მეცნიერებმა 12 მილიონი წლის წინ მცხოვრები ადამიანის მსგავსი მაიმუნის თავის ქალა აღადგინეს
მკვლევრებმა ადამიანის მსგავსი მაიმუნის თავის ქალა აღადგინეს. თავის ქალა კარგად იყო შემონახული, თუმცა მას დაზიანებები მაინც აღენიშნებოდა.
თავის ქალა Pierolapithecus catalaunicus-ს ეკუთვნოდა, უძველეს სახეობას, რომელიც დაახლოებით 12 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
თავის ქალა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგინეს. კვლევაზე ამერიკის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის, ბრუკლინის კოლეჯისა და კატალონიის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობდნენ.
თავის ქალა უნიკალურია
ამ სახეობის არსებობა პირველად 2004 წელს დადასტურდა. აღმოჩენა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში გაკეთდა.
Pierolapithecus catalaunicus ადამიანის მსგავსი მაიმუნების გადაშენებული სახეობაა. ამ არსებას 15-7 მილიონი წლის წინ ევროპის რეგიონში შეხვდებოდით. ის ახალი ფანჯარაა ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და უძველესი ადამიანების ევოლუციის გასაგებად.
ბევრი სხვა ნამარხისაგან განსხვავებით, კონკრეტული გამოირჩევა როგორც თავის ქალით, ისე ჩონჩხით. ასე კარგად შემონახული ნამარხი იშვიათია და უძველეს სახეობაზე საინტერესო ინფორმაციას იძლევა.
"თავის ქალისა და კბილების თავისებურებები ნამარხის გასააანალიზებლად ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ასეთ მასალას ჩონჩხთან ერთად ვპოულობთ ეს დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. ამით შეგვიძლია გავიგოთ თუ როგორ მოძრაობდა კონკრეტული არსება", — თქვა კელსი პუჰმა, კვლევის წამყვანმა ავტრომა.
წინა კვლევის მიხედვით, Pierolapithecus წელში გამართული იყო. თუმცა, სახეობის ზუსტი ევოლუციური ქრონოლოგია უცნობია.
"მაიმუნისა და ადამიანის ევოლუციის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ისაა, რომ ნამარხები ფრაგმენტულია და ნიმუშები არასრულადაა შემონახული. ეს იმ კონსესუსს ართულებს, რომელიც აუცილებელია მაიმუნისა და ადამიანის ევოლუციის გასაგებად", — თქვა კვლევის თანაავტორმა ეშლი ჰამონდმა.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნიკა გამოიყენეს. ამ მიდგომით მათ თავის ქალა აღადგინეს.
Pierolapithecus-ის სახის ანატომიის მახასიათებლების მოდელირებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სახეობა გარკვეულწილად თანამედროვე დიდი ზომის მაიმუნებს ჰგავს.
თუმცა, ასევე მისი სახე მნიშვნელოვნად გამორჩეულია. ეს აღმოჩენები ემთხვევა ჰიპოთეზას, რომ Pierolapithecus ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ადამიანების ოჯახის ერთ-ერთი პირველი წევრია. ეს გარკვეულ წილად ნათელს ჰფენს მის ევოლუციას.
დასკვნები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები