ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
ფოტო: Getty Images / გამომცემლობა პალიტრა L
ნეტფლიქსი სულ მალე კიდევ ერთი მსოფლიო ბესტსელერის ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს. წარმატებული სარეჟისორო დებიუტის შემდეგ, მსახიობი და მომღერალი ანა კენდრიკი ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმრის გადასაღებად ემზადება. ტეილორ ჯენკინს რიდის ეს გახმაურებული რომანი 2017 წელს გამოიცა, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა რამდენიმე წლის შემდეგ, ტიკტოკის წყალობით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კინოადაპტაციის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად მწერალი იქნება.
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი გვიყვება ჰოლივუდის ოქროს ხანის გამოგონილ ვარსკვლავზე, რომელთანაც ბოლო ინტერვიუს ჩამოსართმევად არცთუ ცნობილი ჟურნალისტი მიდის. ეველინ ჰიუგოს მონათხრობი თავის თავბრუდამხვევ კარიერასა და კინოზე არანაკლებ დრამატულ პირად ცხოვრებაზე, რომელიც ინტერვიუს ნაცვლად ბიოგრაფიას ედება საფუძვლად, ბევრ მოულოდნელ საიდუმლოს ააშკარავებს. რომანი მსოფლიოში 24 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა და ითარგმნა 43 ენაზე, მათ შორის, ქართულად (სალომე ჩიტაძის თარგმანი, გამომცემლობა პალიტრა L).
კინოადაპტაციისთვის სცენარი ლიზ ტაიგელარმა დაწერა, რომელსაც აქამდე ისეთ წარმატებულ ეკრანიზაციაზე უმუშავია, როგორიცაა Hulu-ის პოპულარული მინისერიალი ყველგან ხანძრის კერებია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ითამაშებს ფილმში, თუმცა, ჯენკინს რიდის ფანები უკვე წლებია, სხვადასხვა მსახიობს განიხილავენ ამა თუ იმ პერსონაჟის როლზე. პოპულარულ ვერსიებს შორისაა ანა დე არმასი და ჯესიკა ჩესტეინი.
თავად ტეილორ ჯენკინს რიდს კი ეველინ ჰიუგოზე არანაკლები ვარსკვლავური ცხოვრება აქვს. მწერლის წიგნები მთელ მსოფლიოში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობს, რაც კვლავაც ტიკტოკის დამსახურებაა. პლატფორმაზე მწერლის სახელის ჰეშტეგით დადებულ ვიდეოებს ჯამში 783 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
2023 წელს რიზ უიზერსპუნის პროდიუსერობით გამოვიდა მინისერიალი დეიზი ჯოუნსი და ექვსეული, რომელიც ჯენკინს რიდის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და გვიყვება 1970-იანების გამოგონილ როკჯგუფზე. ეს წიგნიც ასევე თარგმნილია ქართულად.
ასევე იხილეთ:
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები