დედამიწიდან მალე ურანის დანახვას შევძლებთ
მომდევნო კვირის დასაწყისში მსოფლიოდან ურანის ხილვას შევძლებთ. სწორედ ამ დროს მოუახლოვდება ეს პლანეტა დედამიწას ყველაზე მეტად.
ურანის ხილვას ყველაზე უკეთ 13 ნოემბერს შევძლებთ. ამ დღით ეს პლანეტა დედამიწასთან 2.78 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იქნება დაშორებული. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ შორია, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ურანი საკმაოდ განიერია — მეტიც, დედამიწაზე 4-ჯერ განიერი. შესაბამისად, მისი დანახვა პატარა სამოყვარულო ტელესკოპით ან სულაც ბინოკლითაც შესაძლებელი იქნება.
სავარაუდოდ, უფრო დიდი ტელესკოპებით კვირის სხვა ღამეებშიც შევძლებთ მის ხილვას. შესაბამისი აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში, შესაძლოა, სულაც მისი რგოლებიც კი შენიშნოთ.
დედამიწიდან ურანის ხილვა მილიარდობით წლის წინ ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. მიჩნეულია, რომ აღნიშნული პლანეტა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა — გრავიტაციის წყალობით მტვერი და აირი მორევად შეერთდა, რომელიც უმეტესად სითხეებისგან შედგებოდა. მათი ამჟამინდელი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ურანი და მისი მეზობელი ყინულის გიგანტი ნეპტუნი თავიანთი ფორმირებისთვის საკმარის მასალას ვერ შეაგროვებდა.
სიმულაციების თანახმად, პლანეტები მზესთან ბევრად ახლოს ჩამოყალიბდა, სადაც მასალები ხელმისაწვდომი იყო. შემდეგ მათ ნელ-ნელა უკან გადაინაცვლა, თავიანთ ამჟამინდელ პოზიციებამდე. ამის პარალელურად, სავარაუდოდ, კოიპერის სარტყელში გავლისას ისინი ყველა მიმართულებით ობიექტებს ისვრიდა. შესაძლოა, სხვა ყინულის გიგანტები ამ დროს შეიქმნა და მზის სისტემა მთლიანად დატოვა ანდა უბრალოდ მის კიდეში მიიმალა.
ურანმა ამის შემდეგ განვითარების საკმაოდ კომპლექსური ისტორია განვლო. სავარაუდოდ, თავისი უჩვეულო დახრილობა მან დედამიწაზე ორჯერ მასიურ პლანეტასთან შეჯახების შედეგად შეიძინა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ. ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იქნებოდა.
კომენტარები