აფხაზეთში პროტესტია — "პარლამენტმა" გამთენიისას რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას მხარი დაუჭირა
ფოტო: "ეხო კავკაზა"
რა ხდება: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გამთენიისას, "რიგგარეშე სხდომაზე" მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, რომლის მიხედვით, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა.
- ადგილობრივი "აფსნი პრესი" წერს, რომ ამის შესახებ, "პარლამენტის" შენობასთან შეკრებილ ხალხს, რომლებიც შეთანხმებას აპროტესტებენ, "საკანონმდებლო ორგანოს" სპიკერმა, ლაშა აშუბამ აცნობა.
- სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.
დეტალები: აშუბამ თქვა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო "ყველა ღელავდა, მათ შორის, "პარლამენტის" დეპუტატებიც" და დღეს დილიდან რამდენიმე დელეგაცია მიიღეს, განიხილეს შეთანხმების რამდენიმე შესაძლებლობა.
- "შედგა შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომელზეც კონსენსუსზე დამყარებული დოკუმენტი მივიღეთ. ეს არის ცვლილება შესაბამის კანონებში, კანონში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, სამოქალაქო კოდექსში და სპეციალურ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც კონკრეტულად ეხება სახელმწიფო აგარაკის გადაცემას, სადაც ნათქვამია, რომ თუ ობიექტი გადაეცემა მესამე პირებს, ხელშეკრულება უქმდება და ქონება უბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას", — განაცხადა აშუბამ.
მისივე ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომას 28 "დეპუტატი" ესწრებოდა. შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 26-მა მათგანმა დაუჭირა.
რას ითვალისწინებს შეთანხმება: სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი ბიჭვინთაში აშენდა 1958-1961 წლებში, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით.
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით,
- 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული "ობიექტი" მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
- რუსულ მხარეს 49-წლიანი იჯარით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის ფართობი. ყოველი ნაკვეთისთვის ქირას — წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის.
- ამ მიწის ნაკვეთებზე, მოსკოვს უფლება აქვს, აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით. ნაგებობები რუსეთის საკუთრება იქნება.
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე, მათ დასასვენებლად.
- მხარეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
- ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
რა რეაქციებია: აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეებმა შეკრება 26 დეკემბრის საღამოს დაიწყეს.
- მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა, 28 დეკემბრის ნაცვლად, 27 დეკემბერს გადაწყდა.
- დღეს ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა "პარლამენტის" გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
- ყოფილი "ომბუდსმენი", ასიდა შაკრილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.
"მოხდა ყველაზე ცუდი რამ, რასაც ველოდით. დეპუტატებმა უგულებელყვეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქვეყნის კონსტიტუცია. მათ დაარღვიეს ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა. პარლამენტის წევრებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რიგგარეშე სხდომა ღამით გაემართათ. მათ უნდა დაესაბუთებინათ ამ სხდომის კანონიერება", — განუცხადა შაკრილმა ჟურნალისტებს.
OC Media-ს ინფორმაციით, ოპოზიციამ აფხაზეთის "პარლამენტის" შენობის წინ დღეს საპროტესტო აქცია დააანონსა.
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები