რა ხდება რეალურად თურქეთის "ევროპულ ციხეებში"
ფოტო: Putra Kurniawan / EyeEm / Getty Images
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები თურქეთში ახალი არ არის, თუმცა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რა ხდება რეალურად თურქეთის ციხეებში? - ეს კითხვა საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლტოლვილთა სამინისტრომ, თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში დაკავებულ დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა და განმარტა, რომ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელსაც 250-მდე მოქალაქე შეეწირა, თურქეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. ხელისუფლების ბრძანებით, წარუმატებელი გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირის გამო 100 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, 47 ათასი ადამიანი კი ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. 2017 წლის აპრილის რეფერენდუმის შედეგად პრეზიდენტ ერდოღანის ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაიზარდა, საპარლამენტო სისტემის ჩანაცვლებამ კი სასამართლო და საპარლამენტო ინსტიტუტები დაასუსტა. დამოუკიდებელ მედიასა და ქურთულ დემოკრატიულ ოპოზიციაზე განხორციელებულმა რეპრესიებმა კი თურქეთის ციხეებში 150 ჟურნალისტი და 12 პარლამენტარი გამოამწყვდია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასობით საქმეში დაადგინა თურქეთის ბრალეულობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევაში, რაც წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს. ბოლო 25 წლის მანძილზე, Human Rights Watch-მა არაერთი ანგარიში გამოაქვეყნა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.
დაკავებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ისტორიებმაც ამოხეთქა. ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა მსგავსი ფოტოების გავრცელებამ.
როგორც Human Rights Watch ყოფილ პატიმრებზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. ძირითადად, ინფორმაციის წყარო ადვოკატები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ უფლებადამცველებისთვის პატიმრებთან ურთიერთობა ძალიან რთულია.
წამებასა და დამამცირებელ მოპყრობას დაეთმო ერთი თავი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის 2016-2017 წლის ანგარიშში, რომლის თანახმად, თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ პატიმრები დაუცველი დატოვა:
- წინასწარი პატიმრობის პერიოდი მაქსიმუმ ოთხი დღიდან 30-მდე გაიზარდა;
- საპატიმრო დაწესებულებები 5 დღის განმავლობაში არ აძლევენ დაკავებულებს ადვოკატთან შეხვედრის უფლებას, იწერენ ადვოკატისა და კლიენტის საუბარს და გადასცემენ პროკურორებს;
- პატიმრებისთვის შეზღუდულია მათი სასურველი ადვოკატის აყვანის უფლება;
- სამედიცინო შემოწმება პოლიციელების თანდასწრებით ხდება, შედეგები კი ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ორგანიზაციის თავისუფლება წამებისგან კვლევის თანახმად, განხილული 60 საქმიდან, თითოეული ადამიანს გამოუცდია ბლაგვი საგნით ცემა. გარდა ამისა:
- გამოკითხულთა 77 პროცენტი დაექვემდებარა სექსუალური ხასიათის წამებას, მათ შორის, 23 პროცენტი - გაუპატიურებას;
- გამოკითხულთა 63 პროცენტის შემთხვევაში, გამოყენებული იყო ელექტრო შოკი;
- გამოკითხულთა 87 პროცენტი ამბობს, რომ ერთხელ ან მეტჯერ მაინც ყოფილა პოლიციის მიერ დაკავებული ან ნაწამები.
"ჩემი კლიენტია. ის და სხვა პატიმრები სცემეს, თავი კედელზე არტყმევინეს, ფეხებზე კი დამწვრობები აქვს", - ჰყვება თურქი ადვოკატი სელჯენ ბაიუნი BBC-სთან:
"მათ ნეკნები აქვთ ჩამტვრეული, მაჯებზე ხელბორკილის გამო ჭრილობები, თავის ქალაზე კი პრობლემები აქვთ. ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა ძალიან შეზღუდულია. პოლიცია და მცველები ყოველ შეხვედრას ესწრებიან, საუბარშიც კი ერთვებიან და ყველა წერილს კითხულობენ. ჩვენს კლიენტებს ეშინიათ საუბარი იმის შესახებ, თუ რისი გამოვლა უწევთ."
თურქეთის ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებმა, BBC-ის გარდა, არაერთი საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის CNN-ის, The Guardian-ისა თუ Reuters-ის.
CNN-ის ცნობით, 2017 წლის 26 იანვარს, საბერძნეთმა თურქეთს უარი უთხრა 8 სამხედრო ოფიცრის გადაცემაზე. ევროკავშირისა და საბერძნეთის კანონი კრძალავს ექსტრადიციას ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ბრალდებულმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
როგორც The Guardian იუწყება, ბრიტანელმა მოსამართლეებმა უარი თქვეს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის ექსტრადიციაზე თურქეთში, რაც გაიგეს, რომ თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში, ბრალდებული სისტემური ცემის, წამებისა და სხვა დამამცირებელი მოპყრობის ობიექტი იყო.
2017 წლის 12 მაისს, Amnesty Intarnational-მა გაავრცელა ინფორმაცია მალაიზიიდან სამი პირის თურქეთში ექსტრადიციის რისკებთან დაკავშირებით.
"ამ სამი კაცის თურქეთში ექსტრადიციით, მალაიზიის ხელისუფლებამ საკუთარი თავისუფლება რისკის ქვეშ დააყენა. ბრალდებულებმა უკვე გამოიარეს მძიმე განსაცდელი. ახლა ისინი თურქეთში არიან ექსტრადირებულნი, სადაც პირობით სასჯელი, უსამართლო პროცესი და წამება ემუქრებათ", - განაცხადა Amnesty Intarnational-ის წარმომადგენელმა.
"ძალიან შეშფოთებულნი ვართ თურქეთში ადამიანის უფლებათა დამცველების დაკავების გამო. ვშიშობთ, რომ ახლა ისინი წამების, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან", - ეს განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს, ელიზაბეტ თროსელს ეკუთვნის. Reuters-ის ინფორმაციით, დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად.
საქართველოში, ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ცნობით, წამების პრაქტიკა თურქეთში შეაფასა და დაგმო ევროპულმა კომისიამ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (CAT), წამებაზე გაეროს მომხსენებელმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა. მათ შორის, ევროპარლამენტის უახლესი, 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუცია მიუთითებს თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; მათი გამოძიებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარსებობის პრობლემაზე. ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს (2016) თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც მუსტაფა ჩაბუქის საქმეზეა გამოყენებული და მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და თვითნებური დევნის მაღალ რისკს შეიცავს.
NGO-ების ინფორმაციით, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთი სხვადასხვა ქვეყნისგან ორგანიზაცია FETO-ს 59 წევრის ექსტრადიციას ითხოვდა, თუმცა ევროპის ქვეყნებს დღემდე არც ერთი პირი არ გადაუციათ.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, საქართველოში დააკავეს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
7 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა. მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქი თურქეთის ევროპულ ციხეში მოხვდება და წამება არ ელის.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვარაუდობს, რომ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება და მინისტრის განცხადებები, აჩენს ეჭვს, რომ საქართველო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციას აპირებს.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები