5 რამ, რაც მობილბანკის თამაშის ფინალზე უნდა იცოდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური თამაში გრძელდება. შეჯიბრის დასრულებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება, ამიტომ მოთამაშეები გამალებით ცდილობენ, ყოველკვირეული დავალებები სწორად და სრულყოფილად შეასრულონ, დააგროვონ მონეტები, მოიპოვონ ფინალის საგზური და მარკეტში სასურველი საჩუქრები დაისაკუთრონ. თუმცა, ამ უკანასკნელის გაკეთებამდე ყველა მოთამაშეს დაფიქრება მართებს — შეიძლება საჩუქარი ძალიან მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ თუ თამაშში გამარჯვებას უმიზნებ, მონეტები სიფრთხილით უნდა ხარჯო.
კიდევ რა უნდა იცოდე თამაშის ფინალზე?
1. ფინალი იანვარში გაიმართება
თამაშის 12-კვირიანი მარათონი, რომელმაც სტარტი ოქტომბრის თვეში აიღო, წლის ბოლოს დასრულდება. ეს ერთგვარი საკვალიფიკაციო რაუნდი გამოავლენს იმ გუნდურად თუ დამოუკიდებლად მოთამაშეებს, რომლებმაც დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება დაიმსახურეს. თამაშის ფინალი კი 2024 წლის იანვრის პირველ ნახევარში გაიმართება — ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
2. დაგროვებული მონეტები ფინალში შეგიძლია სხვადასხვა დახმარებაში გადაცვალო
აი, სწორედ ამიტომ გირჩიეთ, მონეტების დაფიქრებით ხარჯვა გმართებსო. როგორც ალბათ უკვე იცი, თამაშის ფინალში ყველაფერი სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული, არასწორი პასუხი კი ძვირადაც შეიძლება დაგიჯდეს — ამას დროის შეზღუდვა მოჰყვება. თუმცა, თუ საკმარისი რაოდენობის მონეტა გექნება გადანახული, არა მხოლოდ დროის შეზღუდვის მოხსნას შეძლებ, არამედ ასოს გახსნას და არასწორი პასუხების გამორიცხვასაც კი. ერთი და იმავე დახმარების გამოყენებას კი იმდენჯერ შეძლებ, სადამდეც დაგროვებული მონეტები გეყოფა, თუმცა ერთ კითხვაზე მხოლოდ ერთი დახმარების გამოყენება შეგიძლია. გაითვალისწინე ისიც, რომ თამაშის დასრულების შემდეგ მონეტებს ვეღარაფერში გამოიყენებ, ამდენად, ფინალში მათ გამოზოგვას აზრი არც აქვს.
3. ფინალში მოხვედრა თუ გსურს, თამაშში 24 დეკემბრამდე უნდა ჩაერთო
თამაშის ფინალში მოსახვედრად საჭიროა, მინიმუმ ორი კვირის დავალებები გქონდეს სრულყოფილად შესრულებული. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ორი კვირა მიყოლებით იქნება თუ ინტერვალით. ასე რომ, თუკი ფინალში მონაწილეობა გსურს, თამაშში მე-10 კვირამდე უნდა ჩაერთო. თუმცა, მხედველობაში გქონდეს, რომ საქმის აქამდე მიყვანა დიდ რისკს უკავშირდება — ამ შემთხვევაში შენ აღარცერთი შეცდომა არ გეპატიება. ამდენად, თუ ჯერ კიდევ არ თამაშობ, აჯობებს, თადარიგი დაიჭირო: 24 დეკემბერს არ დაელოდო და შეჯიბრს ახლავე შემოუერთდე.
4. ფინალში მონაწილეობისთვის დამატებითი მონეტები ორჯერ მაინც უნდა მიიღო
როგორც უკვე გითხარით, ფინალში სათამაშოდ საჭიროა, ყოველკვირეული დავალებები ორჯერ მაინც გქონდეს სრულყოფილად შესრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი მონეტები, სულ ცოტა, ორჯერ უნდა მიიღო. პრინციპი კი ამგვარია დამოუკიდებელი მოთამაშის შემთხვევაში: ყოველ კვირას შენ 7 დავალება გაქვს შესასრულებელი. თითოეული დავალების შესრულებისას 5 მონეტას იღებ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველას სწორად გაართმევ თავს, დამატებით კიდევ 10 მონეტა გეძლევა. ამდენად, თუკი დამოუკიდებლად თამაშობ, ფინალში მოსახვედრად 20 დამატებითი მონეტა მაინც უნდა გქონდეს. უფრო ზუსტად ამ ბლოგში გაიგებ, როგორ უნდა დარწმუნდე, რომ თამაშის ფინალისტი ხარ.
5. ფინალში მხოლოდ გუნდის კაპიტანი ითამაშებს
თამაშში მართლაც რომ ყველაფერი სისწრაფეზეა დამოკიდებული, ამდენად, დრო წინასწარ არაა განსაზღვრული — გაიმარჯვებს ის, ვინც დასკვნითი ეტაპის დავალებებს ყველაზე მალე შეასრულებს. ცხადია, დამოუკიდებლად მოთამაშეები მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან, მაგრამ წყვილებს და გუნდებს ასევე მოუწევთ, ფინალში სათამაშოდ კაპიტანი შეარჩიონ. კაპიტანს აქამდეც მნიშვნელოვანი პრივილეგია ჰქონდა — გუნდის მიერ მოგროვებულ მონეტებს განკარგავდა. თუმცა, თამაშის დასკვნით ეტაპზე კაპიტნის შერჩევას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. გუნდში უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის მათ შორის ყველაზე სხარტი — ის, ვინც მათი სახელით იასპარეზებს ფინალში. ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალამდე ბოლო 24 საათის ათვლა დაიწყება, კაპიტანს ვერცერთი გუნდი ვეღარ შეცვლის.
ახლა კი, როცა ფინალთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები მიიღე და ინტერესიც მეტ-ნაკლებად დაიკმაყოფილე, შეგიძლია თამაში განაგრძო. ხოლო თუ თამაშში ჯერ ისევ არ ჩართულხარ, როგორც გითხარით, იჩქარე! გადმოწერე მობილბანკის აპლიკაცია, გაიარე მარტივი რეგისტრაცია და შემოუერთდი შეჯიბრს.
თუ თამაშის წესებსა და პრიზებზე მეტის გაგება გინდა, ამ ბმულს ეწვიე, ხოლო თუ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაინტერესებს, ეს ბლოგი წაიკითხე აუცილებლად.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
კომენტარები