ახალგაზრდული ორგანიზაციები შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და აღსაყდრებას ულოცავენ
ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს ღია წერილით მიმართავენ. ახალგაზრდები სულიერ ლიდერს ორ მნიშვნელოვან თარიღს — ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავენ.
ახალგაზრდები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქრისტიანული სარწმუნოების როლს საქართველოს ისტორიულ გზაზე. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ სახარებისეული მცნებები — სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა — ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებზეც თანამედროვე ქართული საზოგადოება უნდა დაფუძნდეს.
ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის წინამძღოლობით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია კვლავაც წარმატებით შეასრულებს თავის უმნიშვნელოვანეს, საზოგადოების გამაერთიანებელ მისიას. მათი განცხადებით, ეკლესიის როლი უალტერნატივოა ქვეყანაში ეროვნული თანხმობის, მშვიდობისა და სოციალური სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
წერილზე ხელმომწერი ორგანიზაციები გამოხატავენ სრულ მზაობას, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი დიალოგის პროცესში, შეიტანონ საკუთარი წვლილი ურთიერთგაგების გაძლიერებაში და დადგნენ ქვეყნისა და ეკლესიის სამსახურში.
მიმართვის სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"უწმინდესსა და უნეტარესს შიო III-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
საქართველოს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელით, გულითადად გილოცავთ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს!
მოციქულთასწორი წმინდა ნინოს შემობრძანებამ, ქადაგებამ და ქართველთა გაქრისტიანებამ საფუძველი ჩაუყარა იმ მყარ სულიერ და ცივილიზაციურ მემკვიდრეობას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის სახე, განამტკიცა ეროვნული თვითმყოფადობა და გვაქცია ქრისტიანული სამყაროს, მათ შორის, ევროპული ცივილიზაციის, განუყოფელ ნაწილად.
ქრისტიანობა ამ ხნის განმავლობაში იყო ის სულიერი საყრდენი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არაერთი განსაცდელის გადატანაში შეეწია. ერისა და სარწმუნოების ეს მრავალსაუკუნოვანი კავშირი გამოიხატებოდა, როგორც სასულიერო, ისე საერო მოღვაწეთა თავდადებაში, რომელიც ერთდროულად ემსახურებოდა ეროვნული საქმის წინსვლასა და ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას. სწორედ ამიტომ, დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ მარადიული, სახარებისეული ღირებულებების ერთგულება, როგორიც სიყვარული, მიტევება, თანადგომა, სამართლიანობა, ღირსება და მოყვასზე ზრუნვაა.
თქვენო უწმინდესობავ, ნება მოგვეცით, ვისარგებლოთ შემთხვევით და გულითადად მოგილოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად თქვენი აღსაყდრებაც. ღრმა სიმბოლური, განსაკუთრებული სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ თქვენი პატრიარქობის დასაწყისი ემთხვევა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
გვწამს, რომ ღვთის შეწევნითა და თქვენი სულიერი წინამძღოლობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მომავალშიც შეასრულებს საზოგადოების გამაერთიანებელ მისიას, ხელს შეუწყობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგს, შერიგებასა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებას.
ჩვენ, ახალგაზრდები, მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიყოთ ამ ძალისხმევის თანამონაწილენი. ვიდგეთ ეკლესიისა და ქვეყნის სამსახურში, ხელი შევუწყოთ თანხმობის, მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამკვიდრებას. სწორედ ამ მზაობის გამოხატულებად მივიჩნევთ რამდენიმე წლის წინ ჩვენს მიერ მიღებულ „ახალგაზრდობის თანხმობის აქტსაც“, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი თაობის სურვილი საერთო ეროვნული მიზნების ირგვლივ გაერთიანებისაკენ.
გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, გულწრფელ სიყვარულსა და თანადგომას. გისურვებთ, უფლის მადლით, მრავალი წელი ემსახუროთ საქართველოს ეკლესიასა და ერს სიბრძნით, სიმტკიცითა და სიყვარულით.
მრავალჟამიერ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!", — აღნიშნულია წერილში.
ღია წერილს ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის;
- საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი;
- საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია;
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო;
- ევროპული ახალგაზრდული ცენტრი;
- პლატფორმა "ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის";
- საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია;
- ახალგაზრდული ორგანიზაცია "ვექტორი";
- ორგანიზაცია Climate Hub;
- ქართულ-ევროპული მოძრაობა;
- ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი — LAG Upper Svaneti;
AEGEE-Tbilisi; - ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი;
- საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია;
- მწვანე იმპულსი;
- ახალგაზრდები დემოკრატიისთვის;
- საქართველოს ახალგაზრდული სივრცე;
- ორგანიზაცია "მომავლის ხმა".
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები