10 მაისს Black Sea Arena ამერიკულ ჯგუფ OneRepublic-ს უმასპინძლებს, 31 მაისს კი ამავე სცენაზე ცნობილი გერმანული როკჯგუფი Scorpions იმღერებს. ამასთან, ვიცით, რომ 18 აგვისტოს საქართველოში ელექტრონული ბენდი Jungle დაუკრავს.

უცხოელი არტისტები კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში ჩამოდიან, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა. მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დასაგეგმად მთავრობამ 70 მილიონი ლარი გამოყო.

ბილეთები Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, BSA.ge-სა და TKT.ge-ზე 29 მარტის 10:00 საათიდან ეტაპობრივად გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად OneRepublic-ის კონცერტი 2020, შემდეგ კი 2022 წლებში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის, ხოლო მოგვიანებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, აღარ შედგა.

მუსიკალური ჯგუფი OneRepublic 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ჯგუფის გამორჩეულ ჰიტებს შორისაა სიმღერები Counting Stars, If I Lose Myself და ა.შ.

Scorpions ფართო საზოგადოებამ ცნობილი სიმღერებით, No One Like You, Still Loving You და Wind of Change, გაიცნო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჯგუფმა Wind of Change-ის ტექსტი შეცვალა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ეძღვნებოდა და რუსეთს დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა.

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...