ვინ არიან Apple-ის აქციონერები
ფოტო: Money
Apple (AAPL) მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მისი ძირითადი საქმიანობა სამომხმარებლო ტექნიკის წარმოება და რეალიზაციაა. მათ შორის, ის აწარმოებს: სმარტფონებს, ტაბლეტებს, კომპიუტერულ ტექნიკასა და სხვადასხვა სერვისს.
კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია iPhone. ამასთან, მის ყველაზე მეტად გაყიდვად პროდუქტებს შორისაა iPad-ისა და Mac-ის ხაზის ნივთები. გარდა ამისა, Apple საკუთარ მომხმარებელს Apple Tv+, Apple Music და სხვადასხვა ციფრულ კონტენტსაც სთავაზობს.
Apple საკუთარი ფასიანი ქაღალდებით 1980 წლიდან ვაჭრობს. ამჟამად მისი ერთი აქციის შეძენა 182.52 დოლარად არის შესაძლებელი. ამ კომპანიის აქციები ქართველ ინვესტორებს შორისაც პოპულარულია. Apple იმ ტოპ-10 აქციას შორის შედის, რომელსაც საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით ყიდულობენ.
სტატიის მომდევნო ნაწილში კომპანიის ექვს აქციონერს უფრო დეტალურად განვიხილავთ.
ტოპ-3 ინსტიტუციური აქციონერი
Vanguard Group Inc-ის ანგარიშზე Apple-ის 1,25 მილიარდზე მეტ აქციაა, რაც მთლიანი აქციების 7,96%-ს წარმოადგენს. ეს კომპანია სავაჭრო ფონდი, რომელიც დაახლოებით 7,6 ტრილიონი დოლარის გლობალურ აქტივებს მართავს. The Vanguard S&P 500 ETF (VOO) კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფონდია, რომელიც 937.1 მილიარდი დოლარის აქტივებს აერთიანებს. 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, Apple ნომერ მეორე კომპანიაა, რომელიც VOO-ს პორტფელის 7,24%-ს მოიცავს.
BlackRock Inc. ფლობს Apple-ის 1,02 მილიარდ აქციას, რაც მთლიანი აქციების 6,44%-ს წარმოადგენს. Vanguard-ის მსგავსად ეს კომპანიაც ფონდია, რომელიც ETF-ების მენეჯმენტით არის დაკავებული — მისი კონტროლის ქვეშ 9,09 ტრილიონი დოლარის აქტივებია. The iShares Core S&P 500 ETF (IVV) ერთ-ერთი უდიდესი ფონდია, რომელიც 2024 წლის იანვრის მდგომარეობით 403 მილიარდი დოლარის წმინდა აქტივს წარმოადგენს. Apple კი სიდიდით მეორე ჰოლდინგია, რომელიც IVV-ის პორტფელის 6,76%-ს მოიცავს.
ETF გაცვლითი სავაჭრო ფონდია, რომელიც ინვესტორებს აქციების კრებულში ფულის დაბანდების საშუალებას აძლევს.
Berkshire Hathaway Inc. კომპანიის თითქმის მილიარდ აქციას ფლობს, რაც მთლიანი ფასიანი ქაღალდების 5,73%-ია. უმდიდრესი ინვესტორის, უორენ ბაფეტის ხელმძღვანელობით Berkshire Hathaway დივერსიფიცირებული ჰოლდინგია, რომელიც სხვადასხვა სექტორის ინვესტიციებს აერთიანებს: სადაზღვევო სფეროში, რკინიგზაში, გაზსა და ელექტრომომარაგებაში და სხვა.
ტოპ-3 აქციონერი ფიზიკურ პირებს შორის
არტურ ლევინსონი Apple-ის 4,590,409 აქციას ფლობს. ის კომპანიის ბორდის თავმჯდომარეა, თუმცა მისი გამოცდილება აუდიტისა და ფინანსების მიმართულებიდან მოდის. ლევინსონი Apple-ში კორპორატიული მმართველობის მიმართულებითაც იყო დასაქმებული.
ტიმ კუკი Apple-ის 3,279,898 აქციას ფლობს, რაც სრულად გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 0,02%-ს წარმოადგენს. მან Apple-თან თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და ოპერაციების მიმართულებას ჩაუდგა სათავეში — ის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვებსა და ოპერაციულ პროცესებზე იყო პასუხისმგებელი. 2011 წელს კი, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი გარდაიცვალა, კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. აქვე უნდა ითქვას, რომ წარსულში კუკი ხელმძღვანელობდა Apple-ის მაკინტოშის განყოფილებასაც და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტრატეგიული გადამყიდველისა და მიმწოდებლის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ჯეფ უილიამსი, რომელიც Apple-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერია, კომპანიის 677,392 აქციას ფლობს. ის Apple-ის ოპერაციებს გლობალურ დონეზე ზედამხედველობს და ჩართულია კომპანიის სხვადასხვა ინიციატივის სწორად წარმართვის საქმეში. უილიამსი კომპანიას 1998 წელს შეუერთდა და ოპერაციების მენეჯერის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. გარდა ამისა, ის კომპანიის გლობალური შესყიდვებსაც ხელმძღვანელობდა.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები