რომელი იყო ყველაზე მარტივი და რთული დავალებები მობილბანკის თამაშის მეშვიდე კვირაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
რას გააკეთებდი, 25 ათასი ლარი რომ გქონოდა? ან 27 500? სულაც 30 ათასი? თუ საქართველოს ბანკის მობილბანკის თამაშში უკვე ჩართული ხარ და ახლა მე-8 კვირის დავალებებისთვის თავის გართმევას ცდილობ, ალბათ დროა, ამ საკითხზეც დაფიქრდე. გრანდიოზულ ფინალს ხომ უკვე თვეზე ოდნავ მეტი გვაშორებს.
როგორც გითხარით, ამჟამად თამაშის მე-8 კვირა მიმდინარეობს. ცოტა დრო რჩებათ მათაც, ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა თამაშში — შეგახსენებთ, რომ შეჯიბრს მე-10 კვირამდე შეგიძლია შემოუერთდე. თუმცა, ვინც უკვე ჩართულია, ის დავალებებთან ერთად ჩვენს ტრადიციულ ბლოგს ელოდება ხოლმე. ასე რომ, მოდი, ვნახოთ, მე-7 კვირის რომელი დავალებები ერთულათ და ეადვილათ მოთამაშეებს ყველაზე მეტად.
დამოუკიდებლად მოთამაშეები 80-იანების მოყვარულები ყოფილან
როგორც აღმოჩნდა, დამოუკიდებლად მოთამაშეებს 1980-იანებიც ჰყვარებიათ და ამ დროს გამოშვებული თამაშებიც. ბევრმა მათგანმა სულ ადვილად გამოიცნო კომპიუტერების, კლავიშების, სარეცხი მანქანების და სხვა უცნაური ნივთების ინსტალაციით დაშიფრული თამაში ტეტრისი.
ამასთან, კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ამ მოთამაშეებს ეადვილათ, კვლავაც 1980-იანებს უკავშირდებოდა — მათ ამჯერად ნაცრისფერ-წითელი ქურთუკითა და უჩვეულო ფორმის მანქანით უნდა გამოეცნოთ საკულტო ფილმი „უკან მომავალში“.
დამოუკიდებლად მოთამაშეებს, რასაკვირველია, არც ერთ-ერთ შეკითხვაში დაშიფრული ამერიკის შტატის, ჯორჯიის, გამოცნობა გასჭირვებიათ. მით უმეტეს, რომ მინიშნებებში რეი ჩარლზის პორტრეტს და საქართველოს სატელიტურ ფოტოსაც მოჰკრავდი თვალს…
80-იანებისგან განსხვავებით, 90-იანების კულტურას კი არ უნდა სწყალობდნენ დამოუკიდებლად მოთამაშეები. ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი, ბუკინისტური წიგნების ფოტოთი და მინიშნებით, ტარანტინოს ფილმიაო, უმეტესობა მათგანმა ვერ გაიხსენა არანაკლებ საკულტო კინოსურათი „მაკულატურა“.
ორმოთამაშიან გუნდებს სნუპ დოგის ნამდვილი სახელი სცოდნიათ
და შენ თუ იცი, სნუპ დოგს სინამდვილეში რა ჰქვია? ეს მართლა არ ყოფილა მარტივი შეკითხვა; მოთამაშეებს ფოტოზე უნდა ამოეცნოთ კელვინ კორდოზარ ბროდუს უმცროსი, რომელიც ჰოთდოგების წარმოების დაწყებას აპირებდა თურმე წლების წინ… რაც უნდა გასაკვირი იყოს, ორმოთამაშიანი გუნდების უმეტესობამ ამ დავალებას ადვილად გაართვა თავი.
მათ ასევე არ გასჭირვებიათ ანკეტით გამოეცნოთ ქართული მითოსის გმირი. საქმიანობა დევებთან ბრძოლაა, მშობლები სულკალმახი და დალი არიან, კავკასიონის ქედზე ბინადრობს და საყვარელი ცხოველი ძაღლი ყურშააო — სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ამირანი?!
ორმოთამაშიან გუნდებს ასევე ემარტივათ პიცით, გადახრილი პოზითა და ფოტოაპარატით გამოეცნოთ ცნობილი იტალიური ქალაქი პიზა.
მათთვის ადვილი აღმოჩნდა გეოგრაფიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი შეკითხვაც: ამ შემთხვევაში ისინი ინდონეზიის რუკაზე მონიშნული სახელგანთქმული კუნძულითა და მეჯლისის ფოტოთი უნდა მიმხვდარიყვნენ კურკოვან ხილს — ბალს.
რაც შეეხება რთულ შეკითხვებს, ორმოთამაშიანი გუნდების დიდ ნაწილს ქართული ანდაზების გადამეორება ალბათ არ აწყენდა (რა იცით, იქნებ მომდევნო კვირებში გამოგადგეთ). ამდენად, ამოტრიალებული ხარის ფოტოთი და მინიშნებით, ამის მერე რაღაც გამოჩნდებაო, ვერ მიხვდნენ, რომ საუბარი გზაზე იყო.
