წყვილის თქმით, 13-საათიანი ფრენისას მათ გვერდით მჯდომი ძაღლი გაზებს უშვებდა — ისინი თანხის დაბრუნებას ითხოვენ
ფოტო: AP
წყვილი, რომელიც პარიზიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა, სინგაპურის ავიახაზებისგან ბილეთის ღირებულების დაბრუნებას ითხოვს. მიზეზი 13-საათიანი ფრენისას მათ გვერდით მჯდომი ძაღლია, რომელიც, წყვილის თქმით, "დორბლმორეული იყო, ხვრინავდა და გაზებს უშვებდა".
ახალზელანდიელი გილ და უორენ პრესები ამბობენ, რომ პრემიუმ ეკონომ კლასის ორი ბილეთი შეიძინეს, თუმცა, ფრენისას შექმნილი დისკომფორტის გამო ეკონომ კლასში გადასხდომა მოუწიათ. მათი თქმით, წინასწარ არც იცოდნენ, რომ ძაღლის გვერდით მოუწევდათ მგზავრობა.
"რაღაც ხმა გავიგე, ხმამაღალი ფრუტუნის", — იხსენებს გილი, — "მეგონა, ჩემი ქმრის ტელეფონი იყო, მაგრამ რომ დავიხედე, მივხვდი, ძაღლის სუნთქვა მესმოდა".
მისი თქმით, ეს ყველაფერი აუტანელი მაშინ გახდა, როცა ცუგამ ჯერ უორენის ფეხებთან მოიკალათა, მერე კი, შუა გზაში, გაზების გამოშვებაც დაიწყო.
"ძაღლი სკამების რიგებს შორის ვერ გაჩერდებოდა, ამიტომ ჩვენკენ მოიწია და თავი ჩემი ქმრის ფეხებთან დადო", — ჰყვება გილი, — "ჩემს ქმარს შორტები ეცვა და ძაღლის ნერწყვი ფეხზე დასდიოდა".
როცა წყვილმა ჩივილით ბორტგამცილებელს მიმართა, ისინი ეკონომ კლასში გადაიყვანეს და დაჰპირდნენ, რომ მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ კიდეც. თუმცა, მათი თქმით, ავიაკომპანია მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით დაუკავშირდა და სასაჩუქრე ვაუჩერები შესთავაზა. გილმა და უორენმა შეთავაზება იუარეს და თქვეს, რომ ეს თანხა პრემიუმ ეკონომ კლასიდან ეკონომ კლასში გადაჯდომით დაკარგულ თანხას ვერ ანაზღაურებდა. წყვილს კიდევ ერთხელ შესთავაზეს უფრო ძვირიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, თუმცა, ისინი მაინც თანხის დაბრუნებას ითხოვენ.
სინგაპურის ავიახაზები კი განმარტავს, რომ ისინი ცდილობენ, მომხმარებელს წინასწარ შეატყობინონ, თუ დამხმარე ძაღლის გვერდით შეიძლება მოუწიოთ ჯდომა. ხოლო თუკი ისინი ადგილის შეცვლას მოისურვებენ, შესაძლებლობის შემთხვევაში, იმავე სივრცეში გადასვამენ.
"ამ შემთხვევაში, ბატონი და ქალბატონი პრესის პრემიუმ ეკონომ კლასში სხვა ადგილას გადაჯდომა ვერ მოხერხდა, რადგან სივრცე სავსე იყო", — აცხადებენ ავიაკომპანიაში და ამატებენ, რომ წყვილთან მოლაპარაკება გრძელდება.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები