როგორ ჩავიხედოთ მოლეკულაში — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მარტივი ქიმიური ექსპერიმენტებით შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ნივთიერების შედგენილობა დავადგინოთ. მაგალითად, ის, თუ რამდენი პროცენტი უკავია იქ წყალბადს, ნახშირბადს ან აზოტს და როგორია მისი მოლეკულური მასა. ამის მიუხედავად, დღესდღეობით, როცა უკვე 178 მილიონზე მეტი ნივთიერებაა აღმოჩენილი, მათ შორის სხვაობის შესასწავლად ასეთი მეთოდები საკმარისი აღარაა.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როგორ უნდა ჩავიხედოთ მოლეკულაში, რათა მისი სტრუქტურა ზუსტად განვსაზღვროთ? ამ კითხვაზე მიხეილ ლაბარტყავა, ქიმიის მასწავლებელი, გაგვცემს პასუხს. პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ვიდეოში ის ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის მეთოდზე გვესაუბრება და იმასაც აგვიხსნის, როგორ გამოიყენება ის.
კომენტარები