მეცნიერებს "ხელოვნური" სიცოცხლის შექმნა სურთ — კვლევა
"ეს კვლევა ლაბორატორიაში სიცოცხლის გაჩენის საშუალებას მოგვცემს"
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიცოცხლე გაჩნდა მაშინ, როდესაც რნმ-მა საკუთარი თავის რეპლიკაცია დაიწყო. და, აი, ახლა მკვლევრების თქმით, მათ ამ პროცესის ნაწილი გაიმეორეს.
Washington Post-თან ინტერვიუში მეცნიერები ამბობენ, რომ შექმნეს რნმ-ის მოლეკულა, რომელიც სხვა ტიპის რნმ-ის ასლებს ქმნის. ეს ლაბორატორიულ პირობებში ადრეულ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის სიმულირებაა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დნმ-ისა და ცილების გაჩენამდე არსებობდა რნმ. სწორედ ამ მიდგომას მიმართეს მკვლევრებმა და ე.წ. "პირველად სუპში" რნმ საწყის ინგრედიენტად გამოიყენეს.
მკვლევრებმა ლაბორატორიაში დამზადებული რნმ-ის მოლეკულა შექმნეს, რომელიც ზუსტად აკოპირებდა სხვებს და შედეგად წარმოიქმნა ფერმენტი. ახლა, როდესაც ეს მოხდა, შესაძლებელია სიცოცხლის ადრეული ეტაპის შესწავლა.
"ლაბორატორიაში შექმნილ მოლეკულას თვითგამრავლება ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ის ამისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ რნმ საკუთარი თავის გამრავლებას შეძლებს, მაშინ ის ცოცხალია. ეს არის გზა, რომელიც ლაბორატორიაში სიცოცხლის გაჩენამდე მიგვიყვანს", — თქვა კვლევის ავტორმა, ჯარელ ჯოისმა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ "დარვინისეული ევოლუციის" დასაწყებად რნმ-მა ორიგინალის იდენტური ასლები უნდა შექმნას. თუ რამე არასწორად წარიმართა, ყველაფერი სწრაფად უარესდება და ყოველი მომდევნო ასლი უფრო ბუნდოვანი ხდება.
"თუ შეცდომის მაჩვენებელი მაღალია, თქვენ ვერ შეინარჩუნებთ გენეტიკურ ინფორმაციას", — განმარტა ჯოისმა.
კომენტარები