რა მიზეზით ხსნის ისრაელი სასწრაფო დახმარების მანქანაზე თავდასხმას, რასაც, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა
ფოტო: Reuters
რა ხდება: ქალაქ ღაზასთან მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.
რითი ხსნის ისრაელი თავდასხმას: ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას მათ დაარტყეს, რადგან, ისრაელის მტკიცებით, მას ჰამასის წევრები იყენებდნენ.
- IDF-ის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მოკლეს ჰამასის მებრძოლები და ასევე, განაცხადეს, რომ დაჯგუფება იარაღის გადასატანად სწორედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს იყენებს, თუმცა ჯერჯერობით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
- "ეს ტერიტორია საბრძოლო ზონაა. სამოქალაქო პირებს მუდმივად მოვუწოდებთ ევაკუაციისკენ," - ამბობენ თავდაცვის ძალებში.
რას ამბობს ჰამასის მთავრობა: მათი მტკიცებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს, რომლებიც ისრაელის სამიზნე გახდა, ალ-შიფას საავადმყოფოდან რაფას მიმართულებით დაჭრილები გადაჰყავდა.
- რაფადან, დაშავებულები, სამკურნალოდ, ეგვიპტის ტერიტორიაზე შეჰყავთ.
- ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 28 დაჭრილ პაციენტს ელოდებოდნენ, თუმცა ალ-შიფაში განვითარებული მოვლენების გამო, ღაზის სექტორიდან მხოლოდ 17 დაშავებული გადაიყვანეს.
რას ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: მისი ხელმძღვანელი ალ-შიფაში მომხდარი აფეთქებით შეძრწუნებულია.
- "კიდევ ერთხელ ვამბობთ, პაციენტები, მედპერსონალი, სასწრაფო დახმარების მანქანები მუდმივად დაცული უნდა იყვნენ, ყოველთვის!" — დაწერა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა X-ზე.
რას იხსენებს თვითმხილველი: აფეთქების ადგილას იმყოფებოდა პალესტინელი რეჟისორი, ბისან ოვდა.
- "რამდენიმე ადამიანმა ფეხები, ხელები დაკარგა, ადამიანები ცდილობდნენ, დაჭრილები გადაეყვანათ. ისინი ტიროდნენ, ცდილობდნენ ერთმანეთი მოეძებნათ," — ჰყვება ოვდა BBC-სთან.
- გარდა პაციენტებისა, ალ-შიფას, ისრაელის დარტყმებისგან თავს ათასობით ადამიანი აფარებს. რეჟისორი ამბობს, რომ რადგანაც საავადმყოფოში ადგილი აღარ არის, ბევრი პალესტინელი ახლოს მდებარე ქუჩებში ათენებს ღამეებს.
ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევა 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჰამასი თავს დაესხა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას, მოკლა 1400-ზე მეტი ადამიანი და ტყვედ აიყვანა 240-ზე მეტი.
ღაზის სექტორში, ისრაელის თავდასხმების შედეგად მსხვერპლი 9 ათასს აჭარბებს, მათი უმეტესობა ქალები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები არიან.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
კომენტარები