ამ გუნდებს ერთულათ შეკითხვა მუსიკაზეც. დავალებაში მათ ჰქონდათ ვარდის ფოტო და მინიშნება — გამოსაცნობი კომპოზიტორის გვარი ამ მცენარის სახელის ოდნავ სახეცვლილი ვარიანტიაო. რა თქმა უნდა, ეს კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი გახლდათ.
ერთ-ერთ შეკითხვაში ორმოთამაშიან გუნდებს ასევე უწევდათ, გამოეცნოთ სამნიშნა რიცხვი, რომელიც 1953 წელს გამოცემული რომანის სათაურში ფიგურირებს. ზოგადად, სულაც არ მოიძებნება ბევრი ისეთი რომანი, რომლის სათაურშიც სამნიშნა რიცხვს ვხვდებით, მაგრამ მინიშნების სახით დავალებას ცეცხლმოკიდებული ქაღალდის ფოტოც ჰქონდა დართული… ასე დაიფერფლა 451 გრადუს ფარენჰაიტზე ბევრი ორწევრიანი გუნდის მიზანი, მიეღო დამატებითი მონეტა წინა კვირას.
სამმოთამაშიანმა გუნდებმა ნეპალური ენის შესასწავლად პირველი ნაბიჯი გადადგეს
შენ თუ იცი, რას უწოდებენ ნეპალელები Sagarmatha-ს? ასე ჰქვია თურმე დედამიწის უმაღლეს მწვერვალს, ევერესტს, ამ აზიურ ქვეყანაში, რომელიც ასევე ესაზღვრება ჰიმალაის მთებს. ამ შეკითხვას კი, რომელიც ადვილი წესით არ უნდა ყოფილიყო, სამ-მოთამაშიანი გუნდების უმეტესობამ სწორად უპასუხა.
მათ ასევე ემარტივათ, სალათი ცეზარის ფოტოთი გამოეცნოთ ძველი რომის იმპერატორების ტიტული — კეისარი. ეს კი მართლაც არ უნდა ყოფილიყო რთული.
აი, რთულს რაც შეეხება: თუ ორმოთამაშიან გუნდებს ანდაზების გადამეორება სჭირდებათ, სამ-მოთამაშიანმა გუნდებმა ალბათ ცნობილ ეპოსებზე უნდა გაამახვილონ მეტი ყურადღება. წინა კვირის ორი შეკითხვა, რომელიც ამ გუნდებს ერთულათ, სწორედ თქმულებებს უკავშირდებოდა: ერთში მათ ანკეტით უნდა გამოეცნოთ მეფე ართური (არადა, ანკეტაში მრგვალი მაგიდაც ფიგურირებდა და კამელოტიც). მეორეში კი სამ-მოთამაშიან გუნდებს უკვე ქართული ეპოსის გმირი, არსენა მარაბდელი, უნდა ეხსენებინათ. მინიშნებები აქაც მრავლად იყო — მათ შორის ძეგლი და მარაბდის მემორიალური ქვა.
ამას გარდა, ამ გუნდებისთვის რთული აღმოჩნდა საქართველოს იმ სპორტული ნაკრებების გახსენება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია. ესენი გახლავთ ფეხბურთისა და კალათბურთის ეროვნული ნაკრებები.
დაბოლოს — კიდევ ერთი სირთულე, რომელსაც სამ-მოთამაშიანი გუნდები მე-7 კვირაში წააწყდნენ, რებუსის გამოცნობა იყო. ოღონდ, ზუსტადაც რომ რებუსის — მუსიკალური ნოტით რე, ბუს სურათითა და ნოტით სი, მოთამაშეები უნდა მიმხვდარიყვნენ გამოცანის სახეობას. არადა, ისინი თამაშის პირველივე კვირიდან ხსნიან რებუსებს…
წინ კიდევ ბევრი რებუსია ამოსახსნელი. როგორც ვთქვით, თამაშის დასრულებამდე თვეზე მეტი რჩება. ეს კი საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ შეჯიბრში ჩაერთო, მონეტები დააგროვო, ფინალის საგზურიც დაისაკუთრო და მარკეტში საინტერესო საჩუქრებსაც გამოჰკრა ხელი. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ჩართულხარ თამაშში, რაღას უცდი?! გადმოწერე მობილბანკის აპლიკაცია, გაიარე მარტივი რეგისტრაცია და შეუდექი საქმეს.
თუ თამაშის წესებსა და პრიზებზე მეტის გაგება გინდა, ამ ბმულს ეწვიე, ხოლო თუ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაინტერესებს, ეს ბლოგი წაიკითხე აუცილებლად.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები