მასშტაბურმა კვლევამ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და დეპრესიას შორის კავშირი გამოავლინა
ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა რევოლუცია მოახდინა. ეს არის წამალი, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვლა.
პროგესტერონისა და ესტროგენის სწორ კომბინაციას არა მხოლოდ ორსულობის პრევენცია, არამედ მენსტრუალური ტკივილის, შაკიკისა და ენდომეტრიოზის სიმპტომების მკურნალობაც შეუძლია.
თუმცა, ნებისმიერი წამლის მსგავსად, ამ აბებს გვერდითი მოვლენებიც ახლავს. ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანზე.
ბოლო მასშტაბურმა კვლევამ 264 557 ადამიანის მონაცემები შეისწავლა. შედეგების მიხედვით, მსგავსი კონტრაცეპტივები დერესიის განვითარების რისკებს ზრდის.
კვლევა უშუალოდ მიზეზობრიობას არ ავლენს, მაგრამ შედეგები შემდგომ განხილვას იმსახურებს.
კვლევის მიხედვით, მათ ვინც კონტრაცეპტივების მიღება დაიწყეს შემდგომ ორ წელში დეპრესიის განვითარების გაზრდილი რისკების წინაშე აღმოჩდნენ.
ასაკობრივი ჯგუფებიდან კონტრაცეპტივების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე თინეიჯერები იყვნენ. აბების გამოყენებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში 20 წლამდე ასაკის ადამიანებს დეპრესიის განვითარების რისკი 95 პროცენტით გაეზარდათ.
დასკვნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი მედიკამენტების მიღება საშიშია. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ექიმმა, ასევე პაციენტმა იცოდნენ გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც მედიკამენტების მიღებას შეიძლება მოჰყვეს.
მკვლევრების თქმით, თუ დეპრესიის რისკი არსებობს, ის დროთა განმავლობაში მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმი კონტრაცეპტივებს ეგუება.
ნეგატიური განწყობა და დეპრესია არის ორი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა, რომელიც ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოხმარებას თან ახლავს. მიუხედავად ამისა, ამის ზუსტი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე უცნობია.
მეცნიერების თქმით, შემდგომი კვლევებია საჭირო რათა ზუსტი კავშრები გამოვლინდეს და ეფექტზეც მეტი გავიგოთ.
კვლევა Epidemiology and Psychiatric Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები