არქეოლოგებმა მსოფლიოში უძველესი ციხესიმაგრეები აღმოაჩინეს
ათასობით წლით ადრე, სანამ ცენტრალური ევრაზიის უძველესი ხალხი მეურნეობას ისწავლიდა, მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფები სუბარქტიკაში პირველ მუდმივ დასახლებებს ქმნიდნენ. ამით ისინი წინააღმდეგობაში მოდიან იმ აზრთან, რომ მუდმივი დასახლებების წინაპირობა მეურნეობაა.
და აი ახლა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ დაათარიღეს ყველაზე ადრეული ცნობილი ნასახლარები და ეს ყინულოვან ჩრდილოეთში, მდინარე ამნიას მრუდის მახლობლად.
ამნიას არქეოლოგიური ადგილები 1987 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ბოლოდროინდელმა რადიოკარბონულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ აქაური ნაგებობები 8 000 წლის წინდელია.
უძველესი ნაგებობა (ქვემოთ ილუსტრაციაზე წითლად შემოხაზული) ახლა მხოლოდ ჩაღრმავებაა მიწაში, მაგრამ ოდესღაც იგი დაცული იყო თხრილით. რადიოკარბონული დათარიღების მიხედვით, იგი აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე ათასწლეულის ბოლოს.
მოგვიანებით, ძვ. წ. მეექვსე ათასწლეულში, კიდევ ორი ასეთი ნაგებობა გამოჩნდა. ამ შემთხვევაში ნაგებობები კიდევ უფრო თანმიმდევრულადაა მოწყობილი.
არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის თანახმად, ეს ორი ადგილი ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ წარმოდგენას იმის შესახებ თუ რა შეეძლოთ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებს.
აშკარაა, რომ მსგავს ნაგებობებს მხოლოდ მიწათმოქედები არ აგებდნენ.
"ჩვენი ახალი პალეობოტანიკური და სტრატიგრაფიული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დასავლეთ ციმბირის მაცხოვრებლები კომპლექსურ ნაგებობებს აშენებდნენ", — ამბობს არქეოლოგი ტანია შრაიბერი, ბერლინის პრეისტორიული არქეოლოგიის ინსტიტუტიდან.
დასავლეთ ციმბირის ტაიგა ჭაობიანი, წიწვოვანი ტყის ჰაბიტატია სუბარქტიკაში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6 000 წელს, ამნიას მახლობლად მდებარე ტაიგა ირმებს და თევზებს მასპინძლობდა.
ასეთ ადგილებში მონადირე-შემგროვებლებსაც მოუწევდათ თავისი ნადავლის სხვებისგან დაცვა. შესაბამისად, მათ პირველი ციხესიმაგრეები ააგეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე გაურკვეველია რას იცავდა ამნიას ციხესიმაგრეები (ან რატომ), მკვლევრები ეჭვობენ, რომ ადგილზე ინახებოდა საკვები, სავარაუდოდ თევზისა და სხვა ცხოველების ხორცი.
"ეს ისეთი ადგილია, სადაც მკვიდრებს მოსავლის მოყვანა არ დასჭირდებოდათ. გარემო მათ ბუნებრივად ამარაგებდა საკვებითა და სხვა რესურსით. შესაბამისად, ამ ყველაფერს დაცვა დასჭირდებოდა", — თქვეს მკვლევრებმა.
ადგილზე არქეოლოგებმა ჭურჭლის ნაშთებიც აღმოაჩინეს, სადაც სავარაუდოდ საკვები ინახებდა. გაურკვეველია, რამდენად დასახლებული იყო ეს ადგილები. შეიძლება აქ მხოლოდ საკვებს ინახავდნენ.
არსებობს ქვის ხანის კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრე აქვთ აღმოჩენილი, მაგრამ არცერთია ისეთივე ძველი, როგორც ამნია I-ის ადგილი. ევროპაში, მსგავსი ადგილები საუკუნეების შემდეგ გამოჩნდა და მხოლოდ სოფლის მეურნეობის გარიჟრაჟის შემდეგ.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მონადირე-შემოგროვებლების საზოგადოებები არ იყო იმდენად განვითარებული, ასეთი კომპლექსური და მუდმივი ნაგებობები რომ შეექმნათ.
მიუხედავად ამისა, ამნიას შემსწავლელი არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ კულტურების მოყვანა და ცხოველების მოშენება არ არის ერთადერთი სტიმული ასეთი საქმიანობისთვის.
მაგალითად, გიობექლი თეფე ისტორიაში უძველესი ტაძარია, რომელიც სტოუნჰენჯამდე 6 000 წლით ადრე აიგო. ეს ნაგებობაც მონადირე-შემოგროვებლებს მიეწერებათ.
გიობელქი-თეფე არის ნეოლითური არქეოლოგიური ადგილი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში. ეს კი ნიშნავს, რომ ნაგებობა სულ მცირე 11 000 წლისაა.
ჯერ ზუსტად არ ვიცით რისთვის იყენებდნენ ამ ნაგებობას. ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ მას რაიმე საზეიმო ან რელიგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ადამიანთა დასახლების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითი.
კვლევა Antiquity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები