გლობალური დათბობა პეპლების ვიზუალს ცვლის — კვლევა
კლიმატის ცვლილებამ შეიძლება პეპლების ვიზუალიც შეცვალოს. ექსეტერის უნვიერსიტეტის მკვლევრების თქმით, ეს მდელოს ყავისფერი პეპლების მდედრებს ეხება და ისინი ლაქებს კარგავენ.
მდედრობითი სქესის ეს პეპელა ფართოდაა გავრცელებული. ის ბალახიან ადგილებში, მდელოებსა და ბაღებში გვხვდება.
მამრების მსგავსად, მდედრებსაც ყავისფერი ფრთები აქვთ. მათი ფრთები თვალის მსგავსი ლაქებითაა მორთული.
"ამ პეპლებში ყოველთვის გვხვდება დიდი "თვალების ლაქები". ეს ალბათ მტაცებლების დასაფრთხობად გამოუმუშავდათ", — თქვა პროფესორმა რიჩარდ ფრენჩ-კონსტანტმა, კორნუოლში ეკოლოგიისა და კონსერვაციის ცენტრიდან.
მკვლევრების თქმით, მათ ასევე აქვთ უფრო პატარა ლაქები უკანა ფრთებზე, რაც, ალბათ, გამოსადეგია შენიღბვისთვის, როცა პეპელა ისვენებს.
რა არის თერმული პლასტიურობა ორგანიზმისთვის?
გარემო ფაქტორებმა, როგორიცაა ტემპერატურა და ჰაბიტატის პირობები, შეიძლება გავლენა იქონიოს პეპლების ჯანმრთელობასა და ზომაზე. თბილმა ამინდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პეპლების განვითარების ტემპზე და გაზრდის დროზე.
პეპლების ფრთებზე ლაქების რაოდენობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ტემპერატურაა. უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში პეპელას შედარებით ნაკლები ლაქა უვითარდება.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პეპლების ფრთებზე თვალის მსგავსი ლაქების ცვალებადობაზე გავლენას თერმული პლასტიურობა ახდენს.
თერმული პლასტიურობა ორგანიზმის ტემპერატურის ცვლილებაზე ადაპტირების საშუალებაა.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც მდედრი კუპრის მდგომარეობაში უფრო მაღალ ტემპერატურაზეა, საბოლოოდ მას ნაკლები ლაქა უვითარდება. ამით პეპლები ცვლილებების მიმართ ადაპტირდებიან. მაგალითად, ნაკლები ლაქების შემთხვევაში, მშრალ და ყავისფერ ბალახზე მათი დაფიქსირება უფრო რთული იქნება", — თქვა ფრენჩ-კონსტანტმა.
კვლევა ჟურნალ Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები