ტრამპის კავშირები რუსეთთან: სკანდალურ შეხვედრაში რუსულ ინტერესებს ირაკლი კაველაძე წარმოადგენდა
ფოტო: Irakli Kaveladze / Facebook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირებს გამოძიების პარალელურად, ამერიკული მედია მნიშვნელოვან ფაქტებზე წერს. კერძოდ, 2016 წლის ივნისში, როცა ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მისი შვილი, დონალდ ტრამპ უმცროსი, ტრამპ თაუერში შეხვდა რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ რამდენიმე პირს. როგორც CNN იტყობინება, შეხვედრა რუსული მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზანი ტრამპისთვის მისი კონკურენტის, ჰილარი კლინტონის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების მიწოდება იყო.
სწორედ ამ შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა წარმოშობით ქართველი ირაკლი (აიკ) კაველაძე. ის ამ შეხვედრაზე პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს, არას აგალაროვს წარმოადგენდა. ბოლო დრომდე, ამ ფარული შეხვედრის მხოლოდ შვიდი მონაწილის შესახებ იყო ცნობილი.
კაველაძე სამშენებლო კომპანია კროკუს გრუპის უფროსი ვიცე-პრეზიდენტია. ამერიკის ხმის ცნობით, აღნიშნული კომპანია, აზერბაიჯანული წარმოშობის სწორედ არას აგალაროვის მიერაა მართული.
აგალაროვის, რუსეთის ხელისუფლების გარდა, უკვე წლებია, კავშირები აქვს დონალდ ტრამპთან. The Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპის მიერ დაფუძნებულ კონკურს "მის სამყაროს", 2013 წელს, სწორედ აგალაროვმა უმასპინძლა რუსეთში. გარდა ამისა, ტრამპსა და აგალაროვს რუსეთში ტრამპ თაუერის აშენებაც სურდათ, მაგრამ პროექტი 2014 წელს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩაიშალა.
კაველაძის პირად ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ის "კომპანიის რუსეთის პროექტებში მრავალ ელემენტზეა პასუხისმგებელი". ვებგვერდი წერია, რომ ის მოსკოვის ფინანსების აკადემიაში სწავლობდა და კონექტიკუტის შტატის ნიუ-ჰევენის უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.
კაველაძის ვინაობა მისმა ადვოკატმა, სკოტ ბალბერმა დაადასტურა. მისი მტკიცებით, კაველაძე დიდი ხანია შეერთებული შტატების მოქალაქეა, რუსულ ენას კარგად ფლობს და "რუსეთის მთავრობასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია".
ამერიკის ხმისთვის ცნობილი გახდა, რომ კაველაძე ქართულად საუბრობს და ამჟამად კალიფორნიის შტატში ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, კაველაძე აშშ-ში 1990-იანი წლების დასაწყისში გადასახლდა.
კაველაძის ადვოკატის თქმით, საგანგებო პროკურორის გამომძიებლებს მისი კლიენტისგან ინფორმაციის მიღება სურთ და გამოძიებისგან გამომდინარე, პროკურორებთან სრულად თანამშრომლობენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წარმოშობით ქართველი ირაკლი კაველაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 2000 წელს აშშ-ს კონგრესი იძიებდა რუსული კომპანიების მიერ ამერიკული ბანკების საშუალებით ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტებს. კაველაძის, როგორც რუსული ბიზნესის წარმომადგენლის სახელი, ამერიკელი კანონმდებლობისთვის სწორედ იმ დროს გახდა ცნობილი, თუმცა გამოძიება უშედეგოდ, დანაშაულის დამტკიცების გარეშე დასრულდა.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
კომენტარები