პარტნიორის კონტენტი

5 პროექტი 4 რეგიონში — ასოციაცია ანიკას 3-წლიანი აქტივობა შშმ პირთა გაძლიერებისთვის

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის

საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა; ეს კი ინკლუზიური გარემოს დანერგვითა და ხარისხიანი სოციალური მომსახურების მიწოდების გზით უნდა მოხდეს.

ამ ვალდებულების საპასუხოდ და მისი შესრულების მიზნით, საქართველოში სხვადასხვა აქტივობა თუ ინიციატივა სრულდება. დიდი წვლილი ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში ასოციაცია ანიკას პროექტს — "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" მიუძღვის. პროექტი 2021 წლის 1 თებერვლიდან, ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ასევე თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით, დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, საქართველოს არაერთ რეგიონში შეცვალა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა თუ ცხოვრების ხარისხი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხარისხიანი სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი პირობა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაა, როგორც სოციალური მომსახურების მიწოდებაში, ასევე ადვოკატირებასა და ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკის შემუშავებაში. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 3-წლიანმა პროექტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება დაისახა მიზნად, მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის.

პროექტის განმავლობაში (2021-2023 წწ) შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

  • საქართველოში არსებული სოციალური მომსახურებების შესაფასებელი კვლევა;
  • მოთხოვნაზე და უფლებებზე დაფუძნებული ახალი სოციალური მომსახურების შემუშავება და პილოტირება საქართველოს 4 რეგიონში — აჭარა, გურია, იმერეთი და კახეთი;
  • 4 ქვეგრანტის გაცემა საპილოტე მომსახურებების განსახორციელებლად;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ცოდნისა და უნარების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება;
  • სატრენინგო მოდულების და მასალების შემუშავება და დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით და ცენტრალურ/ადგილობრივ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე დაფუძნებული მხარდამჭერი მომსახურებების განვითარების სტრატეგია 2024-2033 წლებისთვის" შემუშავება და სხვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასოციაციამ ანიკა, ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ რეგიონში, სოციალური მომსახურებების განვითარებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ქვეგრანტები გასცა. სტატიაში წარმოგიდგენთ გაცემული ქვეგრანტების ფარგლებში შესრულებულ აქტივობებს.

აჭარა — სოციალური სერვისების განვითარება და დამოუკიდებელი ცხოვრების გაუმჯობესება

ასოციაცია ანიკას ქვეგრანტი აჭარაში ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" მიიღო. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისები განავითარა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიწოდება დაიწყო.

გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის უფლებებზე დაფუძნებული სერვისი მიეწოდებინათ, ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში სხვა მიზანიც დაისახა — შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებით შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი აქტივობები:

  • საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მერიის წარმოამდგენლებთან;
  • სერვისების და პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით;
  • პოტენციურ მოსარგებლეთა სიის ფორმირება;
  • მოსარგებლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება, ბენეფიციართა შერჩევა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა;
  • ორივე სერვისის პროგრამის შემუშავება და თითოეული სერვისის მიხედვით შერჩეული მოსარგებლეების მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მიხედვით ინდივიდუალური გრაფიკის შემუშავება;
  • სერვისის მიწოდება;
  • სერვისის მიწოდების მონიტორინგი და შეფასება;
  • ტრენინგ-სემინარების ჩატარება მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან, ხანდაზმულებთან, შშმ პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან;
  • საგანმანათლებლო პოსტერების და წარმატებული ისტორიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოც. ქსელებით.

პროექტში ჩართული პარტნიორები იყვნენ: ქედის მუნიიცპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი, ა(ა)იპ ასოციაცია ანიკა, ა(ა)იპ ქედის ქალთა ოთხი, ა(ა)იპ შუაუხევის ქალთა ოთახი.

კახეთი — "თანაბარი შესაძლებლობები ბავშვებს"

ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ანიკასა და თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით, გრანტი მიიღო კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პროექტმა "თანაბარი შესაძლებლობები ბავშვებს". პროექტის მიზანი ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის მოწყვლადი ბავშვებისთვის შესაბამისი სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ოჯახების მხარდაჭერა და საკითხების ადვოკატირება იყო, მრავალფეროვანი სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის.

მიზნის შესაბამისად, ცენტრის მხრიდან გაიწერა აქტივობები, რაც გულისხმობდა ყვარლის მუნიციპალიტეტში 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის სერვისის შექმნას, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურების და მომსახურებაში ჩართული ოჯახების მხარდაჭერას და მოწყვლადი ჯგუფებიდან ამოღებული საჭიროებების ადვოკატირებას.

პროექტის ფარგლებში გაწერილი იყო კონკრეტულიი საქმიანობები, მათ შორის:

  • რეაბილიტაცია-აბილიტაციის სერვისში მომუშავე ადამიანების (მულტიდისციპლინური) გუნდის შერჩევა/გადამზადება;
  • სერვისისთვის ფართის რეაბილიტაცია;
  • პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ყველა იმ უწყებასთან, ვისაც ბავშვთან და ოჯახთან აქვს შეხება;
  • მუნიციპალიტეტისთვის საინფორმაციო შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების განვითარების მნიშვნელობის მიმართულებით;
  • რებაილიტაცია-აბილიტაციის სერვისში ჩართული ბავშვების ოჯახების/მშობლების მხარდაჭერა მრავალფეროვანი სესიებით და ტრენინგებით და მათგან ამოღებული საჭიროებების მიტანა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მუნიციპალური სერვისების გამრავალფეროვნებას და დახვეწას.

ყვარლის მუნიციპალიტეტში პროექტის პარტნიორი იყო მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი დეპარტამენტები, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სამედიცინო დაწესებულებები, მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სოფლებში.

