სწრაფად მზარდი აქციები, რომლებსაც ოქტომბერში აკვირდებიან
ფოტო: Mikhail Nilov / Pexels / On.ge
საინვესტიციო სამყაროში ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქციების ღირებულების ზრდაა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში მაშინ ექცევა, როდესაც ის დროის მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ, აქციები, რომლებიც სწრაფად იზრდებიან, ინვესტორების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებენ.
არსებული მდგომარეობით, ანალიტიკოსები ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კომპანიებს შორის SAP SE-ს, Emerson Electric Co-სა და NVIDIA-ს ასახელებ. ინვესტორები ამ კომპანიების შეფასებისას ბოლო კვარტლის შემოსავლებისა და EPS (მოგება თითოეულ აქციაზე) იყენებენ.
EPS - კომპანიის მოგება გაყოფილი ბაზარზე არსებული მისივე აქციების საერთო რაოდენობაზე.
ინვესტირებაში გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები კომპანიის ფინანსურ კეთილდღეობაზე ერთად ყველაზე მეტს ამბობენ. თუ რომელიმე ერთს დამოუკიდებლად შევხედავთ, შესაძლებელია შეცდომაში შევიდეთ, რადგან მათ ცვლილებაზე სხვადასხვა ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა.
- SAP SE (SAP) გერმანული კომპანიაა, რომელიც საწარმოების პროგრამულ გამართულობას უზრუნველყოფს. ის მომხმარებლებს ურთიერთობისა მართვის ინსტრუმენტებს სთავაზობს. SAP-ის ბიზნესის შემოსავალი ბოლო კვარტლის მდგომარეობით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო კვარტლის მონაცემებით, კომპანიის EPS-ის წლიური ზრდა 971,2%-იყო. ამასთან, მისი შემოსავალი წლიურად 7,3%-ით არის გაზრდილი. ამჟამად SAP -ის საბაზრო კაპიტალიზაცია 157,6 მილიარდი დოლარია, მის ერთ აქციას 131,95 დოლარად შეიძენთ.
- Emerson Electric Co (EMR) ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს პროდუქტებს და უზრუნველყოფს მომსახურებას როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული და ინდუსტრიული ბაზრებისთვის. ბოლო კვარტალში კომპანიის EPS წლიურად 957,1%-ით გაიზარდა. ამასთან, იმავე პერიოდში, მისი შემოსავლები 13,9%-ით არის გაზრდილი. Emerson Electric-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 56,5 მილიარდი დოლარია, მისი ერთი აქციის ღირებულება კი 98,10 დოლარს შეადგენს.
- NVIDIA (NVDA) კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიასთან. კომპანიის მონაცემთა ცენტრის შემოსავალი ბოლო კვარტალში წლიურად თითქმის სამჯერ გაიზარდა. იმავე პერიოდში NVIDIA-ის EPS წლიურად 853,8%-ით არის გაზრდილი. მისი შემოსავლის ზრდამ კი 101,5%-ს მიაღწია. ამასთან, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მისი ერთი აქციის შეძენას 422,22 დოლარად შეძლებთ.
სწრაფად მზარდ აქციებზე აქცენტის გაკეთებას უპირატესობებთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითისთვის, ასეთ აქციებში ფულის ჩადება, პირველ რიგში, ზრდის პოტენციალის გამო არის მიმზიდველი. ამასთან, მსგავს კომპანიებში ინვესტირებით დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნაც შეგიძლიათ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სწრაფად მზარდი კომპანიების აქციების ფასები ზოგჯერ მერყევია. გარდა ამისა, როგორც წესი, ასეთ კომპანიები დივიდენდებს ნაკლებად გასცემენ.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ანალიტიკოსები გვირჩევენ, რომ კომპანიების ზრდის პოტენციალს მუდმივად ვადევნოთ თვალი, მათზე სიღრმისეული ინფორმაცია მოვიძიოთ, გავითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი და საინვესტიციო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში აქციაა — 31 ოქტომბრამდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები