23 წლის ბიჭმა ბუნკერში შეგდებული ყუმბარა მოისროლა და სხვები გადაარჩინა, თავად კი ხელი დაკარგა და მძევლად ჩავარდა
23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი ერთ-ერთია იმ ასობით ახალგაზრდიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ისრაელის სამხრეთით გამართულ ნოვას მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა. ღონისძიება, რომელიც ღაზის სექტორის მახლობლად, რე'იმის კიბუცში (ისრაელური დასახლების ტიპი) ტარდებოდა, 7 ოქტომბრის დილას ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ იქცა. ფესტივალის ზოგიერთმა სტუმარმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ ჰამასმა ნაწილი მძევლად აიყვანა, ნაწილი კი — დახოცა. ოფიციალური ცნობებით, ღონისძიების ტერიტორიაზე, სულ მცირე, 260 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
სავარაუდოდ, გადარჩენილ მძევლებს შორისაა მუსიკალური ფესტივალებისა და მოგზაურობის მოყვარული ჰერშიც. წარმოშობით ებრაელი, მაგრამ აშშ-ში დაბადებული ახალგაზრდა მშობლებს ბოლოს შაბათ გამთენიისას დაუკავშირდა. რეიჩელ გოლდბერგის თქმით, შვილმა ერთიმეორის მიყოლებით მისწერა მესიჯები: "მიყვარხარ" და "ვწუხვარ". გოლდბერგმა მაშინვე სცადა დარეკვა, თუმცა, ჰერშს არც ზარებისა და არც მესიჯებისთვის აღარ უპასუხია. ნაშუადღევს პოლიციამ მშობლებს აცნობა, რომ ბიჭის მობილურის სიგნალი ღაზის სექტორის საზღვართან დაფიქსირდა.
ამის შემდეგ, გოლდბერგისა და მისი ქმრისთვის, ჯონათან პოლინისთვის, შვილის თავს გადამხდარი ამბავიც გახდა ცნობილი. გოგო, რომელიც თავდასხმის შემდეგ ბუნკერში ჰერშთან ერთად აღმოჩნდა, ჰყვება, რომ ბიჭი თავშესაფარში შეყრილი ყუმბარების გარეთ გატყორცნას ცდილობდა. სწორედ ამ დროს დაკარგა მან ხელი.
"ვიცით, რომ მძიმედ დაშავდა", — ამბობს გოლდბერგი, — "მაისურით სახელდახელო ტურნიკეტი დაუმზადებია. თუმცა, მერე ტერორისტები შევიდნენ და ყველას, ვისაც სიარული შეეძლო, გაყოლა აიძულეს".
თვითმხილველი გოგოს ცნობით, ფეხზე წამომდგარ ჰერშს ცნობიერება არ დაუკარგავს და მეტიც, სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ამის მიუხედავად, იგი ჰამასის მძევლებს შორის აღმოჩნდა.
გოლდბერგ-პოლინების ოჯახი
ახალგაზრდის მშობლებმა შვილის შესახებ მეტი არაფერი იციან. ისინი აშშ-ის მთავრობასა და მსოფლიო ლიდერებს მძევლების დახსნისკენ მოუწოდებენ. მათ სჯერათ, რომ ჰერში ცოცხალია — ჯონათანი ინტერვიუს დროს მკაცრად უსწორებს ჟურნალისტს, როცა ეს უკანასკნელი ბიჭს წარსულში მოიხსენიებს.
რა ხდება ისრაელში
7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო, რომელსაც არაერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. მოულოდნელი შეტევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო, მის სამიზნედ კი მშვიდობიანი ადამიანებიც იქცნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
კომენტარები