წინასაარჩევნოდ საპატრიარქოს დაფინანსების 35-მილიონიანი ზრდა პოლიტიკურ მიზანს ატარებს — SJC
ფოტო: საპატრიარქო
მოკლედ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების 35 მილიონით გაზრდა ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების საშუალებას იძლევა.
- საუბარია ირაკლი კობახიძის განკარგულებაზე, რომლის მიხედვით 2024 წლის ბიუჯეტიდან საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული 50 სასწავლო დაწესებულებისთვის 35 მილიონი გაიცემა.
დეტალები: ეს თანხა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამიდან გამოიყოფა.
ეს ხდება იმის ფონზე, რომ
- SJC-ის მიხედვით, საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს.
- ქვეყანაში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას.
SJC წერს, რომ ეკლესიის დაფინანსება, კრიზისებისა და არჩევნების პერიოდში, წინა წლებშიც — მათ შორის, წინა ხელისუფლების დროსაც იზრდებოდა.
- ორგანიზაციის ინფორმაციით 35 მილიონიდან ყველაზე დიდი ოდენობის თანხა — 22 მილიონ ლარზე მეტი საქართველოს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდისთვისაა გამოყოფილი.
- ამ თანხას ორგანიზაცია შეუსაბამოდ დიდ ოდენობად მიიჩნევს.
მათივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ, გელათის სარესტავრაციო ხარჯების დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის კიდევ 7.5 მლნ ლარი გამოიყო.
არსებობს საპატრიარქოს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსებაც.
- "საბოლოოდ, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსება ორჯერ მეტად გაიზარდა და ჯამში, 67 მილიონ ლარს გადააჭარბა", — წერს SJC.
ცნობილი არ არის, გააგრძელებს თუ არა მთავრობა საპატრიარქოსა და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებას მომდევნო წლებშიც.
რატომ არის ეს პრობლემა: SJC წერს, რომ 35 მლნ-იანი დაფინანსება გაიცა მთავრობის განკარგულებით და ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილება არ შესულა. ეს კი თვითნებობის მაღალ რისკებს ატარებს.
- ბუნდოვანია, რატომ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
- მთავრობამ არ იმსჯელა, 35 მილიონი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც საპატრიარქოს გადაეცა, ზოგადი განათლების სისტემას რა მიმართულებებით მოაკლდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი: სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს დაფინანსება უწყვეტად და მზარდად ხორციელდება.
კონკრეტულად
- 2009 წლიდან 2013 წლამდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22–დან 27 მილიონამდე მერყეობდა.
- 2013 წლიდან ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი კი, სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს საპატრიარქოს დაფინანსებისათვის.
- საბოლოო ჯამში, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების ოდენობამ, 2002 წლიდან დღემდე, 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ასევე, SJC-ის მიხედვით,
ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია, 2002 წლის შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან საკუთრებაში იღებდა და იღებს დიდი ოდენობით უძრავ ქონებას, მოძრავ ნივთებს და სხვა სარგებელს.
- ეკლესია, მისი ადგილობრივი ეპარქიები და ინდივიდუალური სასულიერო პირები ასევე იღებენ რეგულარულ დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან.
SJC წერს, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ უთითებს საპატრიარქოს დაფინანსების კონფესიურ მიზნობრიობაზე.
რა წერია კანონში: "ახალგაზრდების ქრისტიანული ღირებულებებით აღზრდისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში) საპატრიარქოს 70–ზე მეტი საგანმანათლებლო–კულტურული და საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფინანსება.
- SJC-ის შეფასებით, რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების კანონით განსაზღვრული ეს მიზანი "არასეკულარული, არასაჯაროა და რელიგიურ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის არალეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს".
რა წერია საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში: SJC აღნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება პრობლემურია და ეწინააღმდეგება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის 2002 წელს გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას.
ამ შეთანხმებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს დაფინანსების მასშტაბი ლიმიტირებულია და მხოლოდ ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს.
- ამასთან, დაფინანსების ოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის საკითხები მხარეებს შორის პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ კომისიას უნდა განესაზღვრა, "თუმცა, ამგვარ კომისიას რეალურად არასდროს უმუშავია და ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფოს არასდროს გაუზომია", — წერს SJC.
- მისივე შეფასებით, დაფინანსების არსებულმა პრაქტიკამ, ზიანის ანაზღაურების ნაცვლად, პირდაპირი სუბსიდირების, დაფინანსების არადემოკრატიული ფორმა მიიღო, რადგან ის "დაფინანსების ოდენობას და პირობებს ხელისუფლების შიშველ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულს ხდის და ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ რისკებს აჩენს".
საპატრიარქოს დაფინანსების არსებული პრაქტიკა: SJC მიიჩნევს რომ საპატრიარქოს დაფინანსების პრაქტიკა, როგორც მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაციის მხარდაჭერა, არის დისკრიმინაციული.
მათივე თქმით, 2014 წელს დამატებით 4 რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებამ (სომხური და კათოლიკური ეკლესია, მუსლიმი და იუდეური თემი), დაფინანსების პრაქტიკის დისკრიმინაციული შინაარსი არ შეცვალა, რადგან მან დაფინანსების მიღმა დატოვა სხვა რელიგიური ორგანიზაციები.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები