ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა - მოლოდინები ისტორიული მოვლენის შესახებ
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი, ისტორიული შეხვედრა, 7 ივლისს, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან 168-ე დღეს შედგება. ამ დროისთვის ტრამპი უკვე შეხვდა თითქმის ყველა დიდი სახელმწიფოს მეთაურს, მათ შორის, ტერეზა მეის, შინძო აბეს, ანგელა მერკელს, საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, პეტრო პოროშენკოს. აშშ-ს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთში.
ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას წარმოადგენდა. "თუ კი მე გავხდები პრეზიდენტი, ჩვენ რუსეთთან შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება", - ამბობდა ტრამპი.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმაც და პუტინმაც არაერთხელ დაადასტურეს ურთიერთსიმპათიები თუმცა, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რიგი მიზეზების გამო, ვერ მოხდა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა. აშშ-ში ახლაც მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება რუსეთისა და ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის უკანონო თანამშრომლობის შესახებ, თავად ტრამპი გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.
თითქმის ექვსთვიანი პრეზიდენტობის განმავლობაში, ტრამპის ირგვლივ არაერთი სკანდალი აგორდა, მათ შორის, ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფი ჯეიმს კომი, ასევე, სენატის მიერ დაბლოკილი იქნა მისი საკანონმდებლო ინიციატივები. ტრამპის რეიტინგი კი პერიოდულად იკლებს
მოლოდინები ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე
ვლადიმერ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა G20-ის სამიტზე, ჰამბურგში შედგება. შეხვედრის ფორმატის ოფიციალურ გამოცხადებამდე კრემლი ხაზს უსვამდა, რომ ფორმატს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუმცა, პუტინის პრესსპიკერის, პესკოვის განცხადებით, 7 ივლისს გაიმართება სრულყოფილი, "მჯდომარე" შეხვედრა დიპლომატიური პროტოკოლის დაცვით.
რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია. პესკოვმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ პირველი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების დაძლევის გზაზე. კრემლის მოლოდინია, რომ სწორედ ამ შეხვედრიდან დაიწყება ურთიერთობების სტაბილიზაციის პროცესი, რომელიც 2014 წლიდან განუხრელად უარესდებოდა.
ბოლო თვეების განმავლობაში, მთავარი წინააღმდეგობა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა და ამ საქმის ირგვლივ აშშ-ში მიმდინარე გამოძიება იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთ- მნიშვნელოვანი საკითხი. საუბარი ასევე შეეხება სირიისა და უკრაინის კონფლიქტებს, ბირთვული განიარაღებისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხს, ლიდერები ასევე განიხილავენ ჩრდილო კორეის თემას. არცერთ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ სა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, გამონაკლისს მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პრობლემა წარმოადგენს.
Foreign Policy-ის ცნობით, აშშ მზადაა, რუსეთს დაუთმოს ლიდერის პოზიცია სირიის შიდაპოლიტიკურ კრიზისის მოგვარების საკითხში და აშშ-ს მთავარ ამოცანას სირიაში დაეშთან ბრძოლა წარმოადგენს. მაისში იგივე განაცხადა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი წამოწევს მინსკის ხელშეკრულების უალტერნატივობის საკითხს, რაც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ ოპერაციებს ეხება. თუმცა, იგივე რექს ტილერსონის განცხადებით, ამერიკას არ სურს, თავი შეიზღუდოს მინსკის შეთანხმებით და შესაძლოა, კონფლიქტის დარეგულირების გზები ამ შეთანხმების მიღმა მოიძებნოს.
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემა, განსახილველ საკითხთა რიცხვში, რუსეთის მიმართ ამერიკული სანქციები იქნება. წინა თვეში სენატმა დაამტკიცა ახალი სანქციების სია რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, ასევე, ტრამპის ადმინისტრაციამ გააფართოვა პერსონალური სანქციებისა ფიზიკური პირებისა და კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ჯამში, მედია და პოლიტიკური მიმომხილველები პუტინისა და ტრამპის შეხვედრიდან გარღვევებს არ მოელიან თუმცა, შეხვედრა ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მომავალი ურთიერთობისთვის.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა

კომენტარები