გურია — სოციალური სერვისების განვითარება

2019 წელს, შშმ პირთა მშობლების მიერ შექმნილი ორგანიზაცია Oda care-ის მიხედვით, გურიის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ დონეზე უკვე არსებული სერვისები ვერ აკმაყოფილებდა თემის საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ გადაწყვიტა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი შეექმნა, მეორე მხრივ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინმოვლის და პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაენერგა.

"სოციალური სერვისების განვითარება ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის" — ეს იმ პროექტის დასახელებაა, რომლითაც ორგანიზაცია ოდა ქეარმა (Oda care) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში — "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" ჩაერთო.

ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ანიკას მხარდაჭერითა და თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის პარტნიორობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო პერსონალური ასისტენტის და შინმოვლის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პერსონალური ასისტენტები და შინმოვლის სპეციალისტები, რომლებიც საჭირო დახმარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და უძლურებაში მყოფ ხანდაზმულებს. ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ცენტრში მოსულ მოსარგებლეს მომსახურებას უწევს ფიზიო თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ბავშვთა ნევროლოგი, ქცევის თერაპევტი და სპეციალური მასწავლებელი, ასევე მოწვეულია ოკუპაციური თერაპევტი.

აღსანიშნავია, რომ Oda care-ის მისიაა სოციალური სერვისების შექმნა და განვითარება გურიის რეგიონში, საზოგადოების ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და განვითარება, საზოგადოებაში სწორი, ღირებულებებზე დაფუძნებული იდეალების დამკვიდრების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება და განათლება. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობლების, მეურვეებისა და ოჯახების სხვა წევრების უფლებების დაცვა, მხარდამჭერი პროგრამების ინიცირება და განხორციელება.

იმერეთი (ხარაგაული) — "უკეთესი მომავლისთვის"

პერსონალური ასისტენტისა და შინ მოვლის მომსახურება დანერგეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც, პროექტ "უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში. პროექტი ადგილობრივმა ორგანიზაციამ "ნაბიჯი ხარაგაული" განახორციელა, 2022 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 15 იანვრამდე პერიოდში.

ორგანიზაცია ინიციატივის შესასრულებლად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და მხარდაჭერილ პროექტში ჩაერთო, რომელსაც ასოციაცია ანიკა ახორციელებდა. "ნაბიჯი ხარაგაულის" პროექტმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე 6-დან 18 წლამდე და ზემოთ, მსუბუქი დარღვევების მქონე შშმ პირებისათვის და მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურება გახადა ხელმისაწვდომი.

მომსახურებას წევდნენ:

  • შინ მოვლის პროგრამის მუნიციპალიტეტის სასოფლო ამბულატორიის ექთნები;
  • წინასწარ, პერსონალური ასისტირებისთვის შერჩეული პირები.

მომსახურების დაწყებამდე პროექტში ჩართულმა პირებმა გაიარეს ტრენინგ კურსი როგორც შინ მოვლის, ისე პერსონალური ასისტირების საკითხებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია შინ მოვლისა და პერსონალური ასისტირების პროგრამის შესახებ, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და მომსახურების სავარაუდო განმახორციელებლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია შინ მოვლისა და პერსონალური ასისტირების პროგრამის შესახებ. მომსახურების დაწყებამდე ტარდებოდა საინფორმაციო შეხვედრებიც და რიგდებოდა პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი ტრიფლეტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროექტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ითანამშრომლეს ადგილობრივ მედიებთანაც.

იმერეთი (ბაღდათი) — უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების დანერგვა-მიწოდება

კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, რომელშიც შშმ პირთა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების დანერგვა დაიწყეს, ბაღდათია. პროექტი "უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების დანერგვა-მიწოდების პილოტირება და განვითარება ბაღდათის მუნიციპალიტეტში" ორგანიზაცია "საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის" მიერ განხორციელდა.

პროექტის მიზანს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისათვის, შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიწოდება წარმოადგენდა. ასევე, პროექტის ამოცანა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულთა და შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იყო.

პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 მოსარგებლეს მიაწოდეს საჭირო სერვისი. ეს გულისხმობდა როგორც შინმოვლას, ასეევე პერსონალურ ასისტირებას. ამისათვის შინმოვლის გუნდი და პერსონალური ასისტენტები გადაამზადეს.


მთლიანობაში, პროექტის განხორციელების განმავლობაში ოთხივე რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში 254 მოსარგებლეს მიეწოდა შინმოვლის მომსახურება და გაეწია პერსონალური ასისტირება.

ევროკავშირის დაფინანსებული ასოციაცია ანიკას პროექტის — "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" მიზანი იყო რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება, რათა მათ მიაწოდონ გაუმჯობესებული სოციალური მომსახურებები მოწყვლად მოსახლეობას და შედეგად მოხდეს შშმ პირთა უფლებრივი გაძლიერება, დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა და მათი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტმა ამ მიზანს მიაღწია, თუმცა ასევე აჩვენა ახალი გამოწვევებიც, რომელთა დასაძლევადაც ორგანიზაციები მუშაობას აგრძელებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ივანიშვილს, თელავში სიტყვით გამოსვლისას, შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი ერთმანეთში აერია
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. "ფორმულამ" 4 ოქტომბრის მონაცემებით Edison Research-ის კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
  4. ირანის სულიერი ლიდერი: გამარჯვება მოდის ალაჰისგან და ის ახლოსაა
  5. პრემიერის თქმით, გიორგი ამილახვრის გადადგომა, მმართველი გუნდისთვის, დიდი დანაკლისია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჰერჩინსკი: თუ საქართველო გახდება ერთპარტიული, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი

"ეს ღირებულებები ასახულია შეთანხმებებში: ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები და…