაძე და ვილი სანიოლი. საგულისხმოა, რომ კაშია თითოეული მათგანისთვის შეუცვლელ მოთამაშესა და მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა.
მხურვალე აპლოდისმენტებითა და გულწრფელი ემოციებით გააცილა საყვარელი გუნდის კაპიტანი არნემის ვიტესის ქომაგმაც. ნიდერლანდურ კლუბში კაშიამ რვა წელი გაატარა და გუნდში მისვლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. გარდა იმისა, რომ გურამი გუნდის უცვლელი ლიდერი გახლდათ და კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით დღემდე საუკეთესოა, სწორედ მან აღმართა ხელში ვიტესის არსებობის მანძილზე ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი უმაღლესი ტიტული — 2016/17 წლების სეზონში გუნდი ნიდერლანდების საფეხბურთო თასს დაეუფლა.
ვიტესთან ემოციური განშორების შემდეგ, ძალები MLS-ში მოსინჯა და ვაკო ყაზაიშვილთან ერთად სან ხოსეს მაისური მოირგო. ამერიკული გუნდის ღირსება კაშიამ 45 შეხვედრაში დაიცვა, რის შემდეგაც, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ბრატისლავის სლოვანს შეუერთდა. “ეს საოცარი მოგზაურობა იყო”, — ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობა გურამი სან ხოსეს ქომაგებს.
კარიერის დასკვნითი ნაწილი კაშიამ სლოვანში გაატარა, სადაც ხუთი ბრწყინვალე და სტაბილური სეზონი ჩაატარა. ბრატისლავაში იგი საქართველოს ნაკრების ყოფილ ხელმძღვანელთან, ვლადიმირ ვაისთან ერთად მუშაობდა. ვაისმა სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ კაშია საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც მას ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გაუწვრთნია. ამ პერიოდში გურამმა სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო და გუნდი ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
კენწეროში გატკბილდების — ეს სიტყვები გურამ კაშიას კარიერას იდეალურად შეესაბამება. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ცხოვრების გზამ იგი იმ წერტილამდე მიიყვანა, როდესაც 37 წლის ასაკში, სულ რაღაც სამთვიან ინტერვალში, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ გუნდებს კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა.
ახლა კი დამშვიდობების დროა. დავუჯეროთ კაპიტანს და ნუ დაგვწყდება გული — დღეს უკვე ახალი ნაკრების მშენებლობის დროა. ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო, მადლობა თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმეთ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი, რომლის დროსაც ყველამ დავიჯერეